მომავალი სეზონის ფორმაციის "სამეფო კლუბმა" ამერიკაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში "ლოს ანჯელეს გელექსი" 4:1 გაანადგურა
ამერიკაში რონალდომ და კომპანიამ ბექჰემსა & Co-ზე წაივარჯიშა - 2011/12 წლების სეზონის ფორმაციის "რეალის" დებიუტი ბრწყინვალე იყო, "სამეფო კლუბმა" ამხანაგურ მატჩში "ლოს ანჯელეს გელექსი" მოსრა - 4:1.

ამ შეხვედრის ერთ-ერთი გოლის ავტორმა კრიშტიანო რონალდომ კი მატჩის შემდეგ ზუსტად ასე თქვა: "ჩინებული ვარჯიში გამოგვივიდაო". ეს, შესაძლოა, ამერიკული MLS-ისა და "ლოს ანჯელესესის" მოყვარულებს ეწყინოთ, თუმცა ფაქტი სახეზეა - უვარჯიშებელი და გამოხშირებული "რეალი" სულ სხვა სამყაროა და "გელექსი", სადაც ტკბილ პენსიას ატარებს ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელი და ყოფილი რეალელი დევიდ ბექჰემი, სულ სხვა.

ოთხიდან ერთი გოლი "რეალის" ახალწვეულისაა - ხოსე კალეხონს, 24 წლის გარემარბს, რომელიც ჯერ კიდევ მაისში "ესპანიოლის" მაისურით დაქროდა პრიმერაში, 30 წუთი ეყო "რეალის" თეთრ მაისურასთან შესაგუებლად და მან გაიტანა. ამ ეპიზოდში ერთბაშად ორმა ახალწვეულმა იყოჩაღა - ფაბიო კოენტრაომ ჩაჭრა ლოს ანჯელესელთა გრძელი პასი, კონტრშეტევა წამოიწყო და... შემდეგ ყველაფერი გენიალურად გააკეთა კაკამ - ანუ შესანიშნავი პასი გადააწოდა ახალბედა კალეხონს.

9 წუთში მეორე გოლიც გავიდა კალიფორნიელთა კარში - "რეალის" პრესინგმა მოედნის შუაში გაჭრა, მარსელომ ბურთი მოიპოვა და საჯარიმოს კუთხეში ხოსელუ მოძებნა, "რეალ კასტილიას" ფორვარდმაც შეძლო გატანა, თუმცა აქ ამერიკელი მცველის ბრალიცაა, რომლის რიკოშეტმა მეკარე დააბნია.

მეორე ტაიმში მოედანზე კრიშტიანო რონალდო გამოვიდა და გასული სეზონის "ოქროს ბუცის" მფლობელმა 8 წუთში 3:0 გახადა ანგარიში, გოლი კი სუპერი გამოუვიდა - ერთი მოძრაობით სამი მცველი ჩამოიცილა, ესეც არ იკმარა, ერთ-ერთი მსხვერპლი კიდევ ერთხელ გაამასხარავა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან გაიტანა. ხუთ წუთში კოენტრაოს ჩაწოდებულს თავი ქარიმ ბენზემამ დაუხვედრა. ამერიკელებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს დამატებაზე თავით ედამ კრისმენმა იყოჩაღა - 4:1.

ლოს ანჯელესის მემორიალურ კოლიზეუმში მატჩს 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ჟოზე მოურინიომ შესვენებაზე მთლიანად შეცვალა შემადგენლობა. პორტუგალიელ თავკაცს კოპა ამერიკაზე მოთამაშე გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია აკლდნენ. ახალწვეული ნური შაჰინი კი ტრავმირებულია. მოურინიომ ასეთი სასტარტო შემადგენლობა გამოიყვანა, კარში იკერ კასილიასი იდგა, დაცვაც ტრადიციული იყო, მარჯვნიდან მარცხნივ: სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო და მარსელო.

ცენტრში მოქმედებდნენ ესტებან გრანერო და სამი ხედირა. გრანეროს პლეიმექერობდა, რაშიც მას დიდად ეხმარებოდა კაკა, სამი შემტევი ნახევარმცველიდან ერთ-ერთი, ბრაზილიელი მართლაც ბრწყინვალე იყო, ისევე როგორც მარცხენა ფრთაზე მოქმედი ფაბიო კოენტრაო. სწორედ კოენტრაო გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მარჯვნიდან ხოსე კალეხონი უტევდა - ცენტრფორვარდი კი ხოსელუ გახლდათ. მოკლედ, ჟოზემ აჩვენა, რომ სასტარტოში ერთდროულად მარსელოსთვისაც აქვს ადგილი და კოენტრაოსთვისაც, თუ საჭირო გახდა ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. მეორე ტაიმში ითამაშეს: ადანი - არბელოა, ალბიოლი, ვარანი, ნაჩო - ხესე, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი, კასადო - ბენზემა.

"მოხარული ვარ ამ გამარჯვებით, მეტოქე საკმაოდ რთული იყო. მოგებაზე მეტად ის მიხარია, რომ ფეხბურთელებმა დავალება კარგად შეასრულეს. დღითიდღე ვუმატებთ და ვგრძნობ, რომ სერიოზული მიზნებისთვის მზად ვართ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ.

ამ თამაშამდე ოფიციალურად გამოცხადაა, რომ არგენტინელი ესეკიელ გარაი აღარ არის "რეალის" ფეხბურთელი - ის "ბენფიკამ" გაიფორმა.

ამერიკულ ტურნეზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე ნომრებია: ასე მაგალითად, ლასანა დიარა "რეალს" ამერიკაში არ გაჰყოლია და დიდი შანსია, ის მალე სულ სხვა გუნდის წევრი გახდეს. ამ შემთხვევაში კი პრესტიჟული "ათიანი" მესუთ იოზილს ერგება, რადგან სწორედ გერმანელი თამაშობს ტურნეზე ამ ნომრით. გარაის 19 ნომერი რაფაელ ვარანმა მიიღო. ფაბიო კოენტრაო "სამეფო კლუბში" მე-15 ნომრით ითამაშებს. ფერნანდო გაგოს ნაქონი 5-იანი ნური შაჰინისაა, 21-ს კი ხოსე კალეხონი დაეპატრონა, რომელიც გასულ სეზონში პედრო ლეონს ეცვა. ვიმეორებთ, რომ ეს ყველაფერი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული ფაქტი არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის