ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრაზილიის პარაგ-ვაება

ბრაზილიის პარაგ-ვაება

კოპა ამერიკა 2011. მეოთხედფინალი: მანო მენეზეშის ბიჭებმა 4 პენალტიდან 4-ივე გააფუჭეს, ასეთ გუნდს კი რა უნდა კოპას ნახევარფინალში?
ბრაზილია-პარაგვაი 0:0 (0:2 პენალტებში)

ბრაზილია: ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სილვა, სანტოსი - ლუკას ლეივა, რამირესი, განსო (100. ლუკასი) - რობინიო, პატო (111. ელანო), ნეიმარი (80. ფრედი).

პარაგვაი: ვილარი - ალკარასი, ვერონი, და სილვა, ტორესი (71. მარეკოსი) - ვერა (63. ბარეტო), რივეროსი, კასერესი, ესტიგარიბია - ვალდესი, ბარიოსი (83. პერესი).

გაძევება: ლუკას ლეივა (103), ალკარასი (103)

პენალტების სერია: გაიტანეს - ესტიგარიბია, რივეროსი. ვერ გაიტანეს - ელანო, ბარეტო, ტიაგო სილვა, ანდრე სანტოსი, ფრედი.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხუსტო ვილარი (პარაგვაი)

ემანდ, მართლა არ მოუწიოს პარაგვაელ მოდელ ლარისა რიკელმეს საჯაროდ გახდა! ყოველ შემთხვევაში, მისი ნაკრები ძალიან ახლოსაა მიზანთან - კოპა ამერიკის მოგებასთან. ქალბატონმა კი ტურნირის წინ დაიქადნა, ოღონდ ჩემი ნაკრები გამარჯვებული გამოვიდეს და ბიჭებთან ერთად სადღესასწაულოდ მოედანზე დედიშობილა გადავეშვებიო.

რას იფიქრებდა ლარისა, რომ ნაქები ბრაზილიელები, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები პენალტების დარტყმას ვერ შეძლებდნენ - მანო მენეზეშის ბიჭებმა 4 თერთმეტმეტრიანიდან 4-ივე გააფუჭეს. ასეთ გუნდს კი რა უნდა კოპას ნახევარფინალში?

რად უნდა ლაპარაკი - თამაშით ბრაზილია სჯობდა პარაგვაის, მეტს უტევდა, იყო დრო, როცა ბრაზილიელები მეტოქის ნახევარზე დასახლდნენ და იერიში იერიშს სცვლიდა მატჩის გმირის, ხუსტო ვილარის კართან, მაგრამ რად გინდა - ბრაზილიელი ფორვარდები (და არა მარტო, ფორვარდები) ისე ურტყამდნენ კარში, თითქოს, ფეხბურთის ეს ყველაზე მთავარი ელემენტი სულ ახალი შესწავლილი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები კოპაზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი B ჯგუფის ბინადარნი იყვნენ, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა საბოლოოდ პირველი ადგილი დაიკავა, პარაგვაიმ კი - მესამე. მათი ჯგუფური დაპირისპირება 2:2 დასრულდა, მაშინ ბრაზილიელმა ჟადსონმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე პარაგვაი დაწინაურდა, მას შემდეგ, რაც თავი მათმა ლიდერებმა, როკე სანტა კრუსმა და ნელსონ ვალდესმა გამოიჩინეს, ბრაზილია მარცხისგან 89-ე წუთზე ფრედმა გადაარჩინა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის შესული იყო მოედანზე.

ცხადი იყო, რომ მენეზეშის გუნდისთვის გასეირნება არც ეს მეოთხედფინალური დაპირისპირება იქნებოდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს პრობლემის თავიდანვე გადაჭრა და ჯიქურ ეკვეთნენ მეტოქეს - პირველი ტაიმი მთლიანად ბრაზილიის იყო, მაგრამ აქედან ხეირი არ ჩანდა. უკვე მე-3 წუთზე გაისროლა რამირესმა პარაგვაელთა კარის მიმართულებით და ამით დაიწყო ბრაზილიელთა შეტევები, რომლებიც თითქმის მთელი 120 წუთი ფონად ედო ამ შეხვედრას.

თავიდან კარგი შანსები ნეიმარს მიეცა, მაგრამ ფეხბურთელმა, რომელზეც ახლა მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და რომლის გულისთვისაც ერთმანეთს გრანდები "ჭამენ", ჯერ კარს გადააცილა ბურთი, შემდეგ კი ძალზე ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა (ამ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშეს განსომ და რობინიომ). ამაზე კარგი მომენტიც ჰქონდათ ბრაზილიელებს - 31-ე წუთზე საჯარიმოს ანდრე სანტოსი აწოდებდა, გამარჯვებული ლუსიო გამოვიდა, მაგრამ მან ვერ შეძლო ეჯობნა პარაგვაელთა მეკარისთვის, რომელმაც 100%-იანი გოლისგან იხსნა ნაკრები. ამის შემდეგ ხელსაყრელი მომენტები უკვე ანდრე სანტოსმა და რამირესმა გაანიავეს.

მეორე ტაიმი ძალიან ჰგავდა პირველს, ისევ ბრაზილია უტევდა. ნეიმარის დარტყმულს მცველი ალკარასი გადაეღობა. ისევ ნეიმარის აქტიურობას კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მანვე ააცილა ბურთი მეტოქის კარს. ამის შემდეგ პარაგვაელებს ისევ ვილარის გმირობა დასჭირდათ, რომელმაც 4-წუთიან შუალედში ორჯერ მოუგო დუელი ალეშანდრე პატოს. კიდევ ერთხელ გადარჩა პარაგვაი აშკარა გოლს, როცა რობინიოს მოწოდებულ კუთხურს თავით ფრედი შეწვდა, ბურთი კარის ხაზიდან ბარეტომ გამოიტანა.

დამატებით ტაიმებში ორივე გუნდი მოეშვა, ბრაზილია უკვე ფრთხილობდა და ძველებურად ვეღარ უტევდა, პარაგვაის კი საკუთარი კარის უსაფრთხოების გარდა არაფერი აინტერესებდა. ერთი ნელსონ ვალდესის დარტყმას თუ გავიხსენებთ, ამას კი პენალტების სერია მოჰყვა, რომელშიც ბრაზილიის ნაკრები არნახულად შერცხვა. ელანომ, ტიაგო სილვამ, ანდრე სანტოსმა და ფრედმა, ერთამანეთის მიყოლებით გააცუდეს დარტყმები, თანაც ოსტატობის გამოჩენა ხუსტო ვილარს მხოლოდ ერთხელ მოუწია, სამჯერ კი ბრაზილიელებმა უბრალოდ ააცილეს პენალტი. პარაგვაი ნახევარფინალშია, სადაც კიდევ ერთ სიურპრიზს - ვენესუელას - შეხვდება.

ამ კაცმა გააუვნებელყო, რაც კი მისი კარისკენ წავიდა, თუმცა ორჯერ მცველთა დახმარებაც დასჭირდა, მისი ბრალი სულაც არ არის, რომ იმ საღამოს ბრაზილიელები აცილების დიდოსტატებად მოგვევლილნენ. ხუსტო ვილარმა ლუსიოს და ორჯერ პატოს საოცარი დარტყმები აუღო, რისთვისაც დაიმსახურა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. გამოკითხვაში მან ხმების 40,2% მიიღო, ასეთი ერთსულოვნება კი იშვიათია.

რობინიო (ბრაზილია): "რაღა დაგვრჩენია, ახლა უბრალოდ ვალდებულები ვართ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ, რომელიც 2014 წელს ჩვენს სამშობლოში გაიმართება და კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ მწარედ ცდებიან. არ მიმაჩნია, რომ ამ კოპაზე ცუდად გამოვედით, სულაც არა - გუნდმა კარგად ითამაშა და ტურნირს მხოლოდ პენალტების სერიაში მარცხის გამო გამოეთიშა. ჩვენ სამშობლოში წაუგებლად მივდივართ. პარაგვაისთან მატჩშიც ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, რომელსაც არ გაუმართლა".

მანო მენეზეში (ბრაზილიის მწვრთნელი): "რამდენი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მთავარი, რადგან მათ კარში ხუსტო ვილარი იდგა. ფეხბურთში საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გავარდნის შემდეგ გუნდი უფრო ძლიერი ხდება. რაც მთავარია, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და გადახვევას არ ვაპირებთ".

ნელსონ ვალდესი (პარაგვაი): "რასაც ფეხბურთი ჰქვია, ჩვენ არ გვითამაშია, თუმცა მთავარი შედეგია - ჩვენ ნახევარფინალში ვართ. დღეს უზომოდ გვიმართლებდა, ჩვენი დღე იყო. ფეხბურთში ასეა, ვენესუელასთან არ გაგვიმართლა, ახლა კი - პირიქით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ