XX საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი სახეობა დღეს ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობაა
ველოტრიალი (ველო + ინგლ. ტრიალ - ცდა, მცდელობა). ველოსიპედით რბოლის ნაირსახეობა, ბუნებრივ და ხელოვნურ წინაღობათა გადალახვა.

ველოტრიალის ისტორია XX საუკუნის 70-იან წლებიდან იწყება. სპორტის ახალი სახეობა თითქმის ერთდროულად განვითარდა ესპანეთში, ინგლისსა და ამერიკაში. მის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება ტეხასელი მოტომრბოლელი ედი კესლერი, რომელმაც თავის კოლეგებს მოტოსპორტში დაოსტატებისთვის პირველმა შესთავაზა ველოტრიალში ვარჯიში.

1981 წელს კესლერმა გამოაქვეყნა ველოტრიალის 12-გვერდიანი სახელმძღვანელო, ესპანელმა პედრო პიმ კი ერთი წლით ადრე შექმნა 20-დუიმიანი "მონტესა" - პირველი ველოსიპედი ტრიალისთვის. იმავე 1980 წელს გაიმართა პირველი საერთაშორისო შეჯიბრება, 1982 წელს კი - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. დღეისათვის ველოტრიალი ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობაა.

შეჯიბრებები იმართება სექტორებად დაყოფილ სპეციალურ ტრასებზე. მონაწილენი ცდილობენ სწრაფად და უშეცდომოდ დაძლიონ სხვადასხვა წინაღობა: ტალახი, ქვა, წყალი, ქვიშიანი ფლატე, ბექი, მორი, ტუმბო, პარაპეტი და ა.შ. დრო ლიმიტირებულია - 3-3- წუთი თითოეულ ეტაპზე. სპორტსმენი საჯარიმო ქულებით ისჯება დროის გადაცილებისთვის, მიწაზე ან წინაღობაზე ფეხით, ხელით ან სხეულის სხვა ნაწილით შეხებისთვის, ტრასიდან გასვლისთვის, მარშრუტის შეცვლისთვის და ა.შ.

ტრიალისთვის განკუთვნილი ველოსიპედები ორი კლასისაა: პირველი აერთიანებს ე.წ. ჰარდტეილებს - ჩვეულებრივ სამთო ველოსიპედებს, მეორე კი ერთსიჩქარიანი, სპეციალიზებული და დაბალთვლიანი ველოსიპედების კლასისაა და მხოლოდ ტრიალში გამოიყენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე