შონ რაიტ ფილიპსს სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ მომავალი აქვს
შონ რაიტ ფილიპსს სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ მომავალი აქვს. 29 წლის გარემარბს ისტლენდელებთან კონტრაქტის ბოლო წელიწადი დაეწყო და, ბუნებრივია, ყველა ელოდება, რომ „სიტის“ თავკაცები გაყიდიან, თუმცა კაცმა არ იცის, როგორ მოტრიალდება საქმე: მწვრთნელ რობერტო მანჩინის ძალიან მოეწონა ინგლისელი გარემარბის თამაში მექსიკური „კლუბ ამერიკას“ წინააღმდეგ.

„სიტიმ“ რაიან მაკგივერნისა და რაიტ-ფილიპსის გოლებით „ამერიკა“ 2:0 დაამარცხა, იტალიელმა მწვრთნელმა კი თქვა:

„ვნახოთ, რა მოხდება სეზონისწინა შეკრებაზე. ბოლოს და ბოლოს შონს „მანჩესტერ სიტი“ ხომ ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. მეორე მხრივ, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და არ მინდა სათადარიგოთა სკამზე მეჯდეს. ამიტომაც, ჯერ დავაკვირდები და მერე შევეცდები ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც უპირველეს ყოვლისა მისთვის იქნება სასარგებლო“.

საკუთრივ ფეხბურთელმა კი მოვლენები ასე შეაფასა: „ბევრს ვმუშაობ. „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა არ მინდა. მწვრთნელსაც ვუთხარი, რომ ჩემთვის იდეალური აქ დარჩენა და თამაში იქნებოდა. ყველამ იცის, რომ „სიტი“ ჩემთვის უბრალოდ გუნდი არ არის, თუმცა ჯერ დაბეჯითებით ლაპარაკი ნაადრევია. დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო