ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრები მაროკოსთან - ვის დაეყრდნობა და დაასვენებს სანიოლი?

საქართველოს ნაკრები მაროკოსთან - ვის დაეყრდნობა და დაასვენებს სანიოლი?

ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის შესახებ შევიტყვეთ - მაროკო. ახლა ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ შემადგენლობას ველით, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გახმაურდეს. მას შემდეგ, რაც ევროპული ნაკრებების უახლოეს გეგმებს დეტალურად გავეცანით, ლოგიკური გახდა, რომ სხვა კონტინენტის წარმომადგენელს დავუპირისპირდებოდით. "ჯვაროსნები" აფრიკულ ნაკრებებს 6-ჯერ დაუპირისპირდა - 2 გამარჯვება, 3 ფრე და 1 მარცხი. წაგება 1994 წელს ძალიან ძლიერ ნიგერიასთან (1:5) დაფიქსირდა. 2012 წელს ჯერ კიდევ არავარსკვლავის სტატუსის მქონე მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს (0:0) დავუზავდით. ახლანდელი სიტუაციის მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის წინ სამხრეთი აფრიკა დიდი ანგარიშით (4:1) დავამარცხეთ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ შორეული მგზავრობა სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა, თუკი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილესთან ძალების გამოცდა გვსურდა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა. ეგაა, კიდევ ერთ მეტოქესთან შეთანხმება იდეალური იქნებ(ოდ)ა. მომავალი მუნდიალის წარმომადგენლები მხოლოდ ერთ მატჩს ატარებენ, ჩვენი სტატუსის მქონე ნაკრებების უმრავლესობას კი ამ პერიოდში 2 დაპირისპირება აქვს.

როგორი მეტოქეა მაროკო?

მაროკოს ნაკრები საკმაოდ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ისინი ძლიერ ჯგუფში (პორტუგალიასთან და ესპანეთთან) მოხვდნენ, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ.

მაროკოს ნაკრებში საინტერესო ფეხბურთელებია, რამდენიმე მათგანი კი ფართო გულშემატკივრებისთვისაა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ჰაკიმ ზიეჩია, ამჟამად ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი. მიმდინარე სეზონში ის ცოტას თამაშობს და ამხანაგური შეხვედრა ფორმაში შესასვლელად უნდა გამოიყენოს.

მუნირ ელ ჰადიდი ერთ დროს "ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა, თუმცა 27 წლის შემტევისგან მუდმივად თამაშის გამწვავების მოლოდინი აქვთ.

დაცვის ხაზში გამორჩეულ ფეხბურთელებს ვაწყდებით, თუმცა საქმე უნივერსალურ მოთამაშეებთან გვაქვს. ასეთები "ბაიერნისა" და პსჟ-ის ფლანგელები, ნუსაინ მაზრაუი და აშრაფ ჰაკიმი არიან.

რა უნდა მოგვცეს შეხვედრამ?

მწვრთველები ამხანაგურ მეტოქეებს ხშირად მომავალი მოწინააღმდეგის მიხედვით ირჩევენ, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორით განსაზღვრა მარტივი არაა. საქართველოს ნაკრების სურვილი, ერთი მხრივ, წაუგებელი სერიის გაგრძელება, კარგი თამაში და მომავალი წლის წინ პოზიტიური განწყობის შექმნა უნდა იყოს, ამავდროულად კი, ვილი სანიოლს ახალი მოთამაშეებისა თუ ტაქტიკური სქემის გამოცდის ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება.

მოწინააღმდეგეს თავისი ინტერესი აქვს: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკლები ტრავმითა და სირთულეებით მივიდნენ, მოსამზადებლად მცირე დროში კი შეთამაშება მაქსიმალურად მოესწროს.

თუკი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ამ დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოსვლა მათთვის მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გამოვა. ჯგუფურ ეტაპზე მაროკოელთა მეტოქეები ბელგია, ხორვატია და კანადა იქნებიან.

საკადრო ამბები

შემადგენლობის შესახებ ჯერ არ ვიცით. შესაბამისად, არც ის, რამდენად გადაწყვეტს ფრანგი მთავარი მწვრთნელი ზოგიერთი მოთამაშის დასვენებას, რომელთაც დატვირთული საკლუბო პერიოდი აქვთ.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო სანაკრებო მატჩებში არ იყვნენ, თუმცა ახლა შანსის მოლოდინში არიან. ერთ-ერთი ასეთი "ანკარაგიუჯუს" შემტევი გიორგი ბერიძეა. 25 წლის ფეხბურთელს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. ახალი მოთამაშეების გამოძახება ეროვნული ლიგიდანაც შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მომავალი წლის მარტიდან ვიწყებთ, 1-ელ შეხვედრაში ნორვეგიას ვუმასპინძლებთ, მაროკოსთან ამხანაგური მატჩი კი ერთგვარი გენერალური რეპეტიცია გამოდის - მანამდე შეხვედრას ვერ გავმართავთ.

• Ბათუმელ ექსპერტს

რანაირი ექსპერტი ხარ ისიც არ იცი რომ ბუდუ ოპერაციას იკეთებს.ფლამარინი არა კვახი.ალავიძე ხო არ დავაყენოთ კარში?იმაზეც ვგიჟდები მამუჩაშვილს რო იძახებენ და ახლა ფლამარიონიო... ისე ეგ თქვენი მამუჩაშვილი რონალდოს კი ბაძავს დაა...ჯარიმის დროს ერთი ერთში იმეორებს კრიშტიანოს მოძრაობებს.გაიტანეთ!გაიტანეთ!!! გაიტანეთ მეთქი!!!

• მამუკა

მაროკო ძალიან კარგი გუნდია. ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს

• ჟორა-ს

სტატიაში წერია ,,სურვილია" და არა, ,, იმიტომ". კარგად გადაიკითხეთ მეგობარო.

• Alexxx

Diaxac rom unda gavagrdzelot seria

• მარტვილიდან

ობიექტურადაა ახსნილი. ბოლომდე კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ უკმაყოფილების საბაბიც არ გვაქვს, მაროკო კარგი გუნდია

• სიმართლე

არ გვჭირდება ეგ ფლამარიონი, ევროტურნირებზე კარგად გამოჩნდა მისი დონე

• გიორგი ესართია

აბა რა დაწეროს ავტორმა, რადგან მაგარია, წაგება გვინდაო? ან სანიოლმა თქვას მასე? საოცარია

• ჟორა

მსოფლიო რეიტინგში მაროკო ოცდამეორეა ჩვენ კი ამ მხრივ პულსი არ გვესინჯება. წერილის ავტორი კი წერს: იმიტომ ვხვდებით მარიკოს, რომ მოგების სერიის გაგრძელება გვინდაო, პარადოქსია არა?

• Lasha

ფლამარიონი რატომ უნდა გამოვიძახოთ, ქართველები ნაკლებები გვყავს თუ ნატურალიზებაზე გადის ჩვენი ნიჭი?

• Lasha

მაროკო 22-ეა მსოფლიო რეიტინგში, შესაბამისად მათთან მოგება ყველანაირად წაგვადგება, მარტო სკაუტებისგან ინტერესი ერთი ათად გაიზრდება, რეიტინგს გავიუმჯობესებთ... მაროკოსთან თავის გამოჩენის ჩინებული შანსი ეძლევა თითოეულ ფეხბურთელს დიდი საფეხბურთო ქვეყნების კლუბთა ინტერესის სფეროში მოსაქცევად.

• ID

თუკი- არა! აუცილებლად უნდა ითამაშოს ხვიჩამ და ჰაკიმთან საინტერესო სანახაობა გვაჩუქოს... ნამდვილად წაადგება, ალბათ პსჟ-ს ჰაკიმი უსწრაფესი და უძლიერესია იმ მარჯვენა მცველებთან შედარებით ვისაც ამ სეზონში იტალიაში (და ლიგაზე - ტრენტი :)) ჯერ ჯერობით შეხვედრია.

• ბათუმელი ექსპერტი

აუცილებლად გამოიძახეთ გიორგი ბერიძე, ბექა მიქელთაძე, ბუდუ ზივზივაძე და ფლამარიონ ჯოვინო. აუცილებლად უნდა მიეცეს იმ სამს შანსი და ბუდუს კი აუცილებლად ჭირდება თამაში რათა სათამაშო ტონუსში დარჩეს საკლუბო აბდაუბდას გამო!

• თენგაბი

თვითონ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს შეიძლება რამდენიმე სპარინგის დაგეგმვა. ცოტაა ისეთი გუნდები, რომლებიც მსოფლიოზე ვერ მოხვდნენ? დარწმუნებული ვარ უარს არავინ იტყვის, ოღომდ დროზეა შესათანხმებელი. ხოლო ფინანსების საკითხი უფრო ადვილი გადასაწყვეტია, როცა ბევრი გაქვს ნავარჯიშები, ბევრ თამაშს მოიგებ და როცა წარმატებას მიაღწევ.

• Givi

Penalti ara megobaro meore wutshze magari jarima sheagdo rezi arveladzem,mere gadagvirbines magram mag nigeriashi tamashobdnen iseti dzlieri fexburtelebi romeli erti vtqvat amokachi,iekini,okocha,olise...ramdenime dgeshi msoflio iwkeboda amerikashi 94 shi da iqac magrad gamovidnen tu ar vcdebi 1/4 damarcxdnen...

• გლდანელი ამომრჩეველი

ცოტა ნაკლები ყურადრება დაგეთმო ჩვენთვის და მეორე ამხანაგურიც გაგეკეთებინა ჩემო მაჟორიტარო კაი იქნებოდა.

• გიუშა

1:5 წავაგეთ 1994-ში ნიგერიასთან,ისიც მახსოვს პენალტით ვიგებდით მაგრამ თუ მაშინდელ სარბიელს დავუჯერებთ ძლიელი სიცხის გამო მეორე ტაიმში გადაგვირბინეს)

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა

გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"

სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას

სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან