"ყოველ კვირას ნაგავსაყრელზე დავდიოდი, რომ იქ სამოსი და ფეხსაცმელები მეპოვა. ახლა აქამდე მოვედი. დედა, მამა - ნამდვილად იამაყებდით ჩემით", - ეს "ნაპოლის" ვარსკვლავის, ნიგერიელი ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის სიტყვებია.

ის მეოცნებე და მებრძოლი ბიჭია, რომელიც ბავშვობაში ქუჩაში წყალს ყიდდა ოჯახის გამოსაკვებად, რომელიც არ დანებდა, არც მაშინ, როცა სულ პატარას დედა გარდაეცვალა, არც მაშინ, როცა მამამ სამსახური დაკარგა და ხუთი ბავშვი საჭმლის გარეშე დარჩა - ყველას დაუმტკიცა, რომ ნაგავსაყრელიდან შეიძლება კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდეს.

ქართველებს ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობის გამო განსაკუთრებით უყვართ თუმცა, ამის გარდა, არაერთი მიზეზი არსებობს, რომ ის გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ.

ბრძოლა გადარჩენისთვის

ბავშვი იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ამ ამბიდან სამ თვეში მამამ სამსახური დაკარგა და ვიქტორ ოსიმენი თავის ხუთ და-ძმასთან ერთად იძულებული გახდა, ქუჩაში გასულიყო, რათა ოჯახის სარჩენად საჭირო ფული გამოემუშავებინა.

"როცა დედა გარდაიცვალა, ისე პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს, რომელი წელი იყო. მხოლოდ ის ვიცი, რომ თებერვალში დაგვტოვა", - იხსენებს ოსიმენი France Football-თან.

ბიჭი, რომელიც დიდიე დროგბას აღმერთებდა და "ჩელსის" მაისური მისთვის ყველაფერი იყო, საცობებში მანქანებს შორის დარბოდა წყლის ბოთლებით ხელში და მძღოლებს მათ ყიდვას სთხოვდა.

"დედაჩემის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ მამამ სამსახური დაკარგა და ეს ჩვენი ოჯახისთვის უმძიმესი პერიოდი იყო. ჩემი ძმა სპორტულ გაზეთებს ყიდდა, და - ფორთოხალს, ხოლო მე - წყალს. ლაგოსში, ქუჩაში, მანქანებს შორის დავდიოდით და მძღოლებს მათ ყიდვას ვთავაზობდით.

ვიცოდით, რომ უნდა გადავრჩენილიყავით და გვესმოდა, რომ ერთად ყოფნას ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საღამოს ვიკრიბებოდით და გამომუშავებულ ფულს მაგიდაზე ვაგროვებდით. შემდეგ ყველაფერს უფროს დას ვაძლევდით, ის საჭმელს გვიმზადებდა, ყველაფერს აწესრიგებდა და ფულს განკარგავდა.

ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. მაგრამ ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, შემქმნა მე, ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რომელიც ახლა ვარ", - ამბობს სპორტსმენი.

ოსიმენის თქმით, ის მუდმივად ეძებდა გზებს, რომ თავი დაეღწია ასეთი ცხოვრებისთვის, უბრალოდ, ეცხოვრა ისე, რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, მიეღო განათლება. იმისთვის, რომ ტანსაცმელში ფული დაეზოგა; ნაგავსაყრელზე დადიოდა - იქ პოულობდა სამოსსა და ფეხსაცმელებს.

"ყოველ პარასკევს ან კვირას დავდიოდი მეგობრებთან ერთად ფეხსაცმელების საპოვნელად. დიდხანს ვრჩებოდით იქ და ეს სახალისოც კი იყო. ჩვენ ამას ისე ვუყურებდით, როგორც თამაშს, მაგრამ როდესაც ამაზე ვფიქრობ... ეს ბრძოლაა.

ხანდახან ვიპოვიდი ფეხსაცმელს მარჯვენა ფეხისთვის, შემდეგ ვიწყებდი მარცხენა ფეხისთვის ფეხსაცმლის ძებნას. ბოლოს, ბევრი ძებნის შემდეგ, ვპოულობდი. ჩემი და ყველაფერს კერავდა და საბოლოოდ, კარგი გამოდიოდა. დიახ, ეს გადარჩენისთვის ბრძოლა იყო", - ამბობს ფეხბურთელი.

განაგრძეთ კითხვა

ერთი
მაგარი ადამიანია. ცოტა გაიაზრეთ ზოგიერთებმა ცოტა მეტი პატივი ეცით.
G.LA
ყოჩარ ვიქტორს. მან მაგალითი აჩვენა თუ რას ნიშნავს ''არ დანებდე'' ძალინ თუ გინდა და მიისწრაფვი შენი ოცნებისთვის აუცილებლად მიაღწევ. სხვამ თუ შეძლო შენც შეგიძლია. მოედანზეც ჩანს მისი სწრაფვა და დიდი მონდომება გოლო გაიტანოს. წარმატებას ოსიმენს.
ჭიჭე
ეა დაუთმია პენალტი! ვისაც უნდა დაერტყა იმან დაარტყა!!! დისი დამთმობი იყო!
გიორგი
მართლაც კარგი ბიჭია და რათქმაუნდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელი
მინდია ბათუმი
ძალიან კარგი პიროვნება და ადამიანია.გუნდის ლიდერია გუნდში ყველაზე მაგარ ფეხბურთელად ითველბა(ხვიჩას შემდეგ ხვიჩა ცოტა უკეთესი მგონია,მაგრამ დამამტკიცებელი აქვს)ჯერ ხვიჩას დაუთმო პენალტი შემდეგ ლოსანოს დაუთმო შეეძლო მას დაერტყა ეს მის უაღრეს წესიერებაზე მეტყველებს.გაუმარჯოს ყველა კარგ ადამიანს!
ირაკლი
აი ხომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ადამიანიც შესანიშნავია. ამ ბიჭმა რაღაც განსაკუთრებულად შეგვაყვარა თავი ქართველებს. წარმატებებს ვუსურვებ და პირველ რიგში მინდა ხვიჩასთან და "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო მოიგოს!
L.J .
Magari kaci!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე