დევნილობაში მყოფი ლიახვის ხეობელი ძიუდოსიტების სავარჯიშო პროცესის, მიღწევების და პრობლემების შესახებ მწვრთნელი ვალერი მელანაშვილი საუბრობს
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ლიახვის ხეობელები სხვადასხვა რაიონში არიან დასახლებულნი. რამდენიმეგან სპორტული სექციებიც ფუნციონირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ძიუდოს ჯგუფებია. სავარჯიშო პროცესის, მიღწევების და პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ მწვრთნელ ვალერი მელანაშვილს.

- 90-იანი წლების გარიჟრაჟზე სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების მერე თითქმის 20 წელი ლიახვის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სპორტით იყო გატაცებული - რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხეობიდან ორიოდე კილომეტრში მდებარე ცხინვალის დარბაზები მიუწვდომელი გახდა, არც გორი იყო ისე ახლოს, რომ სავარჯიშოდ სისტემატიურად გველო და ამიტომ 2007 წლის სექტემბერში აჩაბეთში აშენებულ კეთილმოწყობილ დარბაზში გახსნისთავე ძიუდოს მოწყურებულმა ახალგაზრდობამ უმალვე მოიყარა თავი.

მეც სწორედ მაშინ დავიწყე მწვრთნელად მუშაობა. აჩაბეთში თავდაპირველად მხოლოდ ძიუდოს სექცია ფუნქციონირებდა და 150-მდე ბავშვს ვავარჯიშებდით. ცოტა ხანში თავისუფალი ჭიდაობის ჯგუფიც ამუშავდა. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მომდევნო წლის აგვისტოში, ომის გამო დარბაზის კი არა, მშობლიური კარის დატოვებამ მოგვიწია...

- დევნილობის მერე სხვადასხვა ადგილზე მოგიწიათ დასახლება და როგორღა შეიკრიბეთ ხელახლა?

- დიახ, სხვადასხვა რეგიონში ვართ დასახლებულები. შევძელით. ცხადია, ძველი კონტიგენტიც აღარაა ერთად. მე თბილისში ვარ და დედაქალაქში გადმოსული ჩემი 20-მდე მოსწავლეც შეძლებისდაგვარად შევკრიბე. თავდაპირველად გია თენაძის დახმარებით სპორტის აკადემიის დარბაზში მიგვიჩნიეს ადგილი მწვრთნელ კახა მოცრაძეს ჯგუფთან ერთად, მერე ნაძალადევში გადავედით და ახლა ყოფილი შრომითი რეზერვების დარბაზში ვვარჯიშობთ. ძიუდოს სექციები ფუნქციონირებს წეროვანის დევნილთა დასახლების სპორტულ დარბაზში, ქვემო ქართლში (კოდა), კახეთში და ა.შ.

- საქართველოს პირველობებსა და ჩემპიონატებზე საასპარეზოდ სამაჩაბლოს გუნდი როგორი პრინციპით კომპლექტდება?

- რაიონებიდან, სადაც დევნილები ვართ დასახლებული ჩამოგვყავს გუნდები ძირითადად წეროვანის დარბაზში და იქ ვატარებთ საუკეთესოთა გამოსავლენ ტურნირებს. ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატებზე სამაჩაბლოსთვის კვოტა თითოეულ წონაში ერთი ფალავნით განისაზღვრება, მხოლოდ ჩემპიონებით ვკრებთ გუნდს.

- შეგირდებიდან ამ ეტაპზე ყველაზე იმედისმომცემად ვის მიიჩნევთ?

- მეტად პერსპექტიული ჭაბუკი არიან თორნიკე ჭოველიძე, ცოტნე მეტრეველი, გიორგი ბლიაძე, ლაშა ქრისტესიაშვილი, ანდრო ბერუაშვილი. ჭოველიძე საქართველოს წლევანდელი მესამე პრიზიორია ძიუდოში და მეორე პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში. ერთი თვის წინათ სვანეთში ნესტორ ხერგიანისა და ლერი ნაკანის ტურნირებზე ჭაბუკთა შორის ქრისტესიაშვილმა და ჭოველიძემ პირველობა არავის დაუთმეს.

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, ძიუდოს ფედერაცია რატომ არაა?

- არაერთხელ ითქვა ამის თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, საკითხი ვერ მოგვარდა ფინანსური პრობლემების გამო.

- სხვა მხრივ ფინანსურად თუ გეხმარებათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია?

- 2008 წლის შემოდგომაზე გადმოგვცეს ძიუდოს კიმონოები, სხვა მხრივ ერთი თეთრითაც არასდროს დაგვხმარებიან. ფეხბურთის გუნდების დაფინანსებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ სპორტი მხოლოდ ფეხბურთი ხომ არ არის? თანაც ჩვენ სამაჩაბლოელებს, ზოგადად ქართლელებს, მოგეხსენებათ, ტრადიციულად სისხლში გვაქვს გამჯდარი საჭიდაო სახეობებისადმი სიყვარული. გვყავს პერსპექტიული ფალავანები, მათთვის დახარჯული ფული, მერწმუნეთ, რომ წყალში გადაყრილი ნამდვილად არ იქნება. დღესდღეობით იმ დარბაზის ბიუჯეტით ვფინანსდებით, სადაც განთავსებულნი ვართ.

- უახლოესი გეგემები რა გაქვთ?

- მალე ზღვისპირეთში ჩავალთ ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე, შემდეგ კი არდადეგებზე გავუშვებ შეგირდებს და სექტემბრიდან განახლებული ენერგიით შევუდგებით ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში მოახლოებული შეჯიბრებებისთვის სამზადისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა