მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, H ჯგუფში, პორტუგალიამ განა 3:2 დაამარცხა.

ამ მატჩს ყველა განსაკუთრებულად ელოდა, ვინაიდან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს „მანჩესტერიდან“ სკანდალურად აბარგებული რონალდო, რომელიც ევრო 2004-დან დაწყებული, პორტუგალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მეათე დიდ ტურნირზე (ეს ევროპული რეკორდია) და მეხუთე მუნდიალზე იღებს მონაწილეობას.

პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, პორტუგალია ინიციატივას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც რონალდომ ვერ გამოიყენა. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეიცვალა, ვიდრე კრიშტიანომ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში არ გახსნა - მსოფლიოს 5 სხვადასხვა ჩემპიონატზე გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხანში კუდუსი მარცხენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, განივი გადაცემა გააკეთა და აიუმ დიოგუ კოშტას კარი დალაშქრა. შემდეგ ფელიქსმა და ლეაომ დაამწუხრეს აფრიკელები. განამ გაიბრძოლა, ბუკარიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შეხვედრის დასასრულს ინიაკიმ მეკარეს ბურთი მოჰპარა, მაგრამ კარში გადაგზავნა ვერ შეძლო და არცთუ დამაჯერებლად პორტუგალიამ მოიგო.

ამ ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ლიდერი პორტუგალია ურუგვაის, განა კი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

დოჰა, „სტადიუმ 974“. 42 662 მაყურებელი

პორტუგალია - განა 3:2

გოლები: 1:0 რონალდო (65, პენ), 1:1 აიუ (73), 2:1 ფელიქსი (78), 3:1 ლეაო (80), 3:2 ბუკარი (89)

პფფ
ბარსას ტოკსიკური და უნამუსო ფანები სულ დისკრედიტაციას უწეევენ რონალდოს.თველაბეიშვილიც სულ მაგას აკეთებს მთელი თავისი ცხოვრება და ჩვენი დანარჩენი ექსპერტები (ვითომმცოდნე მესისტები).მაგრამ საქმე იმაშია რომ რონალდო თქვენნაირებს უმტკიცებს,რომ კიდე შეუძლია თამაში,აი თქვენ კი რა გეშველებათ.არ დაბლოკოთ
რრრ
ნაჩუქარი პენალტით ყველა რეკორტსმენი იქნება.
უსინდისობას საზღვარი არა აქვს
მარაზმატიკი ყველა პროფესიის დიდი წარმომადგენელი შეიძლება იყოს მათ შორის აღმოჩნდა ფეხბურთელიც.ბოლო 5 წელია არცერთი გადამწყვეტი თამაშია არ მოუგია,მოედანზე დადის და გასაკვირად სხვის ოქროს ბურთებს რატომღაც მაგას ჩუქნიან.ეგ კი არა და წელსაც ოქროს ბურთის ნომინანტებში ფრანს ფუტბოლის აზრით ლიდერობს იმიტომ რომ მაკაბის და საფრანგეთის ჭაობის ჩემპიონატში ყველას ანგრევს.ბენფიკამ რომ გაასწრო ეგ არაფერია.
კაკო
მაგარი ფეხბურთელია აბა ვინ არის ვინც მაგას იტყვის რომ რონალდო არ არის მაგარი ფეხბურთელი ის ან კაიფობს და სპეციალურად უშლის რონალდოს მხარდამჭერებს ნერვებს მე ეს ფეხსაცმელი მაგრად არ მევასება მაგრამ მაგას ვერ ვიტყვი რომ რონალდო მაგარი არ არის ფეხბურთის ფამაშში.სიმართლე უნდა თქვა
912
ერთი იუვენტუსთან გეკუთვნოდა პენალტი და მეორე ახლა სულ ნაჩუქარი პენალტით როგორ იქმნი "დიად" კარიეარას
სიმართლეს
რამ გაგამწარა შე კაი ადამიანო. გიყვარს და გიყვარდეს, ვინ გიშლის....
ფჯდბ
ვერ ყოფილხარ ჭეშმარიტი ქომაგი, როცა მესიზე ამბობ ,,ვინმე მარაზმატიკს`` ჭეშმარიტი ქომაგი უბრალოდ დატკბებოდა ამ ორი გიგანტის ყურებით. ორი მსოფლიო დონის მოვლენას ვადევნებთ თვალყურს და უბრალოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ ამის გამო, რომ ღმერთმა გვარგუნა ეს დიდი ბედნიერება, რომელიც ალბათ რამდენიმე ათწლეული აღარ განმეორდება.
სანდრო
დაიწყებენ ეხლა მუცელგადმოგდებული ( 20 ხინკლისა და 5ლუდის მირთმევის მერე) ფეხბურთის დიდი ექსპერტები რონალდოს კრიტიკას.ნეტა ცხოვრებაში იმის მეასედი მაინც იშრომონ და გააკეთონ რაც ამ კაცმა.
აუფ
აუფ )))))))
დდდ
როცა ყვითელი ბარათი გეკუთვნის პენალტის სიმულაციისთვის და ამის ნაცვლად უნიკალური რეკორდის ავტორი ხდები, ანუ რატომ იყო გამორთული ვარ-ი მთელი მსტჩის განმავლობაში?!...
სიმართლე
ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ნამდვილი ლეგენდის კიდევ ერთ საფეხბურთო რეკორდს რომლის გამეორებაც 16 წლის შემდეგ თუ შეუძლია მბაპეს.ყველა რეკორდი ალალად სტადიონზე ფეხბურთის თამაშით ააქვს დამყარებული და არა ზოგიერთი მარაზმატიკივით ფრანსფუტბოლის კაბინეტებში.
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"პენალტი? მსაჯებმა რონალდოს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს" - განელთა მწვრთნელი
ᓒᓐᓜᓐᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ: ᓑᓝᓐᓢᓔᓜᓒᓘ ᓩᓔᓛᓡ ᓒᓣᓜᓓᓨᓘ ᓐᓦᓐᓠᓐᓡᓝᓓᓔᓡ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ᓙᓠᓘᓨᓢᓘᓐᓜᓝ ᓠᓝᓜᓐᓚᓓᓝ: ᓑᓝᓚᓝᓛᓓᓔ ᓕᓔᓪᓐᓓᓔᓗ, ᓛᓐᓒᓠᓐᓛ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘ ᓐᓡᓔᓗᓘᓐ
ᓒᓐᓜᓔᓚᓛᓐ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓛᓐ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓨᓘ ᓦᓐᓠᓘᓑ ᓛᓝᓡᓐᓮᓚᓔᓝᓑᓐᓡ ᓤᓣᓚᓘ ᓓᓐᓣᓠᓘᓒᓐ [VIDEO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
ᓡᓐᓚᓘ ᓛᓣᓜᓢᓐᓠᓘ ᓒᓐᓜᓐᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓨᓘ ᓗᓐᓛᓐᓨᓡ ᓐᓦᓐᓠ ᓐᓞᓘᓠᓔᓑᓡ
ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ: ᓛᓔᓝᓠᓔ ᓢᓐᓘᓛᓨᓘ ᓒᓐᓜᓐᓛ ᓡᓐᓙᓣᓗᓐᓠᓘ ᓫᓐᓚᓐ ᓓᓐᓒᓕᓐᓜᓐᓮᓐ
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა