ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ სამოასთან 19:20 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მათი ლელო არ ჩაითვალა, შემდეგ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალე 50-მეტრიანი ჯარიმით აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა გიორგაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითაც სამოელებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ნინიაშვილმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა საჯარიმოს გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. თამაში მძიმე იყო, ჩაკეტილი, მეტოქის მორაგბის გასინბინების შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და პირველი ტაიმი 6:10 წავაგეთ.

მეორე ტაიმიც სამოელთა უპირატესობით დაიწყო, საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მრავალფაზიანი შეტევა, ჩაუთვლელი ლელო, ტაბუცაძის ლელო, აბჟანდაძის გამოუყენებელი გარდასახვა და ვიზავის მოთამაშის ყვითელი ბარათი მოჰყვა. თამაში თვალსასეირო გახდა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა, წნეხი გაზარდა, სამოელებმა საჯარიმო გააცუდეს, მერე ლელოს დადება ვერ შევძელით, თუმცა შეცვლაზე შესულმა ქუნთელიამ სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ ვერ გარდასახა და 16:13 დავწინაურდით. საქართველოს ნაკრები უკვე ინიციატივას სრულად ფლობდა, თამაშს წარმართავდა, მეტოქის მორაგბეს წითელი ბარათი მიაღებინეს, აბჟანდაძემ კი საჯარიმო გამოიყენა. სამწუხაროდ, დაცვის შეცდომის შედეგად რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი სამოა ლელო-გარდასახვით წინ გავიდა და გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს კარდიფში უელსთან გამართავს.

სოსო
ბიჭებო,ვაზის ლერწამი,მევენახე კაცისათვის,მამალი ძროხის კატეგორიაში გადის.ვაზის ლერწია სწორი და სამომავლოდ იცოდეთ.
სოსო
))))))-ს.ეგ გაშტერება არ არის.ყველა სახეობაში მოგვდის ხოლმე ასეთი რამე.მეტოქე ვაბანკზე მიდის,ჩვენ კი მათი თამაშის ცვლილებისათვის ფსიქოლოგიურად თუ ტაქტიკურად მზად არ ვართ და ვიწყებთ,უპირატესობის განიავებას.მთელი თამაშის ნაომარს,ორიოდე წუთში ვფლანგავთ.ფეხბურთში ბოლო წუთებზე გოლების გაშვება და წინ გასვლის შემდეგ,დაცვაში ჩაჯდომა,კალათბურთში,ყოველი მეოთხედის ბოლოს,ბურთის უაზრო დაკარგვები და ტყორცნამდე ვერ მიყვანილი შეტევები,რაგბიში ბურთის უაზრო მოგერიებები და სულ ბოლოს,თითქმის ყოველთვის გაშვებული ლელოები,ეს სულ ერთი და იგივე,ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე მინუსებია.დროზე ადრე ვამთავრებთ თამაშს,ამის გამო,ვისჯებით და ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ.აქაც უკვე მოგებულად ჩავთვალეთ თამაში და სწორდ ამიტომ წავაგეთ.რა თქმა უნდა ეს მწვრთნბელის ბრალიც არის,მაგრამ ზუროსის ღრიალიც ყურში მიდგას,კალათბურთელებს უკანასკნელ ნოტზე რომ უყვიროდა,გაიღვიძეთო და მაინც ვერ გააღვიძა.ეგ კი არა,საბჭოთა კავშირის დროინდელი თბილისის დინამოს თამაშიც კი,მახსოვს,ვილნიუსის სტატიბასთან,მატჩის დამთავრებამდე 35 წამით ადრე,7 ქულას რომ ვიგებდით,ბურთიც ჩვენი იყო,ცხონებული ნუგზარ ჯუღელი უკვე გამარჯვებას გვილოცავდა და მაინც მოვახერხეთ წაგება.მაშინ სამქულიანი სროლები და "ენდვანი",ჯერ კიდევ არ არსებობდა,მაგრამ მაინც წავაგეთ."ალბათ ვარჯიშებზე,ეგ სიტუაციებიც უნდა დაამუშაონ,მაგრამ სამაგისო დროის გამონახვა,ალბათ ძნელი იქნება.

სოსო მწვრთნელს იმას ვაბრალებ, რომ ურუგვაისთან როცა ანგარიში მიგყავს და საგნგაშოც არაფერია, გუნდი არ უნდა გაშტერდეს და მოულოდნელი ლელო არ უნდა მიიღოს. აქ კიდევ როცა თამაში მოსაგები გაქვს და მეტოქე კაცნაკლულია, ლელოზე უნდა ითამაშო და თამაში დაამთავრო ნაცვლად 45 მეტრიანი ჯარიმისა და არეკნისა. კი, მარცხი მარტო მწვრთნელის ბრალი არ არის, მაგრამ ვეჭვობ მწვრთნელს არსენალში რაიმე ტაქტიკური ჰქონდეს
simartle
ზუსტად მაგ დავწერე და ვრცლად და ალბათ მაგინეს
სოსო
კუნძულელები უდისციპლინიო რაგბის თამაშობენო და ჩვენ კი გვაჯიბეს,დისციპლინით.ყველა სათამაში კომპონენტში ვცდებოდით,უამრავი ჯარიმა ავიკიდეთ და სამოელებმა,არეულ თამაშში ჩაგვითრიეს.გამოდის რომ ჩვენზე ჭკვიანები ყოფილან.წინა თამაშში მიხაროდა,ფეხით თამაში გამოსწორდა,მეთქი...თურმე სულ ტყუილად.სადღაც გადაკარგულებიდან ჯარიმების და არეკნის კარში დარტყმას,აუტებიდან შეტევა რატომ არ სჯობდა,ვერ ვხვდები,ბოლოსკენ ხომ დერეფანიც დავალაგეთ და მოლიც.ადრეც დამიწერია და თქვენც,ყველამ კარგად იცით,რომ ქართველებს,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არ გვეხერხება.თანაც სპორტის ყველა სახეობაში.აუცილებლად ვუშვებთ შეცდომებს და ახლაც ასე მოხდა.წავაგეთ პრაქტიკულად მოგებული,აუცილებლად მოსაგები თამაში.კაცნაკლულ მეტოქესთან,მათი ბოლო შეტევის დროს,რამდენჯერმე დავჯარიმდით და ბოლოს,ძელებს შორის,დაუბრკოლებლად დავადებინეთ ლელო.ყველა ყველა და ამას მაინც მწვრთნელს ნუ დავაბრალებთ.ბიჭების უყურადღებობის ბრალი იყო.მსაჯზე სალაპარაკოც არაფერია,მათ რომ არ დაედოთ,ალბათ თვითონ დაგვიდებდა ლელოს.სანუგეშო ის არის,რომ წაგება,ჩვენი ბრალი იყო,მოსაგები(თითქმის მოგებულიც კი) თამაში წავაგეთ და ესე იგი,მათ დამარცხებას,შევძლებთ.

Mirosan. არც მე მომწონს მაისაშვილის უფანტაზიობა, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ეგ კაპიტანზე და გუნდზე იყო დამოკიდებული. ის 45 მეტრიდან ნინიაშვილის დარტყმული სრულიად უაზრო ჯარიმაც თავიდანვე გაფუჭებული იყო. თავიდან სამოაც გვირტყამდა და თავქუდმოგლეჯილი არ გვიტევდა. უბრალოდ, სიტუაცია ასეთია - მაისაშვილი იქნება მსოფლიოზე და კრიტიკას აზრი დაკარგული აქვს.
სამწუხაროდ
სანამ ბიძინა არ წავა ტყემალაძეც არ წავა,სანამ ტყემალაძე არ წავა მაისაშვილიც არ წავა, სანამ მაისაშვილი არ წავა ნაკრებიც უარეს მდგომარეობაში იქნება და ეს ოქროს თაობაც დაიკარგება..
კახაბერი
წაგების ძირითადი მიზეზი- როცა საჯარიმოებით მოგებას დააპირებ და თამაშს მასზე ააგებ- მოგების შანსი მცირდება,მით მოწინააღმდეგე ფსილოგოურ უპირატესობას იღებს,რაც თამაშზე აისახება ადეეცთუ მოგვიანებით ...
mirosan
რააა გამართლებული არ გადამრიოთ, კაცნაკლულ მეტოქესთან ჯარიმის დარტყმაააა????თან მოლები უკვე რო კარგად წაგვივიდა????? ეს თამაში პირწმინდად წააგო მაისაშვილმა ;((((((((((((((( და ვიდრე ტყემალაძე ეგდება ფედერაციაში არსად წამსვლელი არააა ეგეც

არ დაუმალია ეგ ლერწამი არავის და გაიგეთ როგორმე! მარტო ლეწარმში ხედავთ პრობლემას და მეტი არაფერში? გუნდის ისტორიას გადაავლეთ თვალი და ნაკრების ნაღვაწი დააფასეთ! აგერ ინგლისმა არგენტინასთან წააგო ერთი ქულით და ამხელა ისტერიკა არ აუტეხავთ. არც მე მომწონს მაისაშვილის ბევრი რამე მაგრამ ეს გუნდი მთელი ქვეყნის არის . ისიც შეიცვლება ადრე თუ გვიან
BOSS
აზრი არ აქვს როგორც ვატყობ არაფრის წერას და განსჯას. რაც არ უნდა მოხდეს მაისაშვილი მსოფლიოს დამთავრებამდე დარჩება,ტყუილად ვიშლით ნერვებს.ხოლო სტადიონზე დუტას სამარცხვინო “შოუ” ყველაფრის აპოგეა იყო. სანამ ეს ფედერაციაა სამწუხაროდ არაფერი გვეშველება.იმედი მქონდა ღვაწლმოსილი რეგბისტები მაინც დაგმობდნენ ამ სამარცხვინო საქციელს სტადიონხე,მაგრამ ნურას უკაცრავად…
გურულო-ს
ა, რახანდ ევროპაში თავში ბუცს ჩაარტყამდნენ, მაშინ კაი, რაღა დაგვრჩენია, უნდა ვაღიაროთ, რო ველურები ვყოფილვართ ჩვენი "ალუდა ქეთელაურითა" და ეგეთი ველურობებით. ისე, არა გრცხვენია, ეგეთ რამეებს რო წერ?
ანდრი
ანიმატორი, კომენტატორი, თამადა... ეტყობა არ ესმის და არ უყვარს 'პატრონს' ეს თამაში და სხვასაც თავისი 'შელამაზებული' თვალით აყურებინებს. ყველაფერი კარიკატურად აქციეს თამაშიც, გულშემატკივარიც და ჯვარიც. მეტოქეს ფსევდორელიგიური ფანატიზმით დავხვდით. ჯვრად დგომა სადაური ტრადიციაა? ვაზის ლერწამი ნამდვილი ტრადიცია იყო და ისე დამალეს რომ დიდ ეკრანზეც კი არ ჩანს.
Mkacri.
საერთოდ ასაკრძალია ეგ ტოტალიზატორები ნაგავი რომელიც სპორტში ერევა ქუჩური ნაგავის ერთერთი ბუდე.
საბა
კომენტატორი რო მდომოდა სტადიონზე კიარ მივიდოდი, ტყემალაძის ინოვაცია იყო დუტა სხირტლაძე და მანამდე ვიღაცა თამადა კაცის დიქტორობა?
შეიხ ალ მანსური
რაგბის თეორიულად ცოდნა არ ნიშნავს კაი მწვრთნელობას ანცო. მასე გაიოზ დარსაძეზე კაი მწვრთნელი ფეხბურთში არ უნდა იყოს. მარა შენ არ ინერვიულო ლევანიკო, მეჯვარეობა და ნათელ მირონი ბევრს ნიშნავს, მსოფლიოზეც შენ გაიყვან გუნდს
ვაცლავ ჰაველი
პირადად ნინიაშვილმა მოიგო იტალიასთან, მაისურაძე რა შუაში იყო მანდ საერთოდ.
ზაალი
ხანდახან კი, სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ბოლო 5 წუთში თუ ლელო არ გაუშვი ჯარიმით ვერ გეწევა… გამართლებაზეც არის…
giorgis
ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც გარანტირებული ლელო არ იყო. 6 ქულით გასვლა ნიშნავს რომ მეტოქეს არც ჯარიმა ზოფნის და არც ლელო გარდასახვის გარეშე. სამწუხაროდ ლელო ცენტრში დაგვიდეს. კუთხეში რომ დაედოთ შეიძლება ვერ გადაესახათ და სწორედ მაგ გატანილი ჯარიმით მოგვეგო. მაგრამ მოხდა რაც მოხდა.
ტიპი
რომ მოგვეგო რა თქმა უნდა არ დაგილაიქებდი, წავაგეთ და როგორ არ დაგეთანხმო
ლევანი
ცრუობ, პატარავ.
simartle
მაისურაძე, თუ მაისაშვილი იგულისხმე? არც ერთია საქართველიოს ნაკრების დონის მწვრთნელი და არც მეორე. მაისურძეს ნათამაშები მაინც აქვს და ოც წლიანები კარგად ათამაშა, მაისაშვილს სეზონიც არ უთამაშია და ბათუ კევლიშვილს დასდევდა აქეთ იქეთ, და მისგან ალბათ ბავშვთა დონის მწვრთელი შაიძელბა გამოსულიყო. ნაკრებში სწავლობს მწვრთნელობას და ნაკრები ამისთვის არ არის. ეს საქაართველოს ნაკრებია და ბიჭები ვინც თამაშობენ ძალოიან ცდილობენ და შედარებით აიწია დონე. სამწუხაროდ ეს ბიჭებიც უნდა ხვდებოდნენ რომ რაგბის კარიერა მუდმივი არ არის, დრო მალე გარბის და მათ დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ბევრ თამაშებს უფრო ადვილად უნდა იგებდნენ და სამოასთან ასე უსუსრად არ უნდა გამოიყუირებოდნენ, ამდენი შეცდომებით და სრულიად უაზრო ტაქტიკით, ფეხის უაზრო ბრახუნით ისევ, აბძანდაძეზე თუ მივიდია იმანაც უბრახუნა, და რაც დასარტყამი იყო ის გამაზა. უკანა ხაზზე როგორც ცოტა ბურთი გავიდა თამაში შეიცვალა, მაგრამ არა ისევ ფეხის ბრახუნი, ფაზეებს უნდა აგება, სწორი დართყმებით და რაქში მუშაობა ბევრად უკეთ. გამოფხიზლდეს ფედერაცია და სარაგბო სამყარო და დროზე მოძებნონ ვინმე თორემ ბიჭები არიან და სწორად თამაშსს და ტაქტიკას თვითონ თამაშის წინ ვერ მოიგონებენ. არ არის მთავარი მწვრთნელი ამ მოთამაშეების დონის მწვრთნელი!!! არის ნეპოტიზმის გამო დანიშნული და დროა ამდაგვარი მიდგომის მოსპობა ყველა დარგში!!! ბიჭები უნდა მიხვდნენ რომ სჭირდებათ თავისი დონის, ბევრად უკეთესი, გამოცდილი მწვრთნელი!!! ფედერაცია სამშენებლო კანტორა არ არის, სად არის ასი სტადიონი ტყემალაძევ? სტადიონს და მოედანს შორის განსხვავება არ იცის ამხანაგმა ფრანჩიზამ. ენა ააუუფ, გველს ხვრელში უკან შეაძვრენს აგერ მოგცემ "ნამიოკს" ახალ ზელანდიის ქალების გუნდის მწვრთნელთან სასწრაფოდ გააკეთეთ მოლაპარაკება კაცებშიც და ქალებშიც აქვს მსოფლიო მოგებული და თან უმაღლესი დონის მოთამაშე იყო...გამოფხიზლდით, ცოდონი არიან ეს ბიჭები...
ჯაბა

ჯაბა
გინახია საერთიოდ რაგბი?
პაატა
სამი დღია წინ დამესიეთ.. მტერი კი არ ვარ, არ იცის ნაისაშვილმათანამედროვე რაგბი და გადააკვდით ვისაც გინდათ!!!ძალით რაგბის მცოდნეები ხართ!!იტალიას როგროც მოვუგეთ მაგას მცოდნე ხალხი ხვხება…
გიორგი
3 ქულით იგებ და ლელოზე არ თამაშობ, ჯარიმას ურტყამ, მეტოქეს 7 ქულაში ტოვებ მაინტერესებს სწორი გადაწყვეტილებაა ???
პაატა
ვერ გავიგე ეს ვითომ მცოდნე გულშემატკივრები ამ ვაი და უსაშველო კომენატერბს რომ წერთ?! რა გინდათ მართლა ვეღარ გავიგე! არ არის ეს კაცი თანამდეოვე რაგბის მცოდენ ისევე როგროც ზუორი არაა თანამედროვე კალათბურთის და ვიყოთ ასე შემთხვევითობის იმედად! გაიზარდეთ რა!!! წადი ლევან ძმაო! ბუკა მაქსიმუმი გექნება დეპუტატობა და არ ღირს..
Soso
მოდი ჯერ სტადიონზე მიდი წესები ისწავლე მერე მოითხოვა მაისურაძის წასვლა ეს წააგო დამრტყმელმა და კაპიტანს მეტი სწორი გადაწყვეტილება მართებდა ცენტრიდან უაზრო ადგილებიდან რომ მიცა უფლება დაერტყა, ყველაფერი კარგად იქნება მსოფლიოს მერე იქნება ახალი მწვრთვნელი მანამდე ვენდობით მაისურაძეს მორჩა
ცოტნე
რომ ვიძახდი მაისურაძე არ ვარგა თქო 2 დღის წინ ჩამქოლეთ! რაც მელიტონა წავიდა მის მერე უმწვრთნწლოს ვარ რატო არ ვიღებთ ხმას ?! არ ეწყინოს? თუ რა ხდება ?! მერე იტყვიან სავსე სტადიონი რატო არააო ! ვინ მიგწვივს 6 ერში ამ მწვრთნელით?! ტიპს მონახაზი არ გააჩნია ! უ20 ეგაა მთავარი! შავ ლომში ეგაა მთავარი(მარტო თავის ძმაკაცებს და ახლობლებს ათამაშებს) ! ყველგან ეგაა რა ! აქაც მე ვარ იქაც მეო !
ზაზა
უელსთან მოვიგებთ. დაიმახსოვრეთ ჩემი კომენტარი
კაკო
სტადიონის დიქტორი მთელი თამაშის განმავლობაში კიოდა,ღრიალებდა,ჯარიმის ან გარდასახვის დროს ბოლო ხმაზე ღმუოდა, ბოლომდე მჯეროდა რომ ვიღაც შეგნებული გამოჩნდებოდა და გააჩუმებდა,მაგრამ.... ეტყობა თვითონ უფროსობისგან იყო წამოსული ეს უმსგავსობა თამაშით ჩვენებმა აჯობეს,მაგრამ ასეთი ორგანიზებით და გარემოს შექმნით არ ვიმსახურებდით გამარჯვებას(თამაში დაგვიანებით დაიწყო,ტაბლო ხარვეზებით მუშაობდა,ჰიმნის დროს დინამიკები გაითიშა,I ტაიმი მთავრდებოდა ხალხი ისევ შემოდიოდა და აშ)
qomagi
რა რულეტკა ჯაგლაგი 5 ლარი მედო :D მერი კიარა მარა სავარაუდო მოგება ჩანდა შთამბეჭდავად და პროსტა რაგბზე რამ დამადებინა და თან საქართველოს ნაკრებზე.აქამდეც მხოლოდ ნიაზ მამრიკიშვიკის კომენტატორობის ხათრით ვუყურებდი და ეხლა სულ აღარ ვუყურებ ალბათ :D
zura222
მართალი ხარ არ უნდა დაერტყათ ის ჯარიმა მაგრამ რა ექნათ როცა დერეფნის ინედი არ ქონდათ ? იფიქრეს ეხლა აუტში დარტყმას და მერე დერეფნის წაგებას იქნება 3 ქულა მაინც ავიღოთო ! იმაში ვერ დაგეთანხმები რომ დერეფანი გამოასწორეს--ჩვენი დერეფანი დღეს იყო საშინელება ! თამაშის ბოლოს თითქოს გამოასწორეს ოდნავ მაგრამ იმის ხრჯზე რომ ყველანაორ ტაქტიკაზე და ცრუ ახტომებზე და კომბინაციებზე უარი თქვეს --პრიმიტიული დერეფანები გაითამაშეს რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოყვა ! ბოლო ლელო კი დაიდო დერეფნის მერე მაგრამ იქ ისევ ჯიგრით და ძალით ! და თანაც სამოელები იმ დერეფანში საერთოდ არ ამხტარან და არ უბრძოლიათ მთელი ყურადღება მოლის დაცვაზე გადაიტანეს არადა რომ ამხტარიყვნენ და ებრძოლათ იმ დერეფანსაც მოგვიგებდნენ და ლელოსაც არ გაუშვებდნენ
15
ბოლო შეტევაზე მისული ვიყავით 22-თან, 1 ქულით ვიგებდით და არეკლი რატომ არ დავარტყით? რას ვეძებდი?
შეიხ ალ მანსური
აბსოლუტურად არასწორია მწვრთნელებზე რამის დაბრალება. ჯერ მწვრთნელი უნდა გყავდეს რო რამე დააბრალო. ჩვენ კიდე მელიტონას წასვლის მერე უმწვრთნელოდ ვართ :(
:D
წადი პირდაპირ კაზინოში და გლიჯე რულეტკა
ბექა
დიდი მადლობა ბიჭებს. მსაჯი ცალკე თემაა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ჩააგდო ეს თამაში... ბოლო წუთებზე 14 კაცს არაფრის მომცემ საჯარიმოს კარში არ უნდა ურტყამდე, თან მუხტი გვქონდა დაჭერილი და ბოლომდე უნდა მივწოლოდით...
ვვვ
პირველ ტაიმში უაზრო წერტილებიდან და უაზრო დროს დარტყმული ჯარიმების ამოცანა ვერ ამოვხსენი. ანუ ეგეც იმ "სტრატეგიის" ნაწილი იყო, რომ სანამ სამოას თამაში არ მოსწყინდებოდა, არ ვეტაკებოდით? "თამაშმოწყენილ" 14 კაცს რომ ლელო არ უნდა დაადებინო, მაგაზე აღარაფერს ვამბობ...
ბექა
მადლობა ბიჭებს, ყოველთვის გულით თამაშობენ და ბოლომდე იბრძვიან... მწვრთნელი იმისთვის არსებობს რომ თამაშამდე რაღაც დაგეგმოს და წარმართოს თამაში და ყველას თავისი დავალება მისცეს... ყველა წერტილიდან კარში დარტყმა ვარჯიშზე კი ბატონო, მაგრამ 14 მორაგბით დარჩენილ მეტოქეს არაფრის მომცემ 3 ქულას არ უნდა ურტყამდე. ზუსტად მაგ დროს მუხტი გვქონდა და უნდა მივწოლოდით ბოლომდე. სამწვრთნელო შტაბმა ჩააგდო თამაში. მსაჯი ცალკე თემააა...
qomagi
ფუუუ რა..ერთხელ დავდე ცხოვრებაში რაგბზე და მარტო ამათ გაასხეს.მოგებულო თამაში წააგეს
ზაალი
ზოგიერთმა ორჯერ ნახა რაგბის თამაში და ექსპერტი გახდა…
გიო
მსაჯი ცალკე საკითხია, მწვრთნელი კიდევ ცალკე, მაგრამ 3 ქულით რომ იგებ და ბოლო წუთების ჯარიმას კარში ურტყამ, როგორც მინიმუმ გუნდში ინტელექტისა და დისციპლინის პრობლემა გაქვს... ძალიან, ძალიან სამწუხაროდ წავაგეთ მოსაგები თამაში.

მადლობა მაისაშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს და რომ შევცვალოთ არ შეიძლება? თამაშის ხარისხი უკან მიდის, არანაირი მონახაზი, არანაირი სტილი. არ შეიძლება ეს თაობა შეეწიროს რაგბის მესვეურების არაპროფესიონალიზმს. რომელიმე თამაში ბოლო დროს გახსენდებათ სადაც გუნდმა უკეთ ითამაშა მაგრამ არ გაგვიმართლაო ვიტყვით? ინდივიდუალიზმის და თავგანწირვის ხარჯზე იგებენ რასაც იგებენ.
თორნიკე
მწვრთნელზე საუბარს არ ვაპირებ წყლის ნაყვაა, მაგრამ პორველი ტაიმის ბოლოს რო ჯარიმა უჩვენა აბჟანდაძემ და 30 მეტრიდან პირითი ხაზიდან დაარტყა ეგ გადაწყვეტილება რომელ ლოგიკაში ჯდება? ანგარიში 6-10ია და 35ე წუთია, მთელი თამაში წინაა და უსაზღვროდ ცუდი წერტილიდან ჯარიმას კარისკენ უთითებ. აბჟანდაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ძაან და აქვს ამბიცია რომ ყველა წერტილიდან გაიტანოს. კი ბატონო ივარჯიშოს როცა 15 ქულით უგებს სუსტ გუნდს, მაგრამ ამ თამაშში მისმა ვარჯიშმა, სწორედ იმ ერთმა ჯარიმამ, ორმა არაზუსტმა გარდასახვამ დააყენა მსგავსი შედეგი. დამრტყმელი არ ღებულობს გადაწყვეტილებას და შარიქაძეს უნდა ეყოს გამოცდილება და დაამშვიდოს აბჟანდაძე. შეხედეთ იმათ დარტყმულებს. ორივე გარდასახვა გაიტანეს, თანაც მეორე სათადარიგო დამრტყმელმა, ჩვენ მეორე ტაიმში ასე დავჩაგრეთ სამოა და ქულები არ მოვიდა. დასანანია ძაან. დისციპლინა ისევ ძალიან ცუდადაა, დერეფანი ცოტა გამოვასწორეთ. გული მწყდება, ეს არ იყო წასაგები თამაში. კლასიანი გუნდის ამბიცია რო გაქვს 14 კაციან გუნდთან არ უნდა წააგო! მწვრთნელზე ადრეც საკმაოდ დავწერე, მაქსიმუმ ჩემპიონატის გუნდი შეიძლება ჩააბარო. სელექცია ძალიან ცუდი, ამოჩემებული ფავორიტები და ამოჩემებული მოძულებულები, სირცხვილია!
zura222
აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ დერეფნების მწვრთნელი ! ჩვენი დერეფნები მსოფლიოში ყველაზე ცუდი და უაზროებია @ (პირველი 20 ნაკრები მყავს მხედველობაში)ჩვენ დერეფნებს ან ვაგებთ ან იძულეებული ვართ სწორხაზოვნად გავითამაშოთ და მეტოქეები ამ სწორხაზოვან გათამაშებას ყოველთვის მომზადევულები ხვდებიან და ეს ამ თამაშშიც კარგად გამოჩდა @@ დერეფნები არის ჩვენი მოუშორებელი ჭირი უკვე მრავალი წელია ! მაგალითად 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანია რომ გადაგვირჩა რატომ გადაგვირჩა ? ილანდიის ჩათვლის მოედანთან 5 მეტრში ჩვენი დერეფანი დაინიშნა და ისე ცუდად გავითამაშეთ რომ ბურთი ირლანდიელებს ჩაუვარდათ და წამოვიდნენ სწრაფ კონტშეტევაზე და აქეთ დაგვიდეს ლელო და წინ გავიდნენ 14-10 @ თუმცა იმ თამაშის მოგება მაინც შეგვეძლო--თამაშის ბოლოს იგივე სიტუაცია განმეორდა --ისევ 5 მეტრიანი დერეფანი და ისევ დაკარგული ბურთი @@ და წავაგეთ ის თამაში 10-14 @ არადა ის თამაში რო მოგვეგო ეს იქნებოდა რაგბის ისტორიაში უდიდესი სენსაცია და ისტორიას დავწერდით და ეხლა დიდი ხანი 6 ერშიც ვიქბებოდით და სულ სხვა დონის ნაკრები გვეყოლებოდა !
გურულო
არა უშავს ბიჭებო,მაინც მაგრები ხართ.ისე აზიატები რომ ვართ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ,საღინაძემ იმის ნაცვლად, რომ მოგებული მეტოქისთვის თავში ბუცი ჩაერტყა, თბილად გადაეხვია და გამარჯვება მიულოცა.აბა ევროპაში? ზივზივაძე მაისურის გაცვლისთვის კინაღამ დახვრიტეს.არა რა მაგარი ველური ვართ:))

სამოა მკაცრი დაცვით გვეათამაშა. პირველ ტაიმში მათ 22-ში არც შევსულვართ. მეორე ტაიმში შეცდომები დაუშვეს და ჩვენებმაც ისარგებლეს. ერთი ქულით ასეთ გუნდთან მარცხი ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ დისციპლინაში რომ მწარედ გვიჭირს , ეს თამაშის ბოლოს კაცნაკლულზე გაშვებულმა ლელომ კიდევ ერთხელ დაგვანახა. რაგბი თამაშია, სადაც ის გუნდი იგებს, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. დღეს ასეთი სამოა იყო. მსაჯმა თავისი წილი შესცოდა, მაგრამ ჩვენს შეცდომებს მას ვერ დავაბრალებთ. მწვრთნელზე შეგნებულად არ ვისაუბრებ...
გორდა
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის! თანაბარი ჯგუფის გუნდებს შორის შედეგს ნერვების მოთოკვა, ცივი გონება და იღბალი წყვეტს. დღეს ეს ცოტა უკეთ სამოას გამოუვიდა და მათაც ვულოცავ გამარჯვებას. თუმცა გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ თანაბარი ძალის გუნდები იყვნენ მოედანზე. ეხლა კარგი დასვენება და თამაშის სწორი შეფასება მართებს ნაკრების სამწვრთნელო გუნდს. იმედია ერთ კვირაში ჩვენები სასიამოვნო სიურპრიზს შემოგვთავაზებენ.
ლაშა
ამ ჯარიმების ვერ გატანა რაღა იყო? კალათბურთელების სენი გამახსენა (სამქულიანების ვერ ჩაგდება და დაცვაში სათანადო დისციპლინის არქონა).
დათო
დისციპლინის არ ქონამ ხო დაგვღუპა რა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს. მაგრამ, მოდით, მსაჯსაც თითო მადლობა დაუწეროთ ყველამ
gela
უფანტაზიო გუნდი გვყავს. სამოამ დაიმსახურა გამარჯვება
zura222
დაღუპა ქართული რაგბი სვანიძემ და მისმა ბანდამ @@@
რრრ
ესეც თუ გუნდია რა 14 კაცს ვერ აჯობეს.ტფუ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება