არ შეიძლებოდა გიორგი ჩაკვეტაძის კონფერენს ლიგაზე „ჟალგირისთან“ თამაშს ქართველი გულშემატკივარი არ გაეხარებინა. ამდენი ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, ის როგორც იქნა, გვიბრუნდება და უხაროდა თვალს და უხაროდა გულს.

რატომღაც უინსტონ გრუმის რომანის მიხედვით რეჟისორ რობერტ ზემეკისის გადაღებული ლეგენდარული ფილმი „ფორესტ გამპი“ გამახსენდა, მთავარი გმირი ფეხზე ლითონის კონსტრუქციას რომ მოიძრობს, დაამსხვრევს, გაიქცევა და ავადმყოფობას დაამარცხებს. ნელ-ნელა ამარცხებს გიორგი ტრავმას, სტრესს, იმედგაცრუებას და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, რამეთუ მხოლოდ 23 წლისაა და მისი პოტენციალიდან გამომდინარე, პროგრესს უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი სურვილი და რწმენა და საქმეც ამისკენ მიდის.

„გენტში“ ყველა ძველი დამსახურება დაუვიწყეს და იჯარით „ჰამბურგში“ გაუშვეს, სადაც თავიდან თავი ჩინებულად წარმოაჩინა, მაგრამ შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა „სლოვანში“ წაიყვანა, შანსი მისცა და ქართველმა არ უმტყუნა. მადლობა ამისთვის სლოვაკ სპეციალისტს, თუმცა მას ასეთი ფეხბურთელი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. „ჩაკვე“ წინ მიუძღვის გუნდს, მისი დირიჟორია და გამარჯვებამაც არ დაახანა. ევროტურნირის მერვედფინალში გასვლა (თუნდაც კონფერენს ლიგაზე) მათთვის სახუმარო საქმე როდია.

ძნელია „ჟალგირისის“ კლასის გუნდთან, თანაც ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე ჩატარებული მატჩის მიხედვით იმსჯელო ამა თუ იმ ფეხბურთელზე, მაგრამ „სლოვანში“ ჩაკვეტაძის როლი შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია - ბურთს დიდებულად იღებს, ამუშავებს, დრიბლინგს იწყებს, მოწინააღმდეგის დაცვას არღვევს და ისეთ გადაცემას „დაუხატავს“ პარტნიორს, უნდა გაიტანოს, უთუოდ. ხარვეზიც ჰქონდა გუშინ. სამჯერ თუ ოთხჯერ ცარიელი სივრცე გაუჩნდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. თითქოს სისწრაფე არ ეყო, თითქოს ისევ ტრავმის შიში ჰქონდა, ბოლო მომენტში ერთ-ერთზე მეტოქის მოტყუებას არჩია, პასი თანაგუნდელისთვის გაეკეთებინა. არა უშავს, ამასაც გადალახავს, ამასაც უკან მოიტოვებს და ისევ ძველებურად აღაფრთოვნებს ქომაგებს.

Opta-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩაკვეტაძე ტურნირზე სახიფათო მომენტების მიხედვით უბადლოა, ხოლო საგოლე გადაცემებში მხოლოდ კრისტიან კუამეს (ანდერლეხტი) ჩამორჩება. რაც შეეხება ვილნიუსში გამოუყენებელ პენალტს, თერტმეტმეტრიანები მასზე უკეთეს ფეხბურთელებსაც გაუცუდებიათ და რომ გაეტანა, არავინ იტყოდა, „პანენკათი“ რატომ დაარტყაო.

თავად ჩაკვეტაძე ამბობს, რომ უმატებს და ვაისის მადლიერია. „სლოვანის“ მცველის გურამ კაშიას თქმით, გიორგის მსგავს ფეხბურთელს მათ გუნდში არ უთამაშია. სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ ის მოედანზე შოუს დგამს.

ქართველი გულშემატკივრები გიორგის ჩვეულ ფორმაში ჩადგომას მოუთმენლად ელოდებიან. საქართველოს ნაკრებშიც ძალიან გვჭირდება, ვინაიდან მწვრთნელი ვილი სანიოლი საკადრო პრობლემების გამო იძულებული იყო ბოლო მატჩებში პლეიმეიკერის გარეშე ეთამაშებინა გუნდი. ჩაკვეტაძემ კი დაამტკიცა, რომ ფლანგზეც და მოედნის ცენტრშიც შეუძლია სასარგებლო იყოს.

გაიქეცი, გიორგი, გაიქეცი, უშიშრად და გაგვიმართლე იმედები!

გაიოზ გოშაძე
ძალიან მახარებს გიორგის წარმატებები, უნდა დამთავრდეს ერთი კაცის გუნდობა. რაც უფრო მეტი გიორგი და ხვიჩა მით უკეთესი.
nk
KEY პასში ითვლება ეგეთი გაცუდებული გადაცემა, არა ?
უნივერსალი
ეჰ, ნაპოლიში რომ გაუწევდნენ რეკომენდაციას, ბრწყინვალედ მოერგებოდა სპალეტის როტაციებს და საუკეთესო თვისებებს გამოავლენდა...
თენგაბი
ხვიჩა, ჩაკვე, მამარდა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, კაშია, ... - ცოტაც და მსოფლიო დონის ფეხბურთელები და გუნდი გვეყოლება
ჯონდი
მწვრთნელი თვლის ეგ ერთი და სპეცუალისტები თვლიან ეგ ორი.
ლადო
1- პოზიცია სხვაა. 2 - ჩაკვე ბევრად სწრაფია და ფლანგურ დრიბლინგს არ ერიდება, რაც მგონი მოდრიჩს არასოდეს უცდია... თუმცა ბურთის ფლობაში მართლა დიდი მსგავსებაა
ჟორა გაბრიჭიძე
ფეხბურთში ითვლება გოლი და საგოლე გადაცემა, სამწუხაროდ არ ითვლება ის საგოლე გადაცემები, რომლებიც პარტნიორების უხეირობით გოლად არ გარდაიქმნება. არადა გადაცემის ავტორმა ხომ ყველაფერი დიდებულად შეასრულა? ის კი არა პენალტის მოპოვებაც არაფერში ითვლება, არადა ის საგოლე გადაცემაში აუცილებლად უნდა ჩაითვალოს, რადგან უკეთესი საგოლე პასი რაღა გინდა?
Givi
Kvara xom superia fizikuradac jiqivit utevs kvelas da kvelafers,magram gios titoeul modzraobashi sheimchneva eleganturoba,udidesi nichi aqvs am biws dzalian lamazi fexburtis tamashi sheudzlia da pirvel rigshi jamrtelobas vusurveb danarcheni mova mere nelnela...
თბილისელი
თუ ტრავმები არ შეუშლის და მწვრთნელიც ხელს შეუწყობს, შეიძლება ქართველი მოდრიჩი გვეყოლოს.
las
იქნებ ათამაშდეს როგორმე და ჩაკვე-კვარა-წიტაიშვილის ტრიო არამგონია გრანდებისთვისაც ადვილი გასაჩერებელი იყოს
ბათუმელო ექსპერტო
კუპატაძეც ხომ არ გინდა რო წაიყვანოს ვაისმა??ან ჯერ წაყვება რო წაიყვანოოს??კაცი უკეთეს გუნდში და უკეთეს ლიგაშია თან სულ ძირითადში და რავი,,გიორბელიძე არა მარა აზაროვის იჯარა ან წიტას იჯარა კაი იქნებოდა არ ათამაშებენ თავიანთ გუნდებში
100%
გიოო! შენი ფეხბურთის ყურება, უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, ყველას. არ მოგვაკლო, გთხოვ. წინსვლას გისურვებ, ჯადოქარო.
გიორგი
აჰა, გათენდა და უკვ გავრბივარ. სადამდე ვირბინო, სლოვაკეთის საზღვარს მივადექი უშიშრად. მართლა არ მეშინია, გზად დევსაც რომ გადაცეყარო.))))
ლევან მაღლაკელიძე
გაიქეცი კაია. არ უშვებს ტრამვა, ნაოპერაციები ფეხიიი. არაა კაი გაძვალებული როგორც ჩანს. დისკომფორტს გრძნობს ალბათ, ეტყობა ყველაფერზე. ფაქტია რომ თამაშის უფლებას აძლევენ და ალბათ ასეთი ოპერაციის შემდეგ შეჩვევა სჭირდება. ახალ ტრამვასაც აშკარად ერიდება. რთულია კაცს შეტევა მოსთხოვო, ნაოპერაციები ურთულესი ფეხით, თან როცა იცი, რომ განმეორებითი ტრამვა კარიერის დასრულების ტოლფასი შეიძლება რომ გახდეს. კარგია რომ სწზონს უტრამვოდ ამთავრებს და გაზაფხულამდე დასვენების საშუალება მიეცემა. არ ვიცი მაროკოსტან ათამაშებენ თუ არა, მაგრამ უხეში გუნდია და საშიშია. შიშით ვუყურებ ხოლმე მაგის თამაშს. ცოტა კიდევ და გადალახავს მგონი. უნდა ისწავლოს როგორმე უტრამვოდ თამაშიც და წაქცევაც. ესეც დიდი ხელოვნებაა
ზურაბ
უნდა გაიქცეს კარგ გუნდში. აშკარაა რომ ვერ მისდევენ თანაგუნდელები, ვერ იყენებენ მომენტებს
ვახო...
უდიდესი წარმატებები, მართლაც ამ უდიდესი ნიჭისა და პოტენციის მქონე ფეხბურთელს!
გიორგი
სად გავიქცე კაცო ამ შუაღამისას, ღამის 12 საათია. ვწევარ უკვე.
სტალინი
მოკლედ, გიორგი თუ ესე თავის თავზე მუშაობას გააგრძელებს და ძალიან მოინდომებს, მსოფლიო დონის, უმაგრესი ფეხბურთელი გვეყოლება მეორე. მიდი გიო არ გაჩერდე, აჩუქე შენი თავი ფეხბურთსა და სამშობლოს.................
Oqri
Gaiqeci giorgi tamamad!!!
ლაშა
მაროკოსთან აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს გიორგი!
ბათუმელი ექსპერტი
გურამ გიორბელიძესაც რომ წაიყვანდეს ვაისი სლოვანში ძალიან მაგარი იქნება!
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი