"ინტერის" გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი ახალ სეზონში მძიმე ბრძოლას ელის, მაგრამ ოპტიმისტურადაა განწყობილი
გასულ სეზონში „ინტერმა“ შარშანდელთან შედარებით, ძალიან ცუდად იასპარეზა. 2010 წლის ევროპის ტრიუმფატორმა ვერც ჩემპიონთა ლიგაში გააწყო რამე და იტალიის ჩემპიონობაც თანაქალაქელ „მილანს“ დაუთმო. თუმცა, „ნერაძურის“ ფიასკოს ჰქონდა ობიექტური თუ სუბიექტორი მიზეზები და ახლა ამ მიზეზებზე აღარ ვისაუბრებთ, რადგან „ინტერის“ წარუმატებლობაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა.

ახალი ის არის, რომ „ინტერს“ იტალიაში დომინანტის როლის დაბრუნება უნდა. „ნერაძურის“ ჯანპიერო გასპერინის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელზეც მასიმო მორატი უდიდეს იმედებს ამყარებს და ცდილობს, ფანებიც დაარწმუნოს იმაში, რომ გასპერინის ხელში „ინტერი“ ისევ უძლეველი იქნება. მორატი ახლა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და უკვე გადაწყვეტილია, რომ „ნერაძურიში“ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ჯონათანი (სანტოსიდან) გადავა.

ახალ სეზონს განსაკუთრებით იმედენიანად მილანელთა გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი ელის. ეს უკანასკნელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი, რაშიც მისი სიტყვებიდან თვითონ დარწმუნდებით:

„ახალი სეზონის დაწყებას ყველანი მოუთმენლად ველით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მონდომებულია. „ინტერმა“ ეს სეზონი ისე უნდა ჩაატაროს, როგორც ეკადრება. ახლა ყველა ძლიერდება. სატრანსფერო ბაზარზე მარტო გრანდები კი არ აქტიურობენ, საშუალო დონის კლუბები და სუსტებიც ყიდულობენ ახალ ფეხბურთელებს. ეს ყველაფერ იმას ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონატის სტარტს მაქსიმალურად კარგად მომზადებულები უნდა შევხვდეთ, რადგან უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლა ისეთი დაძაბული იქნება, როგორიც დიდი ხანია, არ ყოფილა. ამ ეტაპზე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. მოსამზადებელი პროცესი კარგად მიდის და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებით.“

„სქაი სპორტის“ კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში სტანკოვიჩმა კონკრეტულად ჯანპიერო გასპერინიზეც ისაუბრა: „ჩვენი ახალი მწვრთნელი თითოეულ დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ფეხბურთელებს ძალიან ხშირად ცალ-ცალკე გვესაუბრება და დაწვრილებით გვიხსნის, რას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მწვრთნელის გაცნობის პროცესში ვართ, მაგრამ უკვე მოგვწონს მისი მიდგომა ნებისმიერ საკითხთან და მჯერა, რომ შეუძლია, „ინტერს“ „სკუდეტო“ დაუბრუნოს.“

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა