4 მატჩი და 4 მოგება – ბექა წივწივაძის გაწვრთნილი “კავკასია”, რომელიც სუპერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, ერთპიროვნული ლიდერია. დღეს, სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლო 2 მატჩში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, ჩემპიონატს გამოკვეთილი ლიდერი შერჩა. აქამდელი სამხელისუფლიანობა "კავკასიის" ერთპიროვნულმა ლიდერობამ შეცვალა. სამიდან 3 მოგების მქონე “კაკტუსი” “მეგასთან” დამარცხდა, ანალოგიური შედეგის მქონე “რუსთავი” ისვენებდა, ხოლო კავკასიელებმა “ტიტები” 94:85 (სტატისტიკა) დაამარცხეს და სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

“ტიტებმა” საკმაოდ კარგად დაიწყო მატჩი და სადებიუტო ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა. სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი 5:12 ჩამორჩენიდან გალიდერდა და საწყისი პერიოდი 24:15 მოიგო. მეორე ათწუთეულიდან სრული დატვირთვით ამოქმედდნენ კავკასიის ამერიკელი ლეგიონერები – კრის მაკნილი და ჯასტინ ფორესტი. მაკნილი წინა სეზონში სწორედ "ტიტებში" თამაშობდა და ზედ პლეი-ოფის წინ გუნდი მოულოდნელად დატოვა. ის ამ სეზონის წინ კავასიელებმა ჩამოიყვანეს და ჯერჯერობით მისი მხოლოდ მადლიერები არიან.

ბექა წივწივაძის გუნდს მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია და დუდუ დადიანის მემორიალსა და სუპერლიგაში ჯამში 9 მატჩი მოიგო. თითქმის ყველა შეხვედრაში ამინდის შემქმნელი სწორედ მაკნილი გახლდათ და ასე იყო ამჯერადაც. მისი და ჯასტინ ფორესტის წინამძღოლობით, რასაც კავკასიელთა გუნდური დაცვა ერწყმოდა, წივწივაძის გუნდმა მეორე პერიოდი 20 ქულით (35:15) მოიგო და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა – 50:39.

ტიტები დანებებას არ აპირებდა. ბესო ლეჟავამ ადეკვატური ტაქტიკური გადაადგილებები მოახდინა, მოთამაშეებმაც გაუმართლეს და მატჩის განახლებიდან 8 წუთში ანგარიში გათანაბრდა – 63:63. თამაში ახლიდან დაიწყო და კავკასიელთა საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს ხელმეორედ შეკვრა და ფსიქოლოგიური უპირატესობის მქონე მეტოქის ჩამოტოვება. ლევან გოგიჩაიშვილის და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის სამქულიანების, ასევე აიზია ელისის ფარქვეშა შედეგიანობის შემდეგ კავკასია კვლავ ხელჩასაჭიდად (77:70) დაწინაურდა და თამაშის დამთავრებამდე დარჩენილი 7 წუთიც ისე ჩაამთავრა, მეტოქე ახლოს არ გაიკარა.

კავკასიელთაგან საუკეთესო იყო აქამდე არაერთგზის ნახსენები კრის მაკნილი, რომელმაც 22 ქულა, 5 პასი და 2-2 ჩაჭრა-მოხსნა მიითვალა. აიზია ელისმა 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე კი 15 ქულა და 5 პასი დაგროვდა. ტიტებში 26 ქულით ორდანე კანდა გამოირჩა. 20 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა კენდრიკ ტომპსონის ანგარიშზეა. მიქაელ უგრეხელიძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 26, 27 და 28 ნოემბერს გაიმართება. 25 ნოემბერს კი პირველი ტურის სუპერთასის გამო გამოტოვებული მატჩი ჩატარდება. მაშინ ბათუმმა და ქუთაისმა სუპერთასი გაითამაშეს, პირველი ტურის მატჩს კი 25 ნოემბერს, ბათუმში ითამაშებენ.

GBF

Duscatto წაიკითხეს კარგად
არ მინდოდა ამის დაწერა მაგრამ იძულებული ვარ დავწერო მე მყავს 17 წლის ბავშვი 207სმ სიმაღლის ახლა კიდო აქვს მომატებული...8 წელი დადიოდა კალათბურთში და ერთერთ პრესტიჟულ აკადემიიდან მესმოდა სუსტია სუსტიაო....გამოყვანის დროს ვიკითხე 8 წელი რატო არ მოამზადეთქო და მოპასუხე რატო უნდა მოვამზადოთ ბავშვები ტურნირები არ ტარდება....და რატომ გეტკვი 360 ლარი ინდ.ფიზიკური 300 ლარი ...აკადემიის 150 ლარი და დათვალეს ამხელა ხელფასი ვისაც აქვს საქართველოში. ახლა მიზის სახლში და აბიტურიენტია.ეტყობა შენ მაგათი ბიძაშვილი ხარ და მაგათი ნათესავი
kombato
isedac aris suren limiti da sakmeshi tu ar erkvevi nurc tvinikosob
duscatto
shen dagekitxevian axla kerdzo klubebi vin aiyvanon . kartvelis agzrdas kidev clebi dachirdeba da shen gatamashon manamde?
ჟორა გაბრიჭიძე
ალბათ ლიმიტის დაწესებაა გამოსავალი. ვისი განვითარებისთვის ვხარჯავთ ფულს?
გაი
სუპერლიგა სუპერლიგა ქართველების არ არის უცხოელების თამაში გახდა.....რატო იმიტომ რომ ასაკობრივების ტურნირი ტარდება მაისი ივნისში და ორ თვეში უნდათ ბავშვების განვითარება,მეგონა სანიკიძე მაინც გაღვიძება ასაკობრივ კალათბურთს ,მაგრამ ჯერ კიდო ძინავს...აქიდან გამომდინარე მომავალი სანაკრებო ბავშვები ან სუპერლიგაში მოთამაშეები ქართველებით არ შეივსება და წინა პლანზე სულ უცხოელები იქნებიან.ქართველები დაიჩაგრებიან და ვერც ევროპის ასპარეზზე ვერ გავლენ,იმიტომ რომ სუპერლიგაში არ ჩანან.
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა