"მაკლარენის" ბრიტანელი პილოტი ჯენსონ ბატონი თავის მენეჯერ რიჩარდ გოდარტთან ერთად კომპანია The Sports Partnership შექმნა

ფორმულა 1-ში არ ყოფილა ისეთი პრაქტიკა, როცა მოქმედ პილოტს მენეჯერობა დაეწყოს და თავისი სავარაუდო თუ მოქმედი კონკურენტების კარიერაზე ეზრუნოს.

მაგრამ ახლა გამონაკლისი გახდება "მაკლარენის" ბრიტანელი პილოტი ჯენსონ ბატონი, რომელმაც თავის მენეჯერ რიჩარდ გოდარტთან ერთად კომპანია The Sports Partnership შექმნა.

"რა თქმა უნდა, ჯენსონს შეუძლია ფორმულა 1-ის სხვა პილოტის კარიერით დაკავდეს. მას არ სურს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს თავის უშუალო კონკურენტთან, მაგრამ სიამოვნებით დაინტერესდებოდა ახალგაზრდა მრბოლელით, რომელსაც თითქმის არ აქვს "სამეფო რბოლებში" გამოსვლის გამოცდილება.

რვა წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული ჯენსონის კარიერით. ის ფორმულა 1-ში 12 წელია გამოდის და კარგად იცის რას ნიშნავს იყოს მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი. ჯენსონს ეხერხება პრესასთან და სპონსორებთან მუშაობა, ვარჯიშების დაგეგმვა, დიეტის შერჩევა. ახლა ის თავის გამოცდილებას სხვა პილოტებს გაუზიარებს", - ამბობს რიჩარდ გოდარტი.

"რედ ბულის" ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ავტოსპორტის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

ნიუი დაჯილდოვდა ბოლო 30 წლის განმავლობაში საავტომობილო წარმოებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ცერემონია ლონდონში გაიმართა და "რედ ბულის" ტექნიკურ შეფს ჯილდო მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დეიმონ ჰილმა გადასცა.

ასე რომ, ნიუი ისეთი დიადი პიროვნებების გვერდით დადგა, როგორებიც არიან როს ბრაუნი, ფრენკ უილიამსი, სტირლინგ მოსი, ჯეკი სტიუარტი და ბერნი ექლსტოუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli
აი ბერნი ექლსტოუნს მაგ სიაში მართლა რა ესაქმება?! მაგის პირადი დამსახურებაა F1-ის რბილად რომ ვთქვათ "გაუბრალოება" და ფულის საკეთებელ სპორტად გადაქცევა.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა