24 წლის სანჯიბ რაის ცხედარი კატარიდან სამშობლოში ხის ყუთით გადაასვენეს, თან დამქირავებლის წერილი მოჰყვა: "ვეღარაფრით ვუშველეთ, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო".

რა გააკეთა კატარში დამსაქმებელმა: ნება მისცა 45 გრადუს სიცხეში დღის განმავლობაში 12 საათი ემუშავა, არ აძლევდნენ საკმარის წყალს, საავადმყოფოში კი მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც რაიმ გონება დაკარგა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც FIFA-მ 2010 წელს კატარს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი მიანიჭა, დამსაქმებლები ჭკუიდან გადავიდნენ. ააშენეს სტადიონები, ქუჩები, სასტუმროები, რასაც ლოგიკურია, სჭირდებოდა ქვა, ბეტონი და ადამიანური რესურსი. მუშებად კი სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან ჩავიდა 2 მილიონი მიგრანტი, რომელთაგანაც ბევრი უკან ვეღარ დაბრუნდა...

არავინ იცის რეალური რიცხვი, თუ რამდენი დასაქმებული ადამიანი გარდაიცვალა ამ პერიოდში. გამოცემები წერენ, რომ რაოდენობა დიდია... ყოველივე ამის გაგების შემდეგ გერმანული Bild-ის ჟურნალისტი ნეპალს ესტუმრა და მისი ოჯახის წევრები მოინახულა.

"ინდოეთის საზღვართან გაჭირვებულ სოფელში, სადაც დღის განმავლობაში ბრინჯის პლანტაციაში მუშაობა 1.5 ევროდ (ადგილობრივი ვალუტით 200 რუპეი) ფასობს, რა თქმა უნდა, სანჯიბისთვის ეს საკმარისი არ იყო.

"დედაჩემი გარდაცვლილია, მამა ავადაა, დები გაუთხოვრები არიან, რაის ჩვენზე ზრუვა უწევდა" - აცხადებს გარდაცვლილის ძმა.

სანჯიბმა დაინახა, რომ ჩვენი მეზობლები სამუშაოდ დუბაიში, საუდის არაბეთსა და კატარში მიდიოდნენ, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ სახლებს აშენებდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ... მაშინ გადაწყვიტა, რომ მისი ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, ისესხა თანხა, შუამავალსაც გადაუხადა, აიღო ვიზა და 2017 წელს გაფრინდა. ცემენტის ამრევად გზების მშენებლობაზე დასაქმდა. როდესაც გვესაუბრებოდა, გვეუბნებოდა, რომ მძიმე საქმეა, მაგრამ ყველაფერი გამოუვიდოდა.

სანჯიბი 2021 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა, ოჯახს კი ექიმმა გააგებინა... თავს ცუდად გრძნობდა, დასვენება უნდოდა. ერთ საღამოსაც, როდესაც თანამშრომლებს რაიმ კარი აღარ გაუღო, შეამტვრიეს და ნახეს, რომ პირიდან სისხლი მოსდიოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ვეღარ გადაარჩინეს.

"ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა" - წერია ექიმის განცხადებაში.

"მანამ, სანამ კატარში წავიდოდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა, კარგად გამოიყურებოდა, არასდროს არაფერზე უთქვამს, რომ აწუხებდა. სხეულიც კი არ გაუკვეთიათ".

"ბუნებრივი სიკვდილი და გულის გაჩერება" - გარდაცვლილი მუშების 70%-ს ეს დიაგნოზი დაუსვეს. აი, მაგალითად, 47 წლის ტულსირამ ჩაუდრაჰის გარდაცვალების მიზეზად ტვინში სისხლდენა დასახელდა...

ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ სახლსა და ქალიშვილებისთვის კარგი განათლების მიღებაზე ოცნებობდა. როდესაც სახლში რეკავდა, ცათამბჯენებსა და მოედნებს აჩვენებდა: "ის საკუთარი სამსახურით ამაყობდა, ჩვენც ვამაყობდით".

ცოლი იხსენებს:

"როდესაც ცუდად იყო, მაშინაც მუშაობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს ვერ გამოიმუშავებდა. რამდენიმე დღეში ქმრის ერთ-ერთმა კოლეგამ დაურეკა და უთხრა კლინიკაშია და თავს კარგად არ გრძნობსო, მოგვიანებით კი ექიმმა გვითხრა, რომ გარდაიცვალაო".

"როგორ გაიგეს, რომ ტვინში სისხლდენა იყო? გაკვეთეს სხეული? არანაირი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა" - აცხადებს შვილი.

ოჯახს სოფლის მთავარ ქუჩაზე პატარა მაღაზია აქვს, სადაც ჩიფსებსა და კრეკერს ყიდის. შვილები სკოლიდან გამოიყვანა, რადგან მკერავად ამუშაოს და საარსებო ფული იშოვონ, ოჯახს 5300 ევრო (700 000 რუპი) ვალი აქვს, როგორ გადაიხდიან, არავინ იცის...

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

სოსო
ბლატერმა ასაღები აიღო და ახლა გაიძახის,ჩემპიონატის იქ დანიშვნა,შეცდომა იყოვო.რუსეთიც და კატარიც,ორივე კორუფციული გარიგების ნაყოფია.როცა ამდენი დაღუპულის გასაჯაროების შემდეგ,ვფიქრობდი,ფიფა რაღაცას მოიმოქმედებდა,მაგრამ დიდი ფული,ყველას აჩერებს.ვის ედარდება,ვიღაცა ღარიბ-ღატაკი,მუშა.
Sapienti Sat
ამ ბიჭის ცოდვა დაედოს ბლანტერს!.. რა კატარი, რის კატარი, აქ რა უნდა ამ დონის ასპარეზობას. ან რუსეთში რა უნდოდა მსოფლიო ჩემპიონატს. მაშინ საქართველოს 20% ტერიტორია ჰქონდა სისხლით და ხალხის გადასახლებით, ოკუპირებული. მსოფლიო კორუფციაში და ორმაგ სტანდარტების ჭაობშია ჩაფლული.
Gia
აიკრძალოს ამ ჩემიონატის ჩვენება საზმაუზე. ჩვენი გადახდილი გადასახადებით სიკვდილს არ უნდა ვაფინანსებდეთ. ვისაც ფეხბურთი გვიყვარს არაოფიციალურ სტრიმს ვნახავთ და ამაში ფულის გადახდა დანაშაულია.
ეჰჰ
მარტო ამიტომ არის ეს ჩემპიონატი ბანძი!
nedved
კიდევ ერთი მიზეზი რატომ არის ეს მსოფლიო მაგარი პაზორი... რამდენი ათასი ადამიანი შეეწირა ერთეულების გამდიდრებას. ფეხბურთელებმა ფედერაციებმა ყველამ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და გასამართლდეს ყველა ვინც ფული ჩაიდო
ვახო...
სამწუხაროდ, ფეხბურთი იქცა ბიზნესად და ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე პრიორიტეტს არ წარმოადგენს!
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა