"ბოსტონ სელტიკსის" ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა საინტერესო ისტორია გაიხსენა:

"როდესაც ჩემი ბავშვობის შეყვარებულმა მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო, NBA-ს დრაფტამდე 9 თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, მე კი 19 წლის ვიყავი. ჩემი სრული კონცენტრაცია NBA-ში მოხვედრისკენ იყო მიმართული და არ ვიყავი მზად ამხელა პასუხისმგებლობისთვის. ვშიშობდი, რომ ჩემი შვილის გამო ახალ გუნდში პრობლემები შემექმნებოდა და ისინი ცუდად მიიღებდნენ. ძალიან ეგოისტურად ვუყურებდი ყველაფერს, მძიმე დღეები გავიარე. ბავშვის დაბადებამდე 2-3 დღით ადრე ბრედ სტივენსთან (იმ დროს "კელტების" მწვრთნელთან) მივედი და ვუთხარი, რომ შემდეგ გასვლით თამაშზე ვერ გავყვებოდი გუნდს, რადგან მამობისთვის ვემზადებოდი. არ ველოდი, ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი მისგან და ამისთვის მადლიერი ვარ.

დიუსის დაბადების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა - შეიცვალა უკეთესობისკენ, რადგან ყოველდღე ვცდილობ გავხდე უკეთესი ადამიანი, ვიყო მისთვის კარგი მამა, მეგობარი, ის, ვინც მაგალითს მისცემს და მისი კარგად ყოფნაა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი. ძალიან პატარა ასაკიდანვე დამყავს თითქმის ყველა თამაშზე, ვარჯიშებზე, პრესკონფერენციებზე, ხშირადაა ჩვენთან ერთად გასახდელსა თუ თვითმფრინავში. ცურვაზეც დადის, მაგრამ გიჟდება კალათბურთზე, რაც ბუნებრივია, თუმცა არ მინდა დავაძალო ამ პროფესიას გაყვეს, რამდენიმე წელში ის თავად გადაწყვეტს, თუ რა სურს".

4 წლის დიუსის მამამ გასულ წელს აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო მოიპოვა, ჯეილინ ბრაუნთან და გუნდთან ერთად მოახერხა და დაძლია "ბრუკლინ ნეტსის" (4:0), "მილუოკი ბაქსისა" (4:3) და "მაიამი ჰიტის" (4:3) ბარიერი, სუპერფინალში კი "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" 2:4 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის სტატუსი დაიმსახურა.

"კელტები" წელსაც ჩინებულ ფორმაში არიან, 6 გამარჯვებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებენ, გუნდმა მნიშვნელოვანი შევსება მიიღო და ძირითადი ბირთვიც შეინარჩუნა, შევსებაში იგულისხმება მალკომ ბროგდონი (ამ სეზონში თავის 14.9 ქულით, 3.3 მოხსნითა და 3.8 ასისტით).

ნაწილობრივ მომზადებულია NBA Georgia-ს მიხედვით

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის