ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამას "ნაპოლისგან" არ ელოდნენ - გუნდი კვარაცხელიასთან ერთად და მის გარეშე...

ამას "ნაპოლისგან" არ ელოდნენ - გუნდი კვარაცხელიასთან ერთად და მის გარეშე...

"ნაპოლის" თამაში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სულ მეორედ ვნახეთ და პირველად მოხდა, რომ ყველაფერი ეს იძულებითი (ტრავმის გამო) იყო. ჩვენებურის გუნდს მეტოქე სოლიდური ჰყავდა, მინიმუმ, სატურნირო ცხრილში (იმ დროისთვის მეორე ადგილზე) მაინც, თუმცა ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა "ატალანტასთან" კიდევ ერთი გასვლითი და მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:1) მოიპოვეს.

ჩემპიონატის ფავორიტს ნოემბერში და 13 ტურის შემდეგ არ ასახელებენ, თუმცა "მილანთან" 6-ქულიანი უპირატესობა იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელები სანუკვარი სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად თამამად განიხილებიან. "რომასთან", "ინტერთან" თუ "იუვენტუსთან" სხვაობა საკმაოდ კომფორტულია. მაინც დაველოდოთ, 2023 წლიდან რა მოხდება...

"ნაპოლის" შესვენებამდე ქულათა მარაგის გაზრდა თავისუფლად შეუძლია - უახლოესი ორი საშინაო მატჩი, "ემპოლისა" და "უდინეზესთან", ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა, ამ დროს კი კონკურენტებს უფრო რთული შეხვედრები აქვთ ჩასატარებელი. კარგად მოგეხსენებათ, რომ სეზონის წინ ამ ვითარებას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. აი, რას ნიშნავს, სწორი მუშაობა და საკმაოდ პატარა თანხებით ბრწყინვალე ტრანსფერები...

როგორი იყო გუნდი კვარაცხელიას გარეშე? სპალეტი მარცხენა ფლანგზე მაინც ელიფ ელმასს დაეყრდნო. ბოლო დროს მას შანსი მინდვრის ცენტრში ეძლეოდა, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა გარემარბის ფუნქციები 23 წლის მოთამაშეს მეტად აქვს, ვიდრე ჯაკომო რასპადორის. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ჩრდილომაკედონიელი კარგი ფეხბურთელია, თუმცა არსებულ სერიოზულ კონკურენციაში მისთვის სასტარტოში ადგილის მოძებნა რთულია. "კვარასთან" ეს გამორიცხული ამბავია და შუა ხაზშიც მისი პიოტრ ზელინსკისა და თუნდაც, ტანგი ნდომბელეზე წინ დაყენება გაჭირდება. მთავარია, გუნდში ეს სულისკვეთება დარჩეს და ცვლილებაზე შემოსულები თამაშს ასე აძლიერებდნენ. სპალეტის სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ის კომუნიკაციის კარგი უნარებით გამოირჩევა და "გზიდან გადახვევის" უფლებას არავის მისცემს. ამ ყველაფერთან ერთად, ხვიჩა თავმდაბალი და მეგობრული ბიჭია, რაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრას, საკმაოდ დიდი გავლენა ვიქტორ ოსიმენის ინდივიდუალურმა ოსტატობამ იქონია. ნიგერიელმა ჯერ შეცდომა დაუშვა, რაც საკუთარ კარში მიღებულ გოლად დაუჯდა, შემდეგ კი ამან კიდევ უფრო მოტივირებული გახადა, რაც ისედაც არ აკლია და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გუნდმა მოიგო, თითქოს ბევრი პრობლემა არ შეჰქმნია, თუმცა ქართველი გარემარბის არყოფნა მაინც საგრძნობი იყო. ამაში მხოლოდ მისი დრიბლინგები არ იგულისხმება. კვარაცხელია ყოველთვის, მინიმუმ, მეტოქის ორი ფეხბურთელის ყურადღებას იქცევს, რაც სივრცეს სხვა მოთამაშეებს უხსნის. ამავდროულად, მოწინააღმდეგე იძულებულია, საჭიროების შემთხვევაშიც, მასიურ შეტევებზე უარი თქვას, რათა კონტრშეტევის რისკი უფრო დიდია, როცა მოედანზე "კვარადონა" მოქმედებს. მატჩისას არაერთი ეპიზოდი იყო, განსაკუთრებით, მის მიწურულს, როცა ანგარიშის გასათანაბრებლად მომართული ბერგამოელების დასჯა, მესამე გოლის გატანა და საბოლოო წერტილის დასმა შესაძლებელი იყო, თუმცა ჯოვანი სიმეონესა და მატეო პოლიტანოს შემოსვლის შემდეგ შექმნილი სივრცეების სათანადოდ გამოყენება ვერ მოხერხდა. ელმასი ცენტრში ხშირად შედის, თუმცა ამ დროს დამაგვირგვინებელ ფაზაში ის ისეთი სახიფათო ვერაა, როგორც ხვიჩა.

სტანისლავ ლობოტკა ისევ განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს, სამხრეთკორეელი კიმი კი, გარკვეული შეცდომების მიუხედავად, შეუდარებელი იყო. ვინმეზე აუგის თქმა რთულია - სპალეტის გუნდი მშვენიერ ფორმაშია...

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, იანვარში, მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება, ჩემპიონთა ლიგა კი თებერვალში განახლდება. ნეაპოლელებს ახლა მხოლოდ მომავალი მეტოქის გაგება და მასზე გარკვეულწილად ფიქრი თუ მომზადება შეუძლიათ. იტალიის ჩემპიონობის საკმაოდ დიდ შანსზე ვისაუბრეთ, ამას კი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მაქსიმალურად შორს გასვლა თუ მოჰყვება, "ნაპოლის" ფეხბურთელებს "ოქროს ბურთის" საუკეთესო ადგილებზეც კი ექნებათ პრეტენზია. რა გასაკვირი იქნება, ეს ხვიჩა კვარაცხელია იყოს. ვისთვის ეს იქნებ მხოლოდ კვეხნაა, ვისთვის - ნაადრევი დასკვნები, თუმცა ჩვენ ამ რეალობაში ვართ, ამას ვერავინ გაექცევა!

ქართველ ფეხბურთელს დროულ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და შორს არც საქართველოს ნაკრების მაროკოსთან დაპირისპირებაა (17 ნოემბერს).

• დიმიტრი

დააკვირდით ხვიჩას გარეშე რომ თამაშობენ, როგორ ბაძავენ და სხვათაშორის გამოსდით, მოძრაობები, დარტყმები და ა.შ რაც შეეხება ტრამვას მე არ მჯერა! არა! არა და არა!! სხვა მიზეზი ვერ გამოდგებოდა მის დასასვენებლად, დასაკარგი არაფერი არააქვთ, თასი ჰა და ჰა ხელშიაქვთ და ათამაშებს სათადარიგოებს, რაც აფსოლიტურად

• პლეხანოვზე გაზრდილს

სწორედაც რომ 11 ასო-ბგერისგან შედგება კვარაცხელია ისევე, როგორც მიხეილ მესხი... და ასევე ლიონელ მესი, ოღონდ ლათინურად.

• სოსო

ნაპოლიმ, თავისი თამაში იპოვა და თუ შესვენების შემდეგაც,თამაშის ძარღვი არ დაკარგა,ერთი,ორი კაცის,თუნდაც ლიდერის გამოკლება,დიდად ვერ შეაფერხებს.ჩემპიონატში მაინც.

• სოსო

ვისთვის როგორ!ზოგიერთი გულშემატკივარის ანალიზი,ხშირად ზოგიერთი ჟურნალისტის ანალიზზე უფრო კვალიფიციურია ხოლმე.ეგეც არ იყოს,ზოგს, ორსიტყვიანი პოსტი სულ არ აინტერესებს,რადგან არაფრის მომცემად თვლის.

• ჟორა

კლოპის რა მოგახსენო,მაგრამ გვარდიოლა ძალიან საეჭვო ტიპია,იქნებ მან გაიტაცა მანქანა?))))

• ვენეციის კომისია

ეგეთებისთვის არ იწერება, 3-4-5 ხაზის წაკითხვა ვისაც დაეზარება ის აზრსაც ვერ გამოიტანს და ჯობია არც წაიკითხოს... იწერება იმისთვის ვისაც შეიძლია იმსჯელოს, ანალიზი გააკეთოს და კომპეტენტური აზრი გამოთქვას...

• თემური

ღმერთს შევთხოვოთ, რომ ხვიჩა დაიცვას ყოველივე ცუდისგან! ყოველივე ბოროტებისგან!

• ჩემი აზრით

არ გეწყინოთ მაგრამ მოთხრობასავით კომენტარებს რომ წერთ გგონიათ ვინმე წაიკითხავს? ჯობია მოკლე შინაარსი დაწეროთ რომ სიამოვნებით წავიკითხოთ.მოთხრობებს სკოლაში აღარ კითხულობენ.

• გიო

არა მარტო ჩვენთვის ბატონო სპალეტი არამედ ყველა ნეაპოლელისათვის და ყველა ფეხბურთის მოყვარულისათვის სამყარო ხვიჩას გარშემო ტრიალებს.. დარწმუნებული ვარ , რომ ნაპოლის ყველა ფეხბურთელს შეგნებული აქვს , რომ კვარა მათი კონკურენტი კი არ არის, არამედ კვარა ის ფეხბურთელია რომელიც ალამზებს მათ თამაშს და სანახობრივს ხდის. ამიტომ ადრე თუ გვიან ყველა შეიგნებს რომ ხვიჩა მოედანზე უნდა იყოს რათა გაახაროს მილიონობით ფეხბურთის მოყვარულთა გულები თავის ლამაზი მომხიბვლელი თამაშით. ის ცხოვრობს ფეხბურთით და ეს კარგად ჩანს. ვერავინ ვერ შეედრება და ვერავინ ვერ შეცვლის მას. აქ საქმე გუნდურობაში და თამაშის მოგებაში კი არაა, აქ ხვიჩა სანახობრივს ხდის ფეხბურთს,. ის უყვართ როგორც საოცარი ფეხბურთელი და როგორც არაჩვეულებრივი ადამიანი. ასე რომ ის უკონკურენიოა და ეს სპალეტიმ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ თუ ვხდებით ისიც ხვდება ალბათ, და არცერთი ფეხბურთელი არ უნდა გაბრაზდეს ამაზე. პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ხვიჩას რომ იფრინოს , რომ იხალისოს მოედანზე..

• ქ. გ.

- ვის აწყობს, ხვიჩა რომ ნეაპოლში დარჩეს და მოიგოს სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა? - მე მაწყობს, შენ გაწყობს, ხვიჩას აწყობს. - ვის არ აწყობს, ხვიჩა ნეაპოლში რომ თავს კომფორტულად გრძნობდეს? - იმას, ვისაც მისი ყიდვა ან გაყიდვა სურს. მაგალითად, კლოპს და ჯუღელს. - ჯუღელს რა აწყობს? - ჯუღელს აწყობს, რომ წელიწადში ორჯერ გაყიდოს 100 მილიონად და თავისი პროცენტი აიღოს. - ნეაპოლში ვინ შეარჩია და იქირავა ხვიჩას სახლი? - ჯუღელმა. - აქვს ჯუღელს გასაღების ასლი? - აქვს. - კლოპი მიუგზავნიდა ხვიჩას სახლში მანქანის ქურდებს? - არა, კლოპი არ მიუგზავნიდა მანქანის ქურდებს. - ამ კომენტარს დაბლოკავენ? - დაბლოკავენ. მაგრამ სიმართლე თუ გაირკვევა, მერე შეიძლება გამოაქვეყნონ :)

• გიორგი

ხოდა რომ მოიგეს სპალეტიც გაბალატავდა.მითუმეტეს ელმასიმ გოლი გაიტანა.და პრესკომფერენციაზე გაიძახოდა აწი ხვიჩა ნაკლებად მიხესნეთო და ნუ გამოგყავთ ირად და ფრთებს ნუ ასხავთ ისედაც ვიგებთ ჩვენ თამაშებს და ერთიანი გუნდი ვართო არავის უხარია გასახდელში ამდენი ქება ხვიჩაზეო.

• ბაჩი

კვარაცხელია ცხელთან არანაირი კავშირში არ არის,კვარაცხელი მეგრულად ნიშნავს მკვირცხლს,აქედან გამომდინარე მეგრული ენით უნდა ვეძებოთ მეგრული გვარების შინაარსი უპირველეს ყოვლისა როცა ეს ენა არსებობს ...

• პლეხანოვზე გაზრდილი

ლაშა-ს: ხვიჩას გვარი არ გეუბნებათ, რომ ძალიან შინაარსიანია? 11 ასოა კვარაცხელია, 10-ვა რაცხელია!, 9 - ა რაცხელია?, 8 - რა ცხელია!, 7 - ა ცხელია?!, 6 - ცხელია!, 5 - ხელია, 4 - ელია, 3 - ლია, 2 - ია, 1 - ა = ბატონო, მალე ვნახავთ, რომ ლეგენდარულ მიშას, დათოს, სლავას, დათოს, დიეგოს დაგვავიწყებს! - ასეა ეს!

• ქ. გ.

დღეს ხვიჩამ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა. მას თერაპიული პროცედურები ჩაუტარდა. https://www.calciomercato.com/news/napoli-report-allenamento-le-ultime-sulle-condizioni-di-kvaratsk-29617

• ირაკლი

მთავარია ჯანმრთელად იყოს. დანარჩებს მიხედავს თავის თავს.ჰორიზონტზე უკვე რეალი და ლივერპული გამონდა. ეს კი საბოლოოდ ხვიჩასაც აწყობს და ნაპოლისაც.

• მამუკა

ნაპოლიმ გასვლაზე ყველა კონკურენტს მოუგო, ლაციო, რომა, მილანი და ატალანტა, არ მგონია სხვა გუნდებმა ეს შეძლონ, ეხლა მთავარია რომ ქულები არ დაკარგონ უაზროდ როგორც ეს ლეჩესთან მოხდა და საოცნებო სკუდეტოსაც დადებენ

• ბუჯანგა

ერთი იტალიელი ექსპერტის ალესანდრო ბარბანის მოსაზრება წავიკითხე და საკმაოდ ობიექტური იყო...ნუ მოვიტყუებთ თავს რომ ნაპოლის ატალნტასთან წინააღმდეგ არ გაუჭირდა თამაში..ქართველი ვარსკლვავის გარეშე ნაპოლი მეორე კლასის გუნდია..მართალია ელმასმა კარგად ითამაშა..მაგრამ ნაპოლის შეტევა ხვიჩას არაორდინალური მოქმედებების გარეშე დაცვის ხაზებში შეღწევას რეალურად მცირდება..ხვიჩა უკვე ჩამოყალიბდა ფაქტორად..მისი მოძრაობა ..ხედვა,,მოულოდნელი გადაადგილება ზონიდან ზონაში,,სისწრაფე..იძUლებულს ხდის ყველა აქტიურად ჩართოს შეტევაში..მოულოდნელი გადაწვეტილებები ფინტები ხომ საერთოდ აბნევს წინასწარ მასზე მომზადებულ დაცვის ორივე ხაზს..მასზე სპეციალურად ემზადებიან გნდები...ალბათ ატალანტასათვის მოულოდნელი აგმოჩნდა მისი არყოფნა ..მოსამაზდებლად მთელი კვირა ჰქონდათ..და უეცრად სხვა ტაქტიკასთან მოუწიათ დაპირსპირება..ერტგვარი დაბნეულებობაც ეტყობოდათ..თამაშის ბოლო ძალიან წააგავდა მილანთან მატჩს...100 პროცენტიანი შანსი კარის ზედა ძელზე ..ნაპოლი გარკვეულ პერიდოებში ძალიან დაბნეული გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებდა...მაგრამ ლობოტკას და ანგისას თავდადებული თამაშით ეს თამაში მოგებული იქნა...კარგი იყო ოსტენგარდიც..ყველა თამაში იზრდება და ეს ძალინ კარგია ნაპოლისათვის...4 საუკეთსო ცენტრალური მცველით გრანდები ვერ დაიკვეხნიან..დარჩენილი ორი თამაში მოდუნების საშუალებას არ მისცემს ნაპოლის..ემპოლისთან არც ისეთი დამაჯერებელი სტატისტიკა აქვს..გუნდი სულ გავარდნის პირასაა და კრიტიკულ თამაშებში მუდამ იჩენს თავს.შარშან ორივე თამაში მოუგო ნაპოლის....რამდენად შეძლებს სპალეტი გუნდის მომზადებას..ძნელია თქმა...ზედიზედ ორი ასეთი მძIმე თამაშის მერე ფეხბურთელების კონდიციები რა დონეზე იქნება..მინდა რომ კვარა ამ თამაშIშთვის მწყობრში იყვეს..რომ ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს რა შეუძლია..და დაავიწყოს ყველას ატალანტასთან მის გარეშე მოგებული თამაში რომელმაც ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია..ლამის გუნდელები დააპირისპირეს ერთმენთტან..განსაკუთრებით კვარას წინააგმდეგ..სამშაბათს იმედია ყველაფერი ისე წარიმართება როგორც ყველა ჩვენთანგანას გააუხარდება ..წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის

• ლაშა

Masteri - Khvicha Kvaratskhelia - Kvara Song (https://www.youtube.com/watch?v=p9R1yknysvI&list=RDp9R1yknysvI&start_radio=1&ab_channel=Masteri) ვინ არის ის (კვარა)? მე ვიტყოდი, მიხეილ მესხის მემკვიდრეა საფეხბურთო კუთხით, როგორც მარცხენა გარემარბი. მიშას არც შვილი და არც შვილიშვილი არ გაჰყვა ფინტების მეფის კვალს და კვარა, სწორედ რომ მენტალური მემკვიდრეა ლეგენდარული 11-იანის. ისე 77-იანი ჯერ პატარაა და აქვს საკმარისი დრო მწვერვალების დასაპყრობად! წარმატებები ხვიჩას! გარკვეულწილად დამთხვევა: 11 – 77, ორივე მარცხენა გარემარბი... Lionel Messi – 11 ასოსგან შემდგარია ისევე, როგორც მიხეილ მესხი! (P.S. მეს[ხ]ი).

• ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი

მადლობა, ყველაფერი კარგად და ზომიერი ანალიზითაა ახსნილი

• კაპიტან გარდენბურგი

კარგი სტატიაა :)

• master

ღვთისავარ,შენი სტატიები ზოგადად კარგი წასაკითხია და გეტყობა დიდ შრომას დებ ყველა სტატიაზე.წარმატებები...

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია