ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლაშხი-ალიევის მორიგი დუელი სტამბოლში

ლაშხი-ალიევის მორიგი დუელი სტამბოლში

მსოფლიოს წლევანდელი პირველობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან იქ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა
მსოფლიოს წლევანდელი პირველობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან იქ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, ყოველ წონაში 6-6.

ამდენად, საინტერესოა ჩვენებურთა მეტოქეებიც. განსაკუთრებით ისეთ წონებში, სადაც მედლის მოპოვების კანდიდატები გვყავს.

სწორედ ამ კუთხით საინტერესო იყო ბაქოში წინა კვირას დამთავრებული "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრება. იქ მასპინძელთა ნაკრებმა ორი ოქრო მოიპოვა, მაგრამ ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანია - 55-ში ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა როვშან ბაირამოვმა იმარჯვა, 60-ში - ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა, საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფალავანმა ჭიდაობის ამ სახეობაში ჰასან ალიევმა.

მართალია, იქაურთა ნაკრების თავკაცი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ფარიდ მანსუროვი კი ამბობს, ამ ტურნირზე გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის გარანტია არა არისო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ წონებში ჩვენებურებს აზერბაიჯანელთაგან ესენი გაუწევენ კონკურენციას. მათგან უფრო მყარი მაინც ალიევის პოზიცია ჩანს, რომელიც კვლავაც რჩება წონის გამოკვეთილ ლიდერად. მან დუბლს შარშანწინ ახალგაზრდებში მიაღწია, მერე უფროსებში გადავიდა და შარშან უკვე იქ გაიმეორა ეს წარმატება.

რომ არა რევაზ ლაშხი, ალიევს იქნებ ზედიზედ მესამე დუბლი მოეგო, მაგრამ დორტმუნდში ბორჯომელმა ფალავანმა ჭკვიანი ტაქტიკით ნახევარფინალში ფარ-ხმალი დააყრევინა კონკურენტს და ბრინჯაოს დააჯერა. "ოქროს დიდი პრიზის" წლევანდელ შეჯიბრებაში საჭიდაოდ ლაშხი ძირითადად ალიევის გამო არ გაუშვეს, მასთან შესაძლო შეხვედრაში მსაჯები დაჩაგრავენ, რაც ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედებსო და ბაქოს ნაცვლად მადრიდში აჭიდავეს.

რეალურად მართლაც იყო შანსი, რომ ბაქოში არბიტრები მასპინძელს ყველანაირად დაეხმარებოდნენ და ჩვენი მწვრთნელების გადაწყვეტილებაც გონივრული ჩანს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ალიევმაც ძლიერად იჭიდავა. ფინალში მან ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავორ სტეპანეკი დაამარცხა, ტურნირის შემდეგ კი განაცხადა: "მე ვფიქრობდი, რომ ასპარეზობა არ იქნებოდა იოლი, მაგრამ ფინალამდე განსაკუთრებული პრობლემები არ შემქნია. ფინალი ციტათი რთული იყო, თუმცა მოგება არ გამჭირვებია. მიხარია, ყველაფერი ასე კარგად რომ დამთავრდა".

იმის მიუხედავად, რომ წარმატებული სპორტსმენია, თურმე ევროპის პირველობაზე წაგებამ მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა: "იმ წაგების შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ მე დავსუსტდი და არც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა შემეძლო და უფრო დაბალ დონეზე ჩამოვინაცვლე. თუმცა ეს ასე არ არის. ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებდი მოსაგებად, დარბაზიდან ყველაზე ბოლოს გავდიოდი და ამიტომაც გავიმარჯვე".

ალიევი ევროპის ჩემპიონატზე წაგებას ტრავმებით ხსნის, თუმცა რამდენად გულახდილია, ცხადია, ვერ გეტყვით. ის ლაპარაკობს ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც, რაც ახალგაზრდა ფალავანს დააწვა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი უკან დარჩა და ისევ მზადაა დიდი შედეგებისთვის. უპირველესად - სტამბოლში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად.

"ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი იმ ჭიდაობის დემონსტრირებას, რაც მიყვარს. მთლიანობაში, ეს გამარჯვება ბევრს არაფერს ნიშნავს - მსგავსი შეჯიბრება შარშანაც მოვიგე, მაგრამ ამჯერად საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნა. მსოფლიოს ჩემპიონატზე პარალელურად ორი ამოცანა მექნება გადასაჭრელი - ტიტულის შენარჩუნება და ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება".

სავარაუდოდ, ალიევი ლიცენზიას მართლაც მოიპოვებს - სხვა თუ არაფერი, მსგავსი რანგის ღონისძიებას ამ დონის ათლეტის გარეშე ხიბლი დააკლდება, მაგრამ, იმედია, ტიტულის შენარჩუნებაში ლაშხი ამჯერადაც შეუშლის ხელს.

ცოტა უფრო რთულადაა ბაირამოვის ლიდერობის საკითხი - გამარჯვების მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ის გამოკვეთილი ფავორიტია. დედით ქართველ ფალავანს შარშანდელი სეზონი გაუცდა - ჯერ იყო ტრავმები, რის გამოც წააგო ევროპისთვის შესარჩევი შეჯიბრება, მერე კი მსოფლიოც გამოტოვა. შარშან მას ელჩინ ალიევმა აჯობა, რომელმაც მეტეორივით გაიელვა და გაქრა - შარშანვე ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე მსოფლიო წააგო, მას შემდეგ კი არსად ჩანს.

ამის მიუხედავად, ბაირამოვს კონკურენტები არ აკლია - ბაქოში ამ წონაში ოთხივე მედალი მასპინძლებმა მოიპოვეს. ბაირამოვმა ნახევარფინალში ორჰან ახმედოვი დაამარცხა (მისი მხრიდან ეს რევანშიც იყო), ფინალში კი ტალაჰ მამედოვი დაჯაბნა. ამის მიუხედავად, სტამბოლში, მსოფლიოს პირველობაზე წასვლის შანსებზე ღიად საუბარს მაინც მოერიდა, თუმცა ის კი დაადასტურა, რომ ამ გამარჯვებით ისევ დაიბრუნა საკუთარი ძალების რწმენაც და მსოფლიოზე გამოსვლის შანსიც. მან

ისიც ღიად განაცხადა, რომ ოლიმპიადის მოსაგებად ემზადება.

აზერბაიჯანელებს ამ ნაკრებში ძირითადად ქვედა წონებში ჰქონდათ წარმატებები, მძიმეებიდან კი შალვა გადაბაძის გადაბირების შემდეგ 84-შიც მოიპოვეს მედალი ევროპაზე. ახლა ამ წონაში მათი ლიდერი ირანიდან გადაბირებული მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი სამან ტახმასებია. მისი გადაყვანის შემდეგ ჩვენებურის შანსები უკან-უკან წავიდა - 84-ში დაკარგა ადგილი და 96-ში გადაინაცვლა, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწია. ბაქოში ის მეოთხედფინალში უნგრელ ბალაზც კისთან დამარცხდა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია