ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის მნიშვნელობაზე "ატალანტასთან" მატჩის შემდეგაც ვწერდით, თუმცა "ნაპოლიმ" რთულ მეტოქესთან გაიმარჯვა, მარცხენა ფლანგი მაინც აქტიური იყო და თავს იმაზე მეტის თქმის უფლება არ მივეცით, რამდენიც საჭირო იყო. "ემპოლისთან" (2:0) შინ მთელი შეხვედრის განმავლობაში კი ძალიან იგრძნობოდა - ნეაპოლელებს ქართველი გარემარბის ფანტაზია, სისწრაფე, შემართება და ის მოლოდინი აკლდათ, "კვარადონა" ერთხელაც რომ აფეთქდებოდა, ამ დუნე და ცოტათი ნაცრისფერ თამაშს გაალამაზებდა!

კვარაცხელაიამ რომ დღევანდელ ფეხბურთში რაღაც სიახლე და სხივი შემოიტანა, ეს მხოლოდ მისი თანამემამულეების მოსაზრება არაა. შესაძლოა, ყოველ შეხვედრაში ვერც მან "იფრინოს", თუმცა აუცილებლად იქნება ეპიზოდები, როცა მისი სიდიადე თვალს მოგვჭრის. სიტუაცია ისეთია, რომ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, ხვიჩა ბოლომდე მომჯობინდეს, თანაც წელის არეში ტკივილების განმეორება მომავალშიც გამოირიცხოს, ამიტომ შესაძლოა, 2023 წლამდე მისი თამაში ვერ ვიხილოთ...

რა ვნახეთ "ემპოლისთან"? - "ნაპოლის" მეტოქე კონტრშეტევებზე ფაქტობრივად, არ ფიქრობდა და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოების მიზანი ჰქონდა. მაინც ისე ჩანდა, რომ ყველაფერი ეს დიდხანს ვერ გასტანდა და სპალეტის ფეხბურთელები

გაიტანდნენ. ეგაა, რომ მასპინძელთა შეტევები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ერთმანეთს ჰგავდა, იოლად გასაშიფრი და ნაკლებად თვალსასეირო იყო. ყველა შეხვედრას ერთნაირად ვერ ჩაატარებ, თანაც ასეთ დაცვით მეტოქესთან, თუმცა ქულების დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა. არსებობს მოსაზრება თუ გამოცდილება, რომ ჩემპიონები მუდამ ლამაზად ვერ იმარჯვებენ და ხანდახან შედეგები ასე "მძიმედ" უნდა დაიდოს.

სპალეტი მოდუნების უფლებას არავის აძლევს და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, როცა არაფერი გამოდიოდა, შეტევის გასაძლიერებლად სამმაგი ცვლილება გააკეთა. მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შემოსვლამ გაამართლა, მან თამაში გაამწვავა და საჯარიმოში ბევრი სახიფათო პასი გააკეთა. მარჯვენა ფლანგი მანამდეც უფრო აქტიური იყო, აი კვარაცხელიას სათანადო შეცვლა ისევ ვერ მოხერხდა, ჯაკომო რასპადორი გარემარბი რომ არაა, ერთხელაც გამოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ მარიო რუი უჩვეოლოდ პასიური იყო და შეცდომებსაც უშვებდა. ხვიჩა რომ უალტერნატივოა, ეს მოთამაშეებმაც იციან, თუმცა მის არყოფნაში შესაძლო კონკურენტებს მეტი მოეთხოვებათ.

ერთ-ერთი მთავარი ისევ ვიქტორ ოსიმენის ფაქტორი გამოდგა, მან პენალტი ცოტა საეჭვო ვითარებაში მოიპოვა და ყველაფერი გამარჯვებისკენ გადახარა. ახლა თითქოს ნამდვილად (ხვიჩასთან მასე არ აღმოჩნდა), ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანის დარტყმა ლოსანოს გადაულოცა. მექსიკელსაც ცოტათი გაუმართლა.

"ნაპოლი" ახლა "უდინეზესთან" შეხვედრაზე გადაწყობა. ისინი უახლოეს მდევარ "მილანს" უკვე 8 ქულით აღემატებიან. სპალეტის გუნდმა თამასა ასწია და მათგან სულ ბევრს ველით, ამასობაში კი ნანატრი სკუდეტოსკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მიიწევენ. ჩემპიონთა ლიგასაც დაველოდოთ. 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი, ყველაფერი ეს მშვენიერ თამაშთან ერთად - ყველა ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარია.

ხარას ფანი
დინამოშია, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
ბრაზილია-62 იყო უძლიერესი. მზგავსი მსოფლიოს არა ჰყოლია. უნგრეთი-54-იც ძალიან ძლიერი იყო.
ვაჟა მასწავლებელ-ს
ეგ კაცია სწორედ რომ სწორ გზას უჩვენებს ხვიჩას და როგორც საჭიროა ისეთ მიმართულებას აძლევს,ანვითარებს და აჩვევს დიდ ფეხბურთს.მართლა დაუნახავები ნუ იქნებით და რაღაცის აღქმის უნარი გქონდეთ.
კაპიტან გარდენბურგი
აქ თემა შეუსაბამოა, მარა მოდი ასე ვქნათ 50 ლაიკს თუ აცდება ეს კომენტარი დაურეკეთ ამ ხარაიშვილს!! გაიგეთ სადაა ეს კაცი, გააქრეს ფეხბურთიდან საერთოდ არ გაინტერესებთ?
გიორგი ვარშავიდან
ვაკომ მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა პოზნანში . გაიარა რეაბილიტაცია , როგორც ვიცი თავს უკვე კარგათ გრძნობს და მალე დაბრუნდება მოედანზე !
ვაჟა მასწავლებელი
კვარას გარეშე ნაპოლის ფეხბურთელებმა მხოლოდ 59 წთ-ზე დაარტყეს კარისკენ (და არა კარში). ეს "ჯორის" ხასიათის მწვრთნელი ალბათ დაინახავდა ამას!
ბოჩოლიკაშვილი შალვა
ბოდიში, ვინმემ რამე იცის გვილიას შესახებ? კაცი 2 თვეა საერთოდ გაქრა საფეხბურთო სივრცედან. არც ტრავმა, არც ტრანსფერი... წინასწარ მადლობა იმისთვის.
zaza-s
ფეხბურთის აზრზე არ ხარ
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ https://twitter.com/claudioruss/status/1590329079315968000
zura222
1970 წლის მუნდიალის ბრაზილიის თამაშები ნანახი გაქვს ? ინტერნეტში დევს ყველა თამაში და უყურე და დარწმუნებული ვარ იმ ნაკრებზე იტყვი იგივეს P
zaza-ს
ანუ, რას გვთავაზობთ?
ქ. გ.
მსაჯმა აჩუქათ https://www.youtube.com/watch?v=GSPMxPvN4gI
zaza
ფეხბურთში და ზოგადად სპორტში მთავარი შედეგია და ნაპოლის აქვს ეს შედეგი ხვიჩას გარეშეც.თორემ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრებზე ლამაზად და ფანტაზიით მოთამაშე ნაკრები მე არ მინახავს და რაც დაემართა ყველამ იცის.
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე