ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება დასრულდა. რამდენჯერაც უნდა მიეჯახო კედელს, ოპტიმიზმი არასდროს უნდა დაკარგო და მომავალ ევროტურნირებზე მდგომარეობის გამოსწორებაზე ისევ იფიქრო. ჩვენი ჩემპიონატიდან ისევ უნდა დაადგნენ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო გზას - ეს მხოლოდ ოცნება არაა და მისი რეალურად განხორციელება შეიძლება.

რა გვაქვს უახლესი ამბავი? - გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარში" ითამაშებს. უკრაინის თავს დამტყდარი საშინელების მიუხედავად, ეს სერიოზული პროგრესია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულ მატჩებთან ერთად, გიორგის "საბურთალოს" ევროტურნირებზე გამოსვლის დროსაც დააკვირდნენ და ძლიერი ლეგიონერების ყოლა ამ კუთხით წარმატებაზეცაა დამოკიდებული.

ევროტურნირებზე გასულ გუნდებში (ჯერ ერთი ადგილი თასის გამარჯვებულმა უნდა შეავსოს) ცვლილებები ახლაცაა მოსალოდნელი. არიან ფეხბურთელები, რომელთა მიმართ სატრანსფერო მოთხოვნებიც იარსებებს. ეს გუნდს დაასუსტებს, რასაც შესაბამისი შევსება სჭირდება.

21 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე "დინამოში" მშვენივრად გამოიყურება და მის მიმართ დაინტერესება უნდა არსებობდეს. თბილისელთა სასტარტო კიპერად მიჩნეული დავით კერესელიძე დიდი ხანია ტრავმირებულია და იმედია, ძველებურ ფორმაში დაბრუნდება.

გიორგი მამარდაშვილის მენეჯერისგან, ლევან სეთურიძისგან, უკვე ვიცით, რომ 19 წლის ცენტრალურ მცველ საბა ხვადაგიანის მიმართ დაინტერესება იტალიურ კლუბებსაც კი აქვთ. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების უკანასკნელ შეხვედრაში ულამაზესი გოლიც გაიტანა.

"დინამოდან" წამსვლელები ნებისმიერ პოზიციაზე შეიძლება იყვნენ, მათ შორის, ნახევარდაცვაში. ეროვნული ნაკრების წევრი ანზორ მექვაბიშვილი თუ ასევე, 21 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი. უცხოურ კარიერაზე უარი იქნებ არც 29 წლის ფორვარდმა, დავით სხირტლაძემ თქვას.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს". თუკი წინა სეზონში ამ გუნდში უამრავი ძლიერი ფეხბურთელი მივიდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც კი, სამწუხაროდ, გრძელვადიანად გუნდის შენარჩუნება და ისევ შორს მიმავალი გეგმები არც აქ გამოვიდა - სათანადო გაძლიერება ვერ მოხერხდა. ბათუმელებს დრო ჯერ კიდევ აქვთ და ის ზაფხულშიც ექნებათ, თუმცა შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში, გუნდიდან მოთამაშეების წასვლა ისევაა მოსალოდნელი. თუნდაც, 25 წლის სანდრო ალთუნაშვილზე ეს არაერთხელ გვსმენია.

გორის "დილა" საკმაოდ ბევრი და ხარისხიანი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული და მსგავსი ტრანსფერები საინტერესოა. ეგაა, ყველაფერი ეს ევროტურნირებისთვის რამდენად საკმარისი იქნება. სამწუხაროდ, წინა წლებში ასე არ ყოფილა. 20 წლის ბარბადოსელი ტიერი გალე აქ უნგრული "ჰონვედიდან" მივიდა და ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია.

როცა გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი ის ქართველი მოთამაშეები გვახსენდება, რომლებიც ახლა ლეგიონერები არიან, თუმცა დაულაგებელი საკლუბო ამბების თუ სხვა ფაქტორების გამო ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების დახმარება შეუძლიათ, თუმცა კარგად გვესმის, რომ ამას ერთგვარი ერთჯერადი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

გუნდის გარეშეა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ბოლოს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ამ ამბის შემდეგ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ბევრი ლამაზი მომენტი ჰქონია, ეროვნულ ლიგას უკავშირებდნენ და ეს საუბრები ახლაც გააქტიურდება, სანამ ის უკლუბოდაა. არ დაგვავიწყდეს, რომ "ოქრი" ჯერ მხოლოდ 30 წლისაა.

ევროტუნირებზე გასული გუნდებისთვის გაძლიერების რესურსი შიგნითაც არსებობს. მაგალითად, წყალტუბოს "სამგურალს" სამეულში შესვლამდე ცოტა დააკლდა. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა თუ კონფერენს ლიგაზე კარგად უნდა ითამაშონ. მეკარე ლევან შოვნაძემ მშრალად კარი ყველაზე მეტ შეხვედაში შეინახა - 11. რაც შეეხება ჯეფერსონ ჯერალდოს, ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 13 შედეგიანი პასი გააკეთა.

რესურსი სხვაგანაც არის. "თელავი" გადარჩენისთვის იბრძოდა, თუმცა მათი შემტევი გიორგი კვერნაძე გამორჩეული ფეხბურთელია, გულშემატკივრებს პერიოდულად ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სტილს აგონებს და მის მიმართ დაინტერესება უცხოურ კლუბებსაც აქვთ, ევროტურნირების მონაწილე ჩვენებური კლუბებისთვის კი მშვენიერი რესურსია. ბოლნისის "სიონი" პლეი-აუტშია, მაგრამ ძმებ ნიკა და ლუკა ხორხელებს კარგი სეზონი ჰქონდათ. "საბურთალოს" რიგებში არაერთი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი მოთამაშეა...

იმედია, ამდენი ფიქრი და მსჯელობა ფუჭად არ ჩაივლის და მომავალ ზაფხულს რაღაც ახალსა და უფრო წარმატებულს ვნახავთ.

კოტე
ოქრიაშვილი კვარაცხელიას და მამარდაშვილის გზას ვერანაირად ვარ დაადგება, იმიტომ რომ სპორტსმენი არ არის!
ასეა
დილას ქუთაისის ტორპედოს აქვს გორის დილაზე ბეეევრად დიდი ფულიიი
Skeleton
ის ჟურნალისტები, კვარაცხელიას ლანძღვით რომ იყვნენ დაკავებულები და რეიტინგის დადებაზე ჩალიჩობდნენ ამ ამბით, სად არიან საერთოდ? მე პირადად კვარას კრიტიკის დროს გავიგე იმათი არსებობა, რეიტინგი არც ღირსებიათ აქამდე, აი იმ კრიტიკის ვიდეოს კი ათასამდე კომენტარი ჰქონდა, ახლა კი ვხვდები რაზეც იყო გათვლილი, მაშინ გული მისკდებოდა ნერვიულობისგან :) სად არიან ახლა, რატომ არ აკეთებენ სიუჟეტებს ქართულ ფეხბურთზე, რატომ არ იწვევენ ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებს და ასაუბრებენ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, როგორ უნდა ავამაღლოთ ჩემპიონატის დონე და ასე შემდეგ.. ააა რეიტინგული არ იქნება? იმიტომ ხომ ამა, რომ ერის დიდ ნაწილს ქართული ფეხბურთი ფეხებზე ჰკიდია? ვინც თავისი შრომით რამეს მიაღწია, განვითარდა და არავისგან არაფერი უთხოვია, ვინც რეიტინგულია მხოლოდ თავისი ფენომენალური ნიჭის გამო, მხოლოდ იმის ლანძღვის ხარჯზე უნდა გაკეთდეს გადაცემები და ამოვიდეს ამათი ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი ზემოთ? ვინმეს იმ გადაცემის გარდა სადმე გინახავთ რეალური პრობლემების განსახილველად ეგ ხალხი? ამიტომაც არ მჯერა მაგათი და არც იმის, რომ ვინმეს საბაზისო პრობლემები აინტერესებს ნებისმიერს ფეროში აქ !! ყველაფერი ეპატაჟურობაზე და ზედაპირულობაზეა დაფუძნებული ამ ქვეყანაში :(
გია
საინტერესო სტატიაა.ისე,პროგრესი ძალიან ცოტა ფეხბურთელს ჰქონდა,სულ რამოდენიმეს მთელ ჩემპიონატში. უმრავლესობას რეგრესი ეტყობათ და უკანსვლა.ბევრ გუნდში ძალიან ბევრ უხარისხო და პატრონიან ვითომ ფეხბურთელებს ვხედავთ.სპეციალისტებს არ გამოგვეპარება ეგეთები და რამდენიმე გუნდი მათ თავშესაფრად იქცა.თავიდან რიხიანად, იმედიანად იწყება ჩემპიონატი და ბოლო თვეებში საშინელი საყურებელი ხდება,მიზეზი 4 წრე მგონია, გული ხო არ უნდა აერიოთ ფეხბურთელებს ამდენი თამაშით ერთმანეთთან? სისტემა უვარგისია,დამტკიცდა. არც ევროსარბიელზე მოიტანა შედეგი, მაგიტომ გადავედით გაზაფხულ-შემოდგიმაზე და არ გაამართლა.ევროპულს დავუბრუნდეთ ჯობია.მოისწრაფიშვილზე რომ წერთ,ეგ ნიჭიერი ბიჭი ბოლოს დასვეს და საეჭვოდ ბევრ დროს აძლევდნენ ვიღაცეებს.კუციაზე არაფერს ვამბობ. საბურთალო საშინელი სანახავი იყო ბოლოს, ტაბატაძე,გულიაშვილი ღრმა რეგრესში არიან.ხორხელებს,ნიქაბაძეს და ჰაჰა 2-3 კაცს ჰქონდათ პროგრესი მხოლოდ და ისიც არასტაბილური.მოკლედ,თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენი სახე ევროტურნირებზე ჩანს ყველაზე კარგად.ზუსტად ჩანს სადაც ვართ და მხოლოდ ერთი კვარაცხელია გაზაფხულს ვერ მოიყვანს.უმისო ნაკრებიც ვნახეთ კარგად.გისურვებთ წარმატებებს.
კაპიტან გარდენბურგი
შეუგნებლობა და მამაძაღლობა სადაცაა იქ არაფერი გამოვა. რომ წავა ფიფია, მაშინ შეიძლება რამეზე საუბარი. რადგან რჩება, ესეიგი გასდით ყველას ყველაფერი და არაა საშველი ეროვნულ ლიგაში. თამასა ისე დაწიეთ, როგორც გაწყობდათ ყველას და იმიტომაც იმკით შესაბამის შედეგს. ოქრიაშვილი მაგარია და იმედია ბათუმში გადავა, ოდნავ მაინც ნაკლებ სამარცხვინო იქნება ბათუმის გამოვარდნა ჭ კლასის გუნდისგან
dila
საქართველოში ყველაზე კარგი ლეგიონერები დილას ყავს, დარწმუნებული ვარ დილას თამაში არ გაქვს ნანახი. ან მაჩანჩალა გუნდი რატოა ყოველ წელს ევრო თასებზე გადის. თან თვითონ ამბობ რო სკამზე ფეხბურთელები არ ყავთო, საკუთარ თქვს ეწინააღმდეგები ვერ ხვდები? რაც შეეხება იმას თუ რატო არ ყავთ სკამზე ბევრი ფეხბურთელი ეგ ხშირად ტრამვების და ხშირად დისკვალიფიკაციის ბრალია, რაც შეეხება ფინანსებს. საქართველოს ჩემპიონატში ბიუჯეტით დილა დინამოებს ჩამორჩება მხოლოდ, გუნდს აქვს ყველაფერი რაც ჭირდება. ასე რომ რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ და შენი ფანტაზიები შენთვის შეინახე.
გოგი
არ უნდა ამ ოქრის თამაში და გეშვით რა.
Givi
Somxuri,latviuri,litvuri,malturi da kidev sxvebi sad pouloben normalur legionerebs? Iq unda vipovot chvenc... dinamoebshi bevrad uketesebic chamovlen darwmunebulivar vidre jalgirisshi da piunikshi...mushaoba da mondomeba undaa.
ირაკლის
დავიკიდოთ მაშინ ეროვნული ლიგა და ნაპოლიში კიდე საიდან წავლენ, აქ თუარ დაიწყეს
მენტალისტს
ეროვნული ლიგის სიმბოლურში რამდენიმე უცხოელია დილადან, აქ ნახსენები საერთოდ არაა, ისეა შექებული და საიდან გაქვთ ეს დასკვნები? აქ მაღალი დონის ბრაზილიელი არ ჩამოვა და საერთოდ არაა ცუდია იაფ აფრიკულ ბაზარზე თუ გავლენ, დააკვირდით, ჟალგირისი რითი ქაჩავს
ირაკლი
ერთი კომენტარიც კი არაა იმდენად ყველას ფეხზე ჰკიდია და სწორიცაა. ამ უნიჭო მსახიობების თეატრს და სპექტაკლებს რატომ უნდა უყუროს ვინმემ? თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან, ბილეთებს თვითონ ყიდიან და ჩემპიონობაც მარტო თვითონ უხარიათ.
მენტალისტი
გორის დილა (სხვა კლუბებიც) არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს მენეჯმენტი, მუდამ 7-8 დაბალი დონის ლეგიონერი ჰყავთ და ამათ იმდენ ფულს უხდიან რომ სათადარიგო ფეხბურთელებისთვის არ რჩებათ ფული და 3-4 ფეხბურთელი ჰყავთ სათადარიგოებში. ჯერ ამდენი ლეგიონერით საქართველოში რომ მაჩანჩალა იქნები ევროპაზე რისი პრეტენზია უნდა გქონდეს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს კრიტიკული ჟურნალისტები როგორც განვითარებული ქვეყნებში, ფეხბურთელებს ლუპის ქვეშ რომ გაატარებენ და გააანალიზებენ. ერთი ტიერი გალე თუ კარგი ყჰავთ 7 ჭ კლასის ლეგიონერი ჰყავთ და იმაზეც დაწერეთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა