სანდრო მამუკელაშვილმა "მილუოკი ბაქსში" 23 წუთი ითამაშა. ეს მეორე შედეგია დროის მიხედვით "ხარირმების" სათადარიგოთა შორის. მასზე მეტი, 25 წუთი, მხოლოდ სამარქაფო ჯევონ კარტერმა ითამაშა. მამუკელაშვილი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და მილუოკელთა გასვლით გამარჯვებაში საკუთარი, არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო. შეხვედრა "ბაქსის" გამარჯვებით – 109:102 დასრულდა.

სანდრო მოედანზე თამაშის დაწყებიდან 4 წუთში გამოჩნდა და სამქულიანი ააცილა. იანის ანტეტოკუნმპოს ჩასატენად უპასა, მერე სამიანი ჩააგდო, ჩაჭრა განახორციელა და პერიოდიც დასრულდა. შესაბამისად, ქართველი ფორვარდი თავიდანვე საკმაოდ აქტიური იყო და ასე გააგრძელა მომდევნო პერიოდებშიც. საბოლოო ჯამში მის ანგარიშზე 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.

მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში "მილუოკიმ" "ორლანდოს" 17 ქულით აჯობა. ამაზე უკეთესი შედეგი მილუოკელთაგან მხოლოდ ჯასტინ ჰოლიდეის ჰქონდა (+19).

"მილუოკიში" საუკეთესო, ტრადიციულად, იანისი გახლდათ. ანტეტოკუნმპომ 34 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ჯასტინ ჰოლიდეის სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 17 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა.

"მილუოკი" 17 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ "ბოსტონს" ჩამორჩება. შემდეგ მატჩს "ხარირმები" 8 დეკემბერს შინ, "საკრამენტოსთან" გამართავს.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა