ესპანური ტრანსფერები: "ბარსელონა" და "რეალი" ნეიმარისთვის იბრძოლებენ
სანამ ლა ლიგა დაწყებულა (და კიდევ ერთი კვირა ამის შემდეგაც) ესპანური კლუბები განაგრძობენ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას. როგორც ჩანს, დიდი ომია მოსალოდნელი ამ ფრონტზეც, მონაწილენი კი ისევ ისინი არიან, "რეალი" და "ბარსელონა".

საქმე იმაშია, და ეს თავად ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა, "რეალის" გარდა ბრაზილიელი თინეიჯერის, ნეიმარის ყიდვა "ბარსელონასაც" მოუნდომებია. თუკი "რეალი" თანახმაა ნეიმარის ნაცვლად 45 მილიონი ევრო გაიღოს, "ბარსელონა" 50-საც არ ეშურება.

ამასობაში, კატალონიურმა გრანდმა ერთი არასაჭირო ფეხბურთელიც მოიცილა, ბრაზილიელ მცველ ენრიკე ადრიანო ბუსს "რასინგში" გატარებული იჯარის პერიოდი დაუსრულდა, "ბარსამ" ამჯერად ის უფრო შორს გაუშვა (ისევ იჯარით) - მშობლიურ ბრაზილიაში, ენრიკე სეზონს "პალმეირასში" გაატარებს. ენრიკეს "ბარსელონაში" ჩემპიონატის მატჩში არც უთამაშია - ის 2008 წლის ზაფხულში გადავიდა კატალონიაში და მას შემდეგ სულ იჯარით თამაშობს, ჯერ გერმანულ "ლევერკუზენში", შემდეგ კი - სანტანდერის "რასინგში".

მოკლედ, ლა ლიგამ ერთი კარგი ფეხბურთელი დაკარგა. მართალია, ენრიკე ვერ ახერხებს ბარსელონური კონკურენციის დაძლევას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "რასინგში" ის მოწინავე მცველი იყო.

ბარსელონის კიდევ ერთმა გუნდმა, "ესპანიოლმა" მედიას წარუდგინა ორი ფეხბურთელი: ექტორ მორენო და დიდაკ ვილა. მორენოში "ესპანიოლმა" ჰოლანდიურ "ალკმაარს" 4 მილიონი ევრო გადაუხადა. დიდაკ ვილა კი "ესპანიოლში" "მილანიდან" დაბრუნდა, ოღონდ, ახლა ის კატალონიაში იჯარით ითამაშებს.

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

7 ივლისი ხუან კარლოსი რეალი ბ სარაგოსა 2,5 მლნ. ევრო

7 ივლისი კრისტიან საპატა უდინეზე ვილიარეალი 7 მლნ.

7 ივლისი ფლორიან ლეჟონი ისტრი ვილიარეალი 1 მლნ.

7 ივლისი ფრან კარნისერი ხაენი ოსასუნა თავ. აგენტი

7 ივლისი მიჩელი ვალენსია ერკულესი იჯარა

7 ივლისი მანუ მოლინა ესპანიოლი უესკა იჯარა

8 ივლისი პაბლო კასერესი ტიგრე მალიორკა თავ. აგენტი

8 ივლისი ხავი ლოპესი მალაგა ხაენი იჯარა

9 ივლისი ისკო ვალენსია მალაგა 6 მლნ.

9 ივლისი მარკო ტორსილიერი სპორტინგი რაიო ვალეკანო იჯარა

9 ივლისი ხაიმე მორენო უდინეზე გრანადა იჯარა

9 ივლისი ოიერ სანხურხო ოსასუნა სელტა იჯარა

10 ივლისი ველიგტონ სილვა არსენალი ლევანტე იჯარა

10 ივილისი ჯანი ზუივერლონი ვესტ ბრომვიჩი მალიორკა თავ. აგენტი

11 ივლისი დავიდ კორტესი ერკულესი გრანადა თავ. აგენტი

11 ივლისი კრისტობალ მარკესი ვილიარეალი კარპატი თავ. აგენტი

11 ივლისი ედუ რამოსი მალაგა ვილიარეალი თავ. აგენტი

12 ივლისი ალბერტო პერეა ატლეტიკო რაიო ვალეკანო თავ. აგენტი

12 ივლისი არონ ნიგესი ვალენსია ალმერია თავ. აგენტი

12 ივლისი ხერმან პაჩეკო ატლეტიკო კარპატი თავ. აგენტი

12 ივლისი ხავიერ აკუნია რეალი ბ ხირონა იჯარა

12 ივლისი რენანი ვალენსია ინტერნასიონალი თავ. აგენტი

13 ივლისი მიგელ ანხელ საისი რასინგი ბარსელონა ბ 6 მლნ.

13 ივლისი იკეჩი ანია სელტა გრანადა თავ. აგენტი

13 ივლისი პედრო ბარანკოსი გრანადა კადისი იჯარა

13 ივლისი სანი ვალენსია ნუმანსია თავ. აგენტი

14 ივლისი ჟილვან ვიეირა უესკა ერკულესი 0,6 მლნ. ევრო

14 ივლისი ხუან კარლოსი ვილიარეალი ელჩე იჯარა

14 ივლისი ალეხანდრო დომინგესი ვალენსია რივერი იჯარა

14 ივლისი დანი ბენიტესი უდინეზე გრანადა იჯარა

14 ივლისი რუი ფონტე სპორტინგი ესპანიოლი იჯარა

14 ივლისი ბენხა ბარსელონა ბ ხირონა თავ. აგენტი

15 ივლისი ივან ბოლადო რასინგი კარტახენა თავ. აგენტი

15 ივლისი ჟოზი ალტიდორი ვილიარეალი ალკმაარი თავ. აგენტი

15 ივლისი ენრიკე ბარსელონა პალმეირასი იჯარა

16 ივლისი ჯონ. დოს სანტოსი ბარსელონა ბ სარაგოსა 1 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს