სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის სუპერთასი ნახევარფინალური შეხვედრებით გვიბრუნდება.

სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული "შავი ლომი" კვირას, 4 დეკემბერს, ესპანურ "იბერიანსს" 16 საათზე „ავჭალაზე“ ეთამაშება. ამავე დღეს მეორე ფინალისტი ლისაბონში გაირკვევა, სადაც ადგილობრივი "ლუზიტანუში" ისრაელის "ჰითსს" ჩვენი დროით 19 საათზე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ნახევარფინალური ეტაპი ერთი მატჩისგან შედგება, სუპერთასის მფლობელი კი 17 ან 18 დეკემბერს გამოვლინდება.

"შავი ლომი" „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე ორშაბათს შევიდა და მზადების ინტენსიურ ეტაპზე გადავიდა. გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გრიგორ ქერდიყოშვილი და თემო ჭიჭინაძე, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. ტრავმირებული არიან და სავარაუდოდ ფინალიც გაუცდებათ თორნიკე აქუბარდიას და გიორგი კერვალიშვილს. ტრავმა აქვს და ნახევარფინალამდე ვერ მომჯობინდება სანდრო თოდუა. რეაბილიტაციას გადის და ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ ვერა ლუკა ივანიშვილი. ასევე გაცივდა და ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს ლაშა ხმალაძე.

არის მატებაც – ტრავმები მოიშუშეს და სრულყოფილად ვარჯიშობენ ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე და სოსო მათიაშვილი.

„გუნდის ნაწილმა ნაკრებთან ერთად ნოემბრის ტესტ-მატჩებში მიიღო მონაწილეობა, დანარჩენები კი დიდი 10-ის კლუბებში იყვნენ და იქ მიიღეს სათამაშო გამოცდილება. სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები და რამდენიმე მოთამაშეს, ნახევარფინალის გარდა, ფინალის გამოტოვებაც მოუწევს. სანაკრებო დონის თამაშებიდან სუპერთასზე გადართვას თან გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს ხოლმე, თუმცა ვმუშაობთ და იმედს ვიტოვებ, 4 დეკემბრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

სუპერთასის გასული გათამაშების ნახევარფინალში "შავი ლომი" ასევე "იბერიანსს" შეხვდა. მაშინ გუნდებმა „ავჭალაზე“ უხვქულიანი თამაში შემოგვთავაზეს და ჩვენმა გუნდმა 43:40 იმარჯვა. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ წელს უპირატესობა უფრო სოლიდური იქნება:

„რაღაც ეტაპზე თამაშის სადავეები ხელიდან გაგვექცა, მეტოქემ იოლად შეძლო ქულების აღება და ის შეხვედრა უხვქულიანი ამის გამო გამოდგა. ვეცდებით, უფრო აგრესიული ვიყოთ დაცვაში და ნაკლები შეცდომები დავუშვათ. მაქვს პრეტენზია, რომ "იბერიანსთან" დომინანტები ვიყოთ ყველა ასპექტში, როგორც ძალისმიერ, ასევე ღია თამაშში“.

Rugby.ge

სოსო
შავი ლომების ყურებისას,მუდამ შთაბეჭდილება მრჩება,რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ,მაგრამ შეუკვრელი გუნდია.არადა უკვე კაი ხანია,ერთად არიან.ალბათ უფრო სერიოზულ ლიგაში თამაში სჭირდებათ,სრული მობილიზაციისათვის.უელსისა და იტალიის დამმარცხებელ ბიჭებს,გაცილებით უკეთესი თამაში მოეთხოვებათ.ამისათვის კი,ღირსეული გამღიზიანებელია საჭირო.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"