„ტოტენჰემის“ მწვრთნელის ჰარი რედნაპის ასისტენტმა კევინ ბონდმა 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩის შესახებ ილაპარაკა
ვერ გეტყვით, შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ თუ რა იყო, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფმა „ტოტენჰემმა“ ადგილობრივ „კაიზერ ჩიფსთან“ 1:0 წაგების შემდეგ პრესასთან სალაპარაკოდ ბონდი გაუშვა, კევინ ბონდი.

ის „დეზების“ მწვრთნელის, ჰარი რედნაპის ერთ-ერთი ასისტენტი გახლავთ, „მანჩესტერ სიტიში“ ნათამაშები ყოფილი ფეხბურთელი. სხვა საკითხებთან ერთად, ბონდმა, 25 წლის ხორვატი გამთამაშებლის, ლუკა მოდრიჩის შესახებ ილაპარაკა:

„ვითარება, რასაკვირველია, რთულია. ლუკამ ყველაფერი კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივისთან უნდა გაარკვიოს. ჩვენც გაგვიგეთ, სეზონი რომ დაიწყება „სფურზის“ ხელმძღვანელებს ნავში ისეთი ხალხი დაგვჭირდება ერთი მიმართულებით და მთელი ძალით რომ მოუსვამენ ნიჩბებს. ჯერჯერობით, ის ვიცით, რომ თავმჯდომარემ თქვა, მოდრიჩს არავითარ შემთხვევაში არ გავყიდიო“.

ხორვატი ვარსკვლავი „სფურზთან“ ერთად სამხრეთ აფრიკაშია, მაგრამ „კაიზერ ჩიფსთან“ შეხვედრაში კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა