ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშებაში ლიდერების, კონსტანტინე შანავასა და ლევან ფანცულაიას ორთაბრძოლა დაზავებით დასრულდა
შარშან ნანა ალექსანდრიას თასი დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ მოიპოვა. წლევანდელ ფესტივალში გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტადაც ის მიიჩნევა საქართველოს ნაკრების წევრ ლევან ფანცულაიასთან ერთად. 6 ტურის შემდეგ მათ 5,5-5,5 ქულა ჰქონდათ. გუშინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუმცა, რაღა დაპირისპირება - მე-14 სვლაზე დაზავდნენ.

მეწინავეობა მე-7 ტურში დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: გიგა ყუფარაძე-გაიოზ ნიგალიძე 0:1, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი)-გიორგი ბაღათუროვი 1:0, დავით ბენიძე-დავით ლომსაძე 1:0, დავით ზარქუა-ალექსანდრე ყაშაშვილი 0,5:0,5, დავიდ კალაშიანი (სომხეთი)-დავით შაჰინიანი (სომხეთი) 0,5:0,5, ივერი ჭიღლაძე-აკაკი შალამბერიძე 1:0, ნინო ბაციაშვილი-ირაკლი ბერაძე 0,5:0,5.

7 ტურის შემდეგ 6-6 ქულით პირველ-მეოთხე ადგილებზე არიან ლევან ფანცულაია, კონსტანტინე შანავა, გაიოზ ნიგალიძე და ზაურ მამადოვი. მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ივერი ჭიღლაძე და დავით ბენიძე ჩამორჩებიან. 14 მოჭადარკეს 5-5 ქულა აქვს.

დღეს მე-8 ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ნიგალიძე-ფანცულაია, შანავა-მამადოვი, ჭიღლაძე-ბენიძე.

ფოთის საჭადრაკო ფესტივალში 8-12 წლის გოგო-ბიჭებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს ასაკების მიხედვით. იქაც 7-7 ტური გათამაშდა.

8-წლიან გოგონებში უდანაკარგოდ მეწინავეობს თამარ ესაძე, რომელმაც ასპარეზობის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. მართალია, სოფიკო გოგინავას, მანე ჰოვანესიანსა და ანაიდ მკრტიჩიანს 5-5 ქულა აქვთ და თეორიულად შეუძლიათ ლიდერთან გათანაბრება, მაგრამ ესაძე მათ კოეფიციენტით უსწრებს საგრძნობლად. ამ ასაკის ბიჭებში, ასევე, 7 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია შოთა ხოდაშნელი. მას ქულით ჩამორჩება 7 წლის ნიკოლოზ კაჭარავა. 5-მა მოჭადრაკემ 5-5 ქულა მოაგროვა.

10-წლიანებში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: გოგონები. 1. ელენე კოსტავა (7), 2. ლიკა ქოიძე (6), 3-4. გვანცა მარგველაშვილი, სალომე სანიკიძე (5-5 ქულა). ბიჭები. 1-2. კოკა ბუკია და 9 წლის ნიკოლოზ პეტრიაშვილი (6-6), 3-5. გიორგი ინანეიშვილი, ანდრეი მუსტაფიანი (აზერბაიჯანი) და ცოტნე მამულაიშვილი (5,5-5,5 ქულა).

12-წლიანები. გოგონები. 1. ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი, 6), 2. თეა ჭოლაძე (5,5), 3-3. მარიამ ჯავახიშვილი, ნინო დახუნდარიძე (4,5-4,5 ქულა). ბიჭები. 1. ლუკა ლიჩელი (6), 2. ავთანდილ ფანჩულძე (5,5), 3-5. ომარ ზარგინავა, გიგი აბსარიძე, გურამ კოკაია (5-5 ქულა).

დღეს მე-8 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

toyterry
ფოთელია, ბოლო-ბოლო და ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტი, სხვა მიღწევებზე რო არაფერი ითქვას. რატო არ უნდა იყოს ფოთში ალექსანდრიას ტურნირი?
zuxusha
ბუხუტი გურგენიძის ხსოვნა და ეს ალექსანდრია ვინღაა, მაგის სახელობის ტურნირს რომ ატარებენ?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა