ცნობილი იტალიური საიტი Cronache di spogliatoio საქართველოს ნაკრებსა და ქართველ ტალანტებზე საუბრობს:

"თბილისის ცა კაშკაშებს, მაგრამ ვარსკვლავი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის, გარკვეულწილად ეხმარება სხვებსაც, რომ მეტად ნათელი მოჰფინოს მათ, რადგან ქართული ფეხბურთი ახლა "ოქროს ხანაშია". "კვარადონაზე" ყველაფერი ვიცით, "ლივერპულთან" შეხვედრის გახსენებაც კი ეყოფა ყველაფერს, სერია A? იტანს და იტანს გოლებს, ასისტებს უკეთესად აკეთებს და ეს ყველაფერი ხდება იქ, სადაც მარადონაა ღმერთი, ბავშვები მხოლოდ მის მაისურს ყიდულობდნენ...

დაუმარცხებელი საქართველოს ნაკრები

ეროვნული ნაკრების სათავეში ვილი სანიოლია, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ერთ-ერთი იმათგანი, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პენალტი შეასრულა. 2021 წლის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა ქართული ფეხბურთის "ოქროს თაობა" ჩაიბარა, შეაშინა ესპანეთის ნაკრები, მოუგო შვედეთს, ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა - 5 მოგება და 1 ფრე გიბრალტართან, ჩრდ. მაკედონიასა და ბულგარეთთან, 2022 წელს საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელია. FIFA-ს რეიტინგში კი 78-ე ადგილს იკავებს.

ტალანტები

ეს ნაკრები დიდებული ფეხბურთელებით სავსეა. იტალიაში, ხვიჩას გარდა, გამოდის ლუკა ლოჩოშვილიც. კიდევ ერთი ვარსკვლავია ზურიკო დავითაშვილი, "კვარას" საუკეთესო მეგობარი. შეგახსენებთ, ხვიჩა და ზურიკო რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდნენ. დღეს ზურიკო "ბორდოს" შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გატუზოს "ვალენსიაში" გამოდის, მისით კი ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

გიორგი ჩაკვეტაძე

ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი ჩაკვეტაძე, ვინგერი ჩინებული დრიბლინგით. რამდენიმე წლის წინ, სანამ გიორგის ტრავმები შეაწუხებდა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, იწერებოდა, რომ ინტერესდებოდა "ინტერი", ახლა ბრატისლავის "სლოვანშია".

ამას ემატება გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკრაინაში თამაშს საქართველოს ნაკრებში თამაში არჩია; "ცრვენა ზვეზდას" მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი და "მეცის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას 17 ნოემბერს, მაროკოსთან გამართავს.

Vasili
წიტაიშვილი სანამ დინამო კიევიდან არ გამოთქვისუფლდება, მანამდე სრულყოფილ კონტრაქტს ვერ გაააფორმებს ვერცერთ გუნდთთან, ძალიან ცუდად მოიქცნენ ეს დინამო კიევი, როგორც იძახდნენ მანამდე და დაპირდნენ ზუსტად აუსრულეს ხუთიანზე ყველაფერი , და ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა ქართველებისთვის , როგორც რუსეთის ჩემპიონატში აფუჭებენ ქართველებს ისე აფუჭებენ უკრაინაშიც, პირდაპირ უთხრეს ბიჭს რო თუ არ აიღებ უკრაინის ნაკრებს მაშინ შეგექმნება კარიერაში პრობლემები, არაა აქ იმას მნიშვნელობა შენ გეკუთვნის ძირითადში ადგილი თუ არა, შენ პოზიციაზე გვურჩევნია უკრაინის ნაკრების წევრმა ითამაშოს , რადგან სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს, შენ რომც უკეთეს ფორმაში იყო, მთავარია უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ითამაშოს!! ეს წესი და ამორტავნება როგორც ვატყობ მარტო ქართველებზე მუშაობს , ზემოდან გვიყურებენ, თორე რუსეთშიც და უკრაინაშიც ძალიან ბევრი უცხოელი თამაშობს და იმათ ისე მკაცრად და კატეგორიულად არ უდგებიან როგორც ქართველ ფეხბურთელებს! მე არ გამიგია ყოველშემთხვევაში! წიტაც და აზაროვიც უკეთეს ევროპულ გუნდში ვისურვებდი, ჰოლანდიაში მაგალითად, ორივე მაგრა მოუმატებდა მანდ
Vasili
ზოგი ალბათ ძალიან პატარაა, ბავშვი წერს შეიძლება კომენტარებს გაუაზრებლად, თორე რას უნდა დავაბრალო ჩაკვეტაძის შედარება კვარაცხელიასთან , რომ თურმე ეს ფაქტი კვარასთვის შეურაცყოფა რომ ყოფილა… ნუ რავიცი , თუ ბავაშვი ხარ გეპატიება და უკვე მოზელილი ხარ მაშინ ჯობია კარგად ჩაუღმავდე ამ ყველაფერს
ბალეშიკ
ასეთი ჩუზი პუზი კომენტარი ჯერ არ მინახავს ჩაკვეტაზცე მაგარი რომ იყოს ეხლა ერთი ბურთი მაინც უნდა გაეტანა რონელიმე ტურნირზე
Gio
ფეხბურთის არაფერი გაგეგება და ამით ყველაფერი ნათქვამია.
romi
ჩაკვეტაძე კვარაცხელიას გვერდით მოხსენიება ძალიან დამამცირებელია..ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,ჩაკვეტაძე სლოვანის ფეხბურთელია და ამით ყველაფერი ნათქვამია
maroko
აზაროვს და წიტაიშვილს ვაისი წაიყვანს სლოვანში
gionat
აზაროვი და წიტაიშვილის გადასახედი აქვთ საკლუბო არჩევანი, ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და აშკარად ნეტი შეუძლიათ
Lasha
აზაროვი და წიტა თითქმის ერტი და იგივე სიტუაციაშია სამწუხაროდ... მერედა დალოცვილებმა წაიყვანონ ტალანტი ქართველები და მათგან ენთუზიაზმი არ დაახანებს. მაროკოსთან მოგება ჩინებული იქნებოდა ამ მხრივ.
გრამატიკოსს
ვერ იტან, რომ გოლებს იტანს?
gio
ბათუმში ხვიჩა დავიტაშვილი და აზაროვი იყო მთელი გუნდი. აზაროვი ძაან დასანანია რომ არ ჩანს. მიხედვა უნდა მაგ ბიჭს, მაგარი ფეხბურთელია
beqa
აზაროვზე მწყდება გული ნუთუ ვერ გათვალა
status quo
გოლებს იტანს სადაური ქართულია? გიორგი შვილო,ქართული ენის გრამატიკაში რეპეტიტორი გჭირდება,თანაც,საუკეთესო.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა