სამოას ნაკრებს აქამდე მსოფლიოს რეიტინგის ხუთეულის გუნდებითვის არასდროს მოუგია, ავსტრალია კი ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილზეა
ერთი კვირის თავზე სამხრეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სანაკრებო ტურნირი, სამი ერის გათამაშება დაიწყება. მანამდე კი ამ შეჯიბრების ერთ-ერთმა მონაწილემ, ავსტრალიის ნაკრებმა საწვრთნელი შეხვედრა გამართა სამოას ეროვნულ გუნდთან და ყველასთვის მოულოდნელად 23:32 დამარცხდა.

"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა სათამაშოდ საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წამყვანი მორაგბეების ძირითადმა ნაწილმა ითამაშა. მიუხედავად ყველაფრისა, ავსტრალიის ნაკრების მარცხს სამოელებთან არავინ ელდოა.

სამოელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მრისხანე მეტოქეს, რომელიც ახლა ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ოთხი ლელო გაუტანეს. რაზეც ვოლაბებმა მხოლოდ ორით უპასუხეს.

მომდევნო შეხვედრას ავსტრალიის ნაკრები უკვე სამი ერის გათამაშების ეგიდით გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება, რომელიც ამ შეჯიბრებაში, ფაქტობივად, A ნაკრებით გამოვა.

აღსანიშნავია, რომ სამოას ნაკრებს აქამდე მსოფლიოს რეიტინგის ხუთეულის გუნდებითვის არასდროს მოუგია. ავსტრალია კი ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა