ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ნაპოლის" მოულოდნელი აღმაფრენა - კვარაცხელია ნაკრებს გამოაკლდა, მისი გუნდი მუნდიალის დროსაც ითამაშებს

"ნაპოლის" მოულოდნელი აღმაფრენა - კვარაცხელია ნაკრებს გამოაკლდა, მისი გუნდი მუნდიალის დროსაც ითამაშებს

ევროპულ საკლუბო ფეხბურთში შესვენება უცნაურ დროს დაიწყო, მთელი ყურადღება კი მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადადის. აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული, ეს მომქანცველი პერიოდი გუნდებმა, ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს. თუკი ახალ წელს რომელიმე კლუბი განსაკუთრებულ ხასიათზე ხვდება, ეს ნამდვილად ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლია". ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებმა იტალიის ჩემპიონატის 15 ტური წაუგებლად განვლეს, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რითაც, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ მეტოქეს, ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდებიან.

ნერვიულობა სეზონის წინ

ნეაპოლელთა შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა მაინც უნდა გავიხსენოთ, თუ სად იყო გუნდი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე და რა მოლოდინები არსებობდა.

სირთულე ნებისმიერ რგოლში არსებობდა. მოსამზადებელ ეტაპზე მეკარე ალექს მერეტი ნაკლებად დამაჯერებელი იყო და კლუბი ყველაფერს აკეთებდა, პსჟ-ის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის კიპერი კეილორ ნავასი გადაებირებინა. გავიდა დრო და 25 წლის მერეტი ძალიან სტაბილურად ათამაშდა და ორიოდ შეცდომა რომ არა, საერთო წარმატებისთვის სრულფასოვანი შემოქმედია.

მას შემდეგ, რაც "ნაპოლი" ცენტრალური მცველის, კულიბალის გარეშე დარჩა, ფაქტობრივად, ვერავინ იფიქრებდა, რომ ევროპულ ფეხბურთში სულ ერთი წლის სათამაშო პრაქტიკის მქონე სამხრეთკორეელი კიმი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ძალა გახდებოდა. 25 წლის ფეხბურთელი აქ "ფენერბაჰჩედან" მივიდა.

ხვიჩა კვარაცხელია. არაერთ მაღალი დონის მოთამაშეზე, რომელზედაც დიდი ავანსებია გაცემული, გვსმენია, რომ ახალ გარემოში მისი არასათანადო გამოსვლა აკლიმატიზაციას თუ სხვა სირთულეებს უკავშირდება, "კვარადონას" შემთხვევაში კი ამის საჭიროება საერთოდ არ დამდგარა. ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე იგრძნობოდა, რომ ის გუნდისთვის დიდი ძალა ხდებოდა და სეზონის დაწყებასთან ერთად, ყველაფერი ეს რეალურად გამოჩნდა.

ქართველი გარემარბის თამაში ამ თითქოს ერთფეროვან, პრაგმატული ელემენტებით გაჯერებულ და ნაკლები რისკის შემცველ თანამედროვე ფეხბურთში ახალი სიტყვაა თავისი დრიბლინგებით, მუდამ არაორდინარული ქმედებებისკენ მიდრეკილებითა და სილაღით. აქ არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვარაცხელია უბრალოდ შეტევაზე მოფიქრალი და საჭიროებიდან "შორს გასული" მოთამაშე კი არაა, არამედ დაცვას აქტიურად ეხმარება, შეხვედრაში რამდენიმე წარმატებული ართმევა აქვს, თავს ზედმეტი ინდივიდუალიზმისა და გუნდურობის დავიწყების უფლებას არ აძლევს და ა.შ.

ყველა ვცდილობთ, ხვიჩას ქებისას გარკვეული ბალანსი მაინც დავიცვათ, რათა ამან მასზე უარყოფითად არ იმოქმედოს, თუმცა, აწეული თამასის პარალელურად, ეს ყოველდღიურად მაინც რთულდება. თანაც, ეს ბიჭი ხასიათებითაც სხვანაირი ჩანს - იცის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოდუნება კი არა, კიდევ უფრო მეტის გაკეთება დასჭირდება.

როცა ნეაპოლელების წარმატებაზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ახალწვეულებს ვერ აღვნიშნავთ. ლობოტკა-ანგისა-ზელინსკის ტრიო წლებია, გუნდშია, თუმცა ახლა განსაკუთრებულად გამოიყურებიან. ვიქტორ ოსიმენის შესახებ სეზონის წინ წერდნენ, რომ ის ძალიან ნიჭიერია და იმისთვის, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანოს, თავისუფლება და გვერდით ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, სივრცეებს მეტად რომ გაუთავისუფლებს. ქართველისა და ნიგერიელის ტანდემი მართლაც იდეალურად ყალიბდება, ურთიერთგაგება მაღალ დონეზეა აყვანილი.

რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტი, რომელმაც სკუდეტოსკენ გუნდი წინა წელსაც დაძრა, თუმცა შემდეგ პრობლემები შეექმნა. გამოცდილი სპეციალისტი საკუთარ შეცდომებზე ბევრს იმუშავებდა. ერთ-ერთი ასეთი მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო, რაც თავიდანვე მოგვარდა. კიდევ ერთ სირთულეს პრაგმატულობაზე გადართვას ასახელებენ, რაც აღარ უნდა მოხდეს, ამ გუნდს შეტევა ძალიან კარგად გამოსდის და უხდება.

ფიზიკური მომზადების გაძლიერება

მსოფლიო ჩემპიონატზე "ნაპოლის" საკმაოდ ცოტა, მხოლოდ 5 ფეხბურთელი გაემგზავრება - კიმ მინ ჯე (სამხრეთი კორეა), მატიას ოლივერა (ურუგვაი), ზამბო ანგისა (კამერუნი), პიოტრ ზელინსკი (პოლონეთი) და ირვინგ ლოსანო (მექსიკა). სპალეტი აპირებს, ამ პერიოდში ფიზიკური მომზადების გაძლიერებაზე სერიოზულად იმუშაოს და 1-15 დეკემბრის პერიოდში, ფაქტობრივად, მთელი გუნდით მომზადებას თურქეთში აპირებს. თუკი გეგმაში გარკვეული ცვლილებები არ შევიდა, ხვიჩა და მისი თანაგუნდელები ინგლისის პრემიერლიგის ორ კლუბს დაუპირისპირდებიან. ერთ-ერთი აუტსაიდერი "ვულვზი" იქნება, მეორე კი - "კრისტალ პალასი". დაგეგმილია ადგილობრივ "ანტალიასპორთან" შეხვედრაც, რომელსაც საკმაოდ ცნობილი ექსფეხბურთელი ნური შაჰინი წვრთნის.

ამის შემდეგ იტალიაში საშობაო არდადეგები გამოცხადდება. ლიდერი ნეაპოლელები, რომლებიც "მილანს" 8 ქულით აღემატებიან, მე-16 ტურის მატჩს 4 იანვარს, სტუმრად "ინტერის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. სიმონე ინძაგის გუნდი ამჟამად მათ 11 ქულით ჩამორჩება. პირველი წრის დასრულებამდე კიდევ 3 მეტოქე იქნება დარჩენილი - "სამპდორია" და "სალერნიტანა" სტუმრად და საშინაო მატჩი "იუვენტუსთან". ამასობაში სპალეტის გუნდი იტალიის თასზე ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზესთან" ჩაერთვება, "აინტრახტთან" პირველ შეხვედრამდე (21 თებერვალი) კი მე-2 წრის 4 ტურიც მოესწრება.

ახლა ყველა იმაზე ვფიქრობთ, ხვიჩა კვარაცხელია წელის ტკივილისგან ბოლომდე განიკურნოს. მას ამ მიზეზით უკვე 3 შეხვედრა გაუცდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრებს, მაროკოს წინააღმდეგ (17 ნოემბერს) ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

"კვარა" ოფიციალური მატჩებიდან ცოტას შეისვენებს, 2023 წლიდან კი განახლებული ენერგიითა და მოტივაციით დაგვიბრუნდება. ის მართლაც ფეხბურთით ცოცხლობს და ეს იოლად შესამჩნევია.

• კახა

კვარას ნემსების წამლებით გაუვსეს სხეული კრეტინმა მედიცინის კაბინეტების პლანქტონებმა... ხერხემლის კუნთების სპაზმა ვერაგია.... ის ორ კვირაში თავისით გადის, მხოლოდ სხეულის მოძრაობას ზღუდავს.... ნემსები მხოლოდ მოძრაობის უფლებას აძლევს სხეულს... როგორც კი დიდი დატვირთვის დროს კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი შედის ტკივილები ისევ ეწყება... მოკლედ ე.წ. ექიმებმა ორკვირიანი კრეტინიზმის სპექტაკლი დადგეს მასმედიის საშუალებით.... კვარამ საკუთარ თავზე უკვე იწვნია ინგლისური ძალისმიერი ფეხბურთის საშინელება, რომელმაც ტექნიკური ფეხბურთი უკვე კარგა ხანია ჩაკლა იქ... ტრენტი რომ დაამცირა იქ ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო უკვე ორ თამაში გამოტოვა.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა.... ძალიან დიდი შანსია რომ ე.წ. ფეხბურთის სამშობლოში ნაადრევადაც დაასრულოს კარიერა ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....

• ლადო

ამდენია ხანია ბიჭი ვერ თამაშობს, მთელი მსოფლიო, საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კითხულობს რა სჭირს კონკრეტულადო და პასუხის გამცმემი არავინაა. რა გახდა დიაგნოზის დასმა?

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა