გუშინ, "ნაპოლიმ" სერია A-ს მე-15 ტურში "უდინეზე" 3:2 დაამარცხა. "პარტენოპეის" შემტევმა ელიფ ელმასმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ჩრდილოეთ მაკედონიელმა ჯერ საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ კი ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია წარმატებით შეცვალა.

მატჩის შემდეგ, ელმასმა DAZN-თან კომენტარი გააკეთა და "კვარასთან" კონკურენციის შესახებ ისაუბრა:

"ასეთ ძლიერ ფეხბურთელთან კონკურენცია კარგია, რადგან ორივე უკეთესები ვხდებით და ვცდილობთ გულშემატკივრები გავახაროთ.

რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, დავინახე რომ ანგისა სწორად მოძრაობდა, მცველი მოვატყუე და მეკარეს დაბალ კუთხეში გავუტანე. გატანილი გოლი გულშემატკივრებთან აღვნიშნე, რადგან ამის გაკეთება მსურდა" - განაცხადა ელმასმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

დავით 67
ელმასმა რამდენიც ითამაშა,გოლი ყოველთვის გაიტანა და არ შეიძლება ორივე ხვიჩაც და ელმასიც ძირითადში იყვნენ? ვინ უნდა ამოაგდოს ამას უკვე ვერ ვხვდები, სპალეტის გადასაწყვეტია
emigrant
მეტი რაღა დარჩა შეკაცო?
ვაჟა მასწავლებელი
ელმასი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე კვარა მარტო ნაპოლიში კი არა მსოფლიოშია საუკეთესო და განუმეორებელი. ზუსტად ასე იყო თავის დროზე: მადრიდის რეალს ყავდა 11 ნომერი კარგი ფეხბურთელი ჰენტო (რომელიც მესხის მაგივრად ათამაშს მსოფლიო ნაკრების 1 საიუბილეო თამაშზე), რომელიც იმ დროინდელი მუშტაიდის ბაღის ფანების ტერმინოლოგიით "სინაზე მიბმული ძაღლივით დარბოდა" წინ და უკან, ჩვენ "საწყლებს" კი გვყავდა მსოფლიოში საუკეთესო და განუმეორებელი - მესხი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს "ცხვირით ახვნევინებდა" გაზონს. ნეტავ იმ დროს!!!
კახა ქ.
ისე კარგია ერთ მხრივ,ხვიჩა არ მოდუნდება და ეცდება სულ ფორმაში იყოს.მე მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას.ხვიჩა მაინც სვა დონეა,მაგრამ კარგია ასეთი შემცვლელი რომ ყავს
სოსო
მაკედონიასთან იმ ავადსახსოვარი მატჩიდან მოყოლებული,ელმასი ჩვენს თვალსაწიერშია და ყოველთვის ამტკიცებდა თავის კლასს.ამ თამაშებშიც,არანაკლებ ეფექტურია,ვიდრე ალბათ კვარა იქნებოდა,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს,ხვიჩას სპექტაკლებთან მაინც ვერ მიდის,ახლოს.გერმანიაში რომ ყოფილიყვნენ,შესაძლოა მისი თამაში უფრო მოეწონებინათ კიდეც,ვიდრე ხვიჩასი,მაგრამ ისინი იტალიაში თამაშობენ,ნეაპოლში,სადაც დრიბლინგს აღმერთებენ და სწორედ ამ ქალაქში,ელმასს,შანსი არა აქვს,ხვიჩას გადაასწროს,პოპულარობაში.თუ რა თქმა უნდა სასარგებლო მოქმედებებში, ძალიან არ გაუსწრო,ხვიჩას.როდესაც ასეთი კარგი შემცვლელი გყავს,ხვიჩასთვისაც კარგია,რადგან კონკურენცია უკეთეს თამაშს გაიძულებს,ესე იგი,კიდევ უფრო დახვეწასაც და თანაც,გადაღლის საფრთხე აღარ ემუქრება,რადგან მწვრთნელი ორივე ფეხბურთელს გადაუნაწილებს სათამაშო დროს და ამით,გადაღლით გამოწვეული ტრავმებისგანაც დაიცავს ორივეს.
მეგრელი
უკვე დიდი ხანია რაც ფეხბურთში გრძელი სკამის გარეშე ვერცერთ სერიოზულ ტურნირს ვერ მოიგებ. მაგალითისთვის შარშანდელი რეალის და როდრიგოს მაგალითს მოვიყვან.
ზასტაველი
კარგზე კარგი უნდა თქვა:ელმასი,მართლა კარგი ფეხბურთელია და წარმატებები მას,კონკურენცია კვარსათვისაც მომგებიანია,თუმცა ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი,რომ კვარა ძალიან მაღალი კლასისაა.
კახა
ისე მართლა მაგარი კონკურენციაა ამ კლუბში,ელმასმა რამდენიც ათამაშეს იმდენჯერ გოლი გაიტანა,კარგი ბიჭია,ოღონდ ხვიჩა სხვა კალიბრია!
ეეე
ეჰ წელ-მენჯ-ძვალ-სახსარი-კუნთი არ გვიწყობს ხელს თორემ ჩვენი კონკურენთი მაკედონიელი კი არა ბრაზილიელი და არგენტილებიც არ იქნებოდა.დ
გიორგი
ელმასისნაირი თავდაჯერება მინდა ჰქონდეთ ქართველ სპორტსმენებს!!!!!მაგარი ჟილკიანი ტიპია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
ოფიციალურად - ელმასი სერია A-ში დაბრუნდა
უარი მამარდაშვილის "ვალენსიას" - ელიფ ელმასი სერია A-ში დაბრუნდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა