„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგის ტიტულს ექვსი გუნდი შეეცილება ერთმანეთს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგის ტიტულს ექვსი გუნდი შეეცილება ერთმანეთს.

რასაკვირველია, ფერგი ამ ექვსში, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციულ „დიდ ოთხეულს“ გულისხმობს. მერე რა, რომ „არსენალს“ არც გასული სეზონის ბოლო უვარგოდა და ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზეც ვერაფერს ახერხებს. მართალია, კაცმა არ იცის როგორ დასრულდება სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის ამბავი. არსენ ვენგერს შესაძლოა ერთიც გაექცეს და მეორეც, მაგრამ „მეთოფეები“ ყველა ვარიანტში ფავორიტებად დარჩებიან.

რაც შეეხება „ლივერპულს“, ის ინგლისის ჩემპიონატში 1990 წლის შემდეგ ხელმოცარული დადის, მაგრამ სწორედ ეს აძლევს სტიმულს. ამას დაამატეთ „მანჩესტერ სიტი“, რომელიც ყოველწლიურად იკრებს ძალებს, მომავალ სეზონში კი უკვე უმაღლესი მწვერვალების დასალაშქრად ემზადება. პლუს, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ - გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა და... სწორედ ეს არის მისი დიდი უპირატესობა. „დეზები“ სხვებზე ნაკლებად დაიღლებიან.

„ძალიან დავეჩვიეთ ტოპ-ოთხეულზე ლაპარაკს. ოთხეულში ჩვენ, „არსენალი“, „ჩელსი“ და „ლივერპული“ ვიგულისხმებით, მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ ოთხ გუნდზე ლაპარაკი აღარ შეიძლება. აშკარაა, რომ ლიდერთა გუნდს „მანჩესტერ სიტი“ შემოუერთდა. ისტლენდელებს ყველა ჩვენგანზე მეტი ფული აქვთ და საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვაც შეუძლიათ.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ვფიქრობ, გასულ სეზონში ამ გუნდს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ერთდროულად გამოსვლამ უარყოფითი დაღი დაასვა, დაღალა. ამიტომაც დაამთავრეს ჩემპიონატი ოთხეულს მიღმა. მაგრამ, როდესაც ამ გუნდებს და მათ პოტენციალს უყურებ, ხვდები, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა“.

ინგლისური გაზეთები კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ ფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ სერ ალექსის მიერ ჩამოთვლილ ხუთი გუნდის მოედანზე ჩემპიონს სწორედ ამ უჩვეულო „შავ-ლურჯი“ მაისურებით მოუწევს თამაში. ეს ფორმა „ნაიკის“ დიზაინერებმა 1948 წლის ფეხბურთის ასოციაციის ფინალისტი და 1968 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი „იუნაიტედის“ ფორმათა მიხედვით შექმნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა