საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა.

შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.

შარჯაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ამხანაგურ მატჩს როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელებით ხვდები, ეს შესაძლებლობას გაძლევს, ახალი მოთამაშეები გამოსცადო. ამჯერად ჩვენთან იმყოფებიან გოჩოლეიშვილი და საზონოვი. ახალი ფეხბურთელების დამატება ყოველთვის კარგია, რადგან მათ სიახლე შემოაქვთ გუნდში.

ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამხანაგური შეხვედრები. ჩემი გუნდისგან იმავე შემართებას და დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ შეხვედრებში იყო. სასიამოვნო იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე წლის კარგად დასრულება.

შესაძლოა, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვართ, რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზეა და სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, რომ კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე, გავახაროთ გულშემატკივრები და მოვემზადოთ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის".

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ნაყოფიერი წელი გვქონდა, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გულშემატკივარი კმაყოფილია. მიხარია, რომ ასეთი გარემო არის ქვეყანაში და ასეთი შედეგები გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც ძალიან მისასალმებელია.

საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ, თუმცა რთული თამაში იქნება. განსხვავებული კლიმატია, ბევრი ახალწვეული გვყავს და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ წელი კარგად დავასრულოთ".

გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

დავით 67
სიტყვა გულშემატკივარი, არ ნიშნავს ინაფარქტს. ამათმა გული მართლა შემატკიეს. ფეხბურთს იმიტომ ვუყურებ რომ სიამოვნება მივიღო და არა ამათ საცოდაობას ვუყურო. მესმის წაგებაცაა და წაგებაც. 1 პრესტიჟის გოლი რა გახდა . გვინეა ბისაუმ და იორდანიამ გაიტანეს დღეს გოლები იორდანიამ ესპანეთს გაუტანა "ვაბშე". ალ დარადრეხმა დალაშქრა ესპანელების კარი. ეს გვარი გაგონილი გექნება, იორდანიის და მსოფლიო დონის ამომავალი ვარსკვლავია ))
დავით
ქუთათურო! დაეშვი მიწაზე? არ გეგონოს გამიხარდა. უბრალოდ შემრცხვა მაგრად!
ბაქარ
თქვე დორბლიანებოო. რას გვაწვალებთ შეეშვით თამაშს ზოგადად!
სოსო
მადლობელი ვარ,სეხნიავ.ჩემი სათქმელიც,ჩემივე სახელით,შენ თქვი.
კობა
ვის ხიზანას?
დავით
ქუთათური!დამენიძლავე 100ლ x2 შენი იყოს. გაწყობს?
Irakli
გეგონება გულშემატკივარი კი არა ჩასაფრებული ადამიანები აკეთებენ კომენტარებს. რას ქვია ამის იმის გარეშე გუნდი არაა, ჯერ ეს ერთი ეს რა არგუმენტია, კვარაც და ჩაკვეც ქართველები არიან და არიან ნაკრებში, მეორეც ასეთი წინასწარ დამარცხებული და არ დავწერ რროგრი განწყობა რა უბედურებაა, და მესამეც ასე ერთად უვარჯიშებელ-შეუთამაშებელი და ექსპერიმენტული შემადგენლობით შეიძლება მართლაც წავაგოთ გუნდთან, რომელიც მსოფლიოსთვის ემზადება, მაგრამ ეს ტრაგედია და საქილიკო ჩემის აზრით ნამდვილად არ არის! წარმატებები ბიჭებს და საქართველოს ნაკრებს!
კ.მარქსი ფ.ენგელსი
აცადეთ ამ კაცს მუშაობა
Zura
კვარაცხელია გარეშე ეს გუნდი ის არის, რასაც ვთამაშობთ ბოლო 20 - 25 წელია. გაგვაბითურებენ და მიწაზე დავეშვებით მყისიერად.
ზურა
გული გაგისკდება ისეთ გუნდებსი თამაშობენ :D
gio
ქვილითაია თუ ათამაშეთ 10:0 მოგვიგია და ეგ არი!
Alexxx
Xvihas da hakves gareshe ki vnaxet ras carmoadgens nakrebi, axla kiteishvili shuashi gaadzlierebs, magram tavdasxm???? Goli vin unda gaitanos? Carmateba hvens nakrebs!!!
კაპიტან გარდენბურგი
გაუტყდება კიბარა, მეც იგივე დავწერე. ნეტა მოვიგოთ, მარა რომ ვერ ხვდებით წინასწარ რატომ წავაგებთ ეგაა პრობლემა. ხვალ შანსინარ არის მოგების. იქნებ ფრე იყოს. თუ არა და დავწერ ეომ შწვცდი, ნეტა ეგრე იყოს :)
ქუთათური
შენივე ნათქვამის გაგიტყდება ხვალ
დავით
აქ ბევრს დიდი იმედები აქვს, თავს იტყუებთ? კვირას გარეშე ეს გუნდი არაფერს წარმოადგენს. დიახაც წინასწარ ვიცი რაც იქნება ხვალ. რა მოგება რის მოგება, თვალი გაახილეთ
Guja Kakhadze
წარმატება ჩვენ ბიჭებს!
სოსო
წინსაწარ რატო თარსავ დალოცვილო და ნეგატივს ტირაჟირებ, დადებითად განეწვე, მასე ადრე ხშირად ვაგებდით, მაგრამ გუნდმა გარდატეხა შეიტანა და უკეთესად ვთამაშობთ ახლა
G.LA
beqa-ს მეზობელმა ნახა სიზმარი თუ შენ თვითონ ნახე?
beqa
წინასწარ ვიცი რაფერ იქნება ბურთი მოროკოს ექნება ზიეჩი აგვაწიოკებს გაგვიტანენ 2-3 ბურთს დამთავრდება :))
zaza
უნდა გამოცადოს ახალი ფეხბურთელები რომ ვნახოთ რას წარმოადგენენ! საზანოვი (1.94 სმ) კარგი ბიჭი ჩანს, გაბარიტებით მგონი ჰოლანდს (1.95 სმ) შეუძლია დაუდგეს. ამასთან საბას პასიც ეხერხება და იმედი მაქვს გაამართლებს. ზოგადად ნაკრებში პრობლემა სტანდარტული სიტუაციებია და იმედია გამოგვადგება. გოჩოლეიშვილი სწრაფია და დაცვაშიც კარგად შეუძლია მუშაობა ვნახოთ როგორ გამოიჩენს თავს.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში