მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას" ყოფილმა მეკარემ ანხელ მოიამ Cadena Cope-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მოიას თქმით, "ვალენსიას" ასეთი დონის მეკარის შენარჩუნება გაუჭირდება.

"ღამურებმა" მისი დამატებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური ტრანსფერი განახორციელეს. თუ ქართველი ასე გააგრძელებს, მისი შენარჩუნება რთული იქნება. ვფიქრობ, გიორგი დღესდღეობით ლა ლიგის საუკეთესო მეკარეთა სიაშია, სათამაშო სტილით ტიბო კურტუას მაგონებს. ძალიან მაღალია, მაგრამ ამავდროულად მოქნილიც. ხშირად რისკავს, ორივე ფეხს კარგად იყენებს" - განაცხადა მოიამ.

უცხოური გამოცემის Hitc-ის ცნობით, "მამარდა" ლონდონის "ტოტენჰემის" ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

"ანტონიო კონტე ლა ლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავს უმიზნებს. "დეზების" ამჟამინდელი მეკარე უგო ლორისი მალე 36 წლის გახდება. მართალია, ფრანგი კიპერი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღდეგ ბრწყინვალედ გაისარჯა, მაგრამ ხშირად არასტაბილურია და ბევრ შეცდომას უშვებს, ამიტომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს: ქართველი ძალიან დამაჯერებელია და სულ რაღაც 22 წლისაა, უგო ლორისზე თითქმის 14 წლით უმცროსი" - წერს გამოცემა.

მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგაში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ 15 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. "ღამურები" მორიგ მატჩს "სოსიედადის" წინააღდეგ 6 ნოემბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

nika
სამწუხაროდ, ვალენსია აღარაა ის ძველი ამბიციური კლუბი, მაგის პრეზიდენტი ფულის მხოლოდ ფეხბურთელების ყიდვა/გაყიდვით შემოსავლის ზრდაზეა ორიენტირებული. თან გამოსდის ეს საქმე და კიდევ უფრო უპერსპექტივოდ ჩანს, რომ აზრს შეიცვლის, ამიტომ არც აქვს დარჩენას დიდი აზრი და შეიძლება თვითონაც მოინდომონ გაყიდვა, მოგება კი ექნებათ დიდი კაპიკებში ნაყიდის მილიონებად გაყიდვით. არადა კარგი იქნებოდა ასეთ სახელოვან გუნდში ტიტულების მოგება, მაგრამ თვითონ არ უნდათ
ლევან მაღლაკელიძე
ზოგს დასვამენ> ზპგს არა.მამარდა საქართველოდან წავიდა, ეს არ დაგავიწყდეთ. მესამე მეკარედ მოიაზრებოდა და ვალენსიას პირველი მეკარე გახდა, თან მაშინვე. მივიდა, ნახა და დაიპყრო. ანუ ეგბიჭი ტალანტია. ის აქვს, რაც ყველაზე მთავარია, ადგილს კარგად არჩევს. კლასის მაჩვენებელია. ამიტომაც აქვს ტოტენჰემიდან გამოხმაურება. უნდა წავიდეს მამარდა, თუკი ასეთი ვარიანტი გამოუჩნდება. უფრო მოინდომებს, ახალ რაღაცეებს ისწავლის და უფრო განვითარდება. ეხლა იაფია და ტოტენჰემი მაგაში კიდე ფულს იშონის მგონია. ინგლისში კიდევ უფრო დაიხვეწება და ერთი სეზონის მერე, ეგ ბიჭიც 100 ლიმონი ერიროს იქნება. კაი პალასაზეა ნაკრები გვეღირსა მგონი
გელა
გეთანხმები სრულიად მეც ვფიქრობ რო მინიმუმ 2-სეზონი არსად არ უნდა წავიდეს სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდება და სუპერ სტაბილური არ გახდება,,მაგალითი კი გვაქვს აგერ კეპაში ჩელსიმ 80-მილიონი გადაიხადა ლალიგიდან წამოიყვანა და სკამზე უზით,,არ აპატიეს 2-3 შეცდომა დასვეს სკამზე და დაკარგა საერთოდ კარი
ბათუმელი ექსპერტი
დიდ შეცდომას დაუშვებს მამარდა თუკი აქედან წავა მინიმუმ 1 სეზონი მაინც! მეკარემ თუკი ერთხელ დაკარგა ძირითადი მერე ძალიან გაუჭირდება იქ მოხვედრა. აი როგორც თავისმა წინამორბედმა დაკარგა და იძულებული გახდა წასულიყო! ამ კლუბში ჯერკიდევ აქვს ის ნდობა და ავანსები რომ რამდენიმე შეცდომა აპატიონ! სხვა ახალ კლუბში შეცდომებს არ აპატიებენ და სკამზე დასვამენ! ჯერკიდევ ბევრი რამის სწავლა სჭირდება და არამგონია ვალენსიაზე უკეთესი ვარიანტი იყოს მაგ მხვრივ სხვა კლუბში
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა