დუდა სანაძე კარიერას კვიპროსულ "ანორთოსისში" გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. "ანორთოსისმა" ქართველი უკანახაზელი გუნდში ამერიკელი ანდრე ვესონის მაგივრად მოიყვანა, რომელმაც ჩემპიონატის საწყის 4 ტურში მწვრთნელთა შტაბის იმედები ვერ გაამართლა.

სანაძეს მიმდინარე სეზონში, ეროვნული ნაკრების გარდა, სხვაგან არ უთამაშია. ის ბოლოს სერბულ "ჩაჩაკში" თამაშობდა და გუნდს გასული სეზონის ბოლოს დაემშვიდობა. დუდამ ევრობასკეტის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: ისლანდიაში 13 ქულა ჩააგდო, იტალიასთან კი 14 მოინაგრა.

დუდა ეროვნულ გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, საკლუბო დონეზე კი "პრიმორსკას" (სლოვენია), "პისტოიას" (იტალია), "გიპუზკოას" (ესპანეთი), "როსა რადომის" (პოლონეთი), "ფუენლაბრადას" (ესპანეთი), "ოლივეირენშესა" (პორტუგალია) და "ალ ხორის" (კატარი) რიგებშიც უთამაშია.

რაც შეეხება "ანორთოსისს", ნიქოზიური გუნდი 4 ტურის შემდეგ ერთი მოგებით მე-8 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 ნოემბერს, "ანორთოსისი" "ომონიას" დაუპირისპირდება და ქართველი ახალწვეულის დებიუტს სწორედ ამ მატჩში უნდა ველოდოთ.

GBF

ვახ,ნახეთ როგორ ააყვავა სანიკიძემ ქართული კალათბურთი?!
Drago
და ცუდი რა არის მანდ და ან მეტი დონე რომელი ეკუთვნის?
ირაკლი
ამასაც მოხერხება ხო უნდა,მოკლედ ყველგან ჩავისვარეთ!!!!
რრრ
სირცხვილია რა, ასეთი მონაცემების კალათბურთელი, რომ აქ აღმოჩნდება, საკუთარ სიზარმაცეს უნდა დააბრალო, რა.
ლადო
სამწუხაროდ ეს არის ჩვენი დონე
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა