ლიონელ მესიმ ფეხბურთში ეპოქა შექმნა. გავა წლები და მისი დიდება კიდევ უფრო დაფასდება. გარკვეული დროის შემდეგ ტიტულები მაინც უფრო ამახსოვრდებათ. მაგალითად, ვინც ძალიან არ "გადაქექავს", ვერ ნახავს, თუ რა დონის იყო ნიდერლანდების ის ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში არა და არ უმართლებდა. მესი და ნიდერლანდები ერთად შემთხვევით არ გვიხსენებია, ისინი ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და იმ საუკეთესოს გამოავლენენ, რომელიც შემდეგ, დიდი ალბათობით, ბრაზილიას უნდა დაუპირისპირდეს.

თუკი 1998 წელს დენის ბერგკამპმა არგენტინელები ძალიან ლამაზი გოლით დაამწუხრა, 2014 წელს მესიმ და კომპანიამ რევანში აიღეს და ფინალის გზიდან ნიდერლანდელები ჩამოიცილეს. არგენტინის ნაკრები მაშინ ტიტულთან ძალიან ახლოს მივიდა, თუმცა გერმანიამ არ დაანება...

რას ველით ახლა? არგენტინელთა "ათიანი" ისევ გუნდის მთავარი ძალაა, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლის გარდა, კატარში ძალიან ბევრი რამ გვაჩვენა, რაც მისგან არც გვიკვირს - მოედნის ხედვა, პასის კულტურა და არაერთი შექმნილი შანსი. ასაკის მატებასთან ერთად, ლეო მაქსიმალურად ცენტრისკენ მოძრაობს და შეტევებს იწყებს. რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ სხვანაირად "ალბისელესტეს" სახიფათო იერიშების განხორციელება უჭირს. ამავდროულად, მესიმ უნდა გაიტანოს - ისე ბევრი არაფერი გამოვა. რასაც ლიონელის თანაგუნდელებს ნამდვილად ვერ დაუკარგავთ, მონდომებაა - ისინი საკუთარი ქვეყნისთვის და დამატებით, ნაკრების კაპიტნისთვისაც ბევრს აკეთებენ.

რადგან მესი ცენტრიდან კარისკენ მოძრაობს, მას ვირჯილ ვან დეიკთან ბევრი დაპირისპირება მოუწევს. "ლივერპულის" მცველს აკრიტიკებენ, თუმცა, ფაქტია, რომ მისი ნაკრები ცოტას უშვებს, ვირჯილმა კი საკუთარი კარი ხიფათს ოცზე მეტ შემთხვევაში აარიდა. მესისთვის ვან დეიკის ფიზიკურად დაჯაბნა რთული იქნება, თუმცა ეს ლეოა - მას შეუძლია, ბურთთან ძალიან მარტივი შეხებით რაღაც არაორდინარული შექმნას. მესისთან ინტენსიური თამაში 21 წლის იურიენ ტიმბერსაც მოუწევს. ვან გაალმა მატიას დე ლიხტის ადგილი სასტარტოში სწორედ მას დაუთმო.

შეხვედრაში სხვა დუელებიც იქნება. თუკი "ტოტენჰემის" მცველი კრისტიან რომერო პირველ მატჩში ნაკლებად დამაჯერებელი იყო, შემდეგ კარგად ათამაშდა. მას ახლა კოდი გაკპოს შეჩერება მოუწევს, ფეხბურთელის, რომლის შესაძლებლობები თითქოს შეუზღუდავია. გაკპომ ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა, პლეი-ოფში კი ნაკლებად შესამჩნევი იყო და საინტერესოა, ახლა რას ვნახავთ.

როდრიგო დე პაულის თამაში საეჭვოა და ეს არგენტინის ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იქნება, ფრენკ დე იონგის შეჩერება კი კიდევ უფრო გართულდება.

ავსტრალიასთან მატჩის მიწურულს სკალონიმ გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით ათამაშა. ეს მაშინ ისე აღიქვეს, როგორც ნიდერლანდებთან დაპირისპირებისთვის მზადება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, დეიზელ დუმფრისის კარგი სათამაშო ფორმაც იყოს, მას ფლანგზე მაქსიმალურად დიდი ყურადღება სჭირდება. თუკი წინა მატჩს ავიღებთ, იქ ანხელ დი მარიამ ვერ ითამაშა და მისი დაბრუნება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.

ლუი ვან გაალი ის მწვრთნელია, რომლისგანაც ყოველთვის რაღაც საინტერესოსა და შენიღბულს უნდა ელოდო. მისი ნაკრებიც კატარში ასე გამოდის - ვერ გაიგებ, მისი შესაძლებლობების ზღვარი სად გადის...

და მაინც, მესი - არგენტინელი გენიოსი, რომელიც მართლაც ბოლო საჩემპიონო შანსს ყველანაირად ჩაეჭიდება. ვერცერთი სიტყვით ვერ გამოვხატავთ და დავწერთ იმას, რაც შეიძლება მან მინდორზე გვაჩვენოს.

დაველოდოთ რიგით მე-2 მეოთხედფინალს დღეს, 9 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.

Nowhere man
ბრაზილია დაღუპა ლაზღანდარობამ და მატჩის ბოლოს კი საერთოდ მოეშვა დაცვაში, ამ დროების წამატებებზე კიდე ახალ მიმართლებას აყალიბებენ საერთოდ ფიფაში, როცა დრო დასრულდება უნდა დაამთავრო თამაი, ეს დამატებები იყოს ერთნაირი ყველა გუნდისთვის
ქომაგი
ყველაფერი ასე დალაგებულად თუ მოხდა ხომ გაკოტრდნენ მსოფლიოს ტოტალიზატორები
სოსო
კრუიფმაც ეპოქა შექმნა,მესიმაც და რონალდომაც.კიდევ იყო რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი.ხვიჩას ამ სიაში ჩაწერა,ძალიან ნაადრევია,რადგან ჯერ სულ მადენიმე თვეა,ევროპაში ბრწყინავს,ეპოქა კი,დროის დიდ შუალედს გულისხმობს.მბაპე,წინა მსოფლიოზეც ბრწყინავდა და ახლაც.ჯერჯერობით,მისი შეჩერება,ვერავინ მოახერხა,ასე რომ მესისა და რონალდოსთან ერთად,ეს 4 წელი,ამავდროულად მბაპეს ეპოქის პირველ წლებადაც შეიძლება ჩავთვალოთ,შემდეგ კი ვნახოთ,რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ყოფნა,სუპერ ელიტაში.ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.
არჩი
ვერგავიგეს - თქვენი მოსაზრება გასაგებია, მაგრამ შეიძლება არც დაგეთანხმოთ. ეპოქაში ალბათ მაინც ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება მოვიაზროთ და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ამ პერიოდში, თორემ 58 წლის ჩემპიონატში პელე არ იყო ბრაზილიის ლიდერი და 70-ში არანაკლები ტვინი პელეზე და შეიძლება მეტიც იყო ტოსტაო. კრუიფმა მწვრთნელ მიხელსთან ერთად ახალი სტილი შექმნეს ფეხბურთში - ტოტალური, რომელიც შემდეგ პერიოდში მცირე ნაირსახეობებს განიცდის, თუმცა მაგ ეპოქაში ბეკენბაუერი არანაკლები ტვინი იყო და ლიდერი გერმანიის და ტიტულებიც მეტი აქვს კრუიფთან შედარებით. გენიალური ტვინი იყო ხავი, მაგრამ ასეა თუ ისე, მესი და კრიშიც თითქმის ოცი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობენ და დიდად განაპირობებენ ფეხბურთის პროგრესს. ჩვენთვის ყიფიანის პლეადა იყო ისტორიაში ყველაზე წარმატებული და უკან არანაკლები ტვინი ჩივაძე იყო. სხვა თაობებშიც გვყავდა გამოკვეთილი ლიდერები - პაიჭაძე და ღოღობერიძე, მესხი და მეტრველი და სხვებიც მათ გვერდით. მსოფლიო ფეხბურთის ეპოქის შეცვლა მაინც სხვა განზომილებაა.
G.LA
ჩემთვის დიადი ფეხბურთელია მესიც და კრისტიანოც. ორივე მათგანი იმსახურებდა თავიაანთ კარიერის მანძილზე მსოფლიო მოეგოთ ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ასე არ მოხდა სხვა და სხვა მიზეზთა გამო. ახლა არგენტინაც და პორტუგალიაც 1/4 ფინალშია და ორივე მათგანს აქვთ შანს. მაგრამ ეს უკვე ის დროა როდესაც მათი კარიერა სრულდება და საუკეთესო წლები უკან დარჩათ. ამ ეტაპზე უფრო მეტად მესი დგას წინ ვიდრე კრისტიანო, თუმცა ორივე მათგანი ისეთბი აღარ არიან როგორც კარიერის დიდი ნაწილი. ამიტომ არ მგონია რომელიმე მათგანი შეწვდეს სანუკვარ ჯილდოს. არგენტინას ძალიან გაუჭირდება ნიდერლანდიასთა. ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი 1/2 ფინალის ბრაზილიასთან დაპირისპირებაზე. ბრაზილია ყველაზე მეტად მომწონს თუმცა მათაც სათამაშო აქვს ვიცე ჩემპიონებთან ხორვატიასთან. ჩემი პროგნოზია. 1/2 ბრაზილია - ნიდერლანდი პორტუგალია - საფრანგეთი ფინალი; ბრაზილია - პორტუგალია ბაზილია ჩემპიონი გახდება.
07
ბრაზილია - არგენტინა საფრანგეთი - პორტუგალია ჯერ დადგეს ეს შედეგი, შემდეგ დავწერ თუ რომელი ეროვნული ნაკრები გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. ****** (6) *** (3) * (1)
dato
ხვიჩა ჯერ ამ კამპანიაში ...
Alexxx
Diax fexburtshi scored axlaa jer kidev mesi-ronaldos epoqa.
ვერგავიგე
არჩი ეს ხალხი თამაშს აკონტროლებდა. თითქოს მწვრთნელი იყო მოედანზე და მოთამაშეეებს (უსიტყვოდს) კარნახობს რა გააკეთონ. ტვინები იყვნენ, ლიდერები, მენეჯერებიც და თავდაუზოგავებიც. ასეთები ქმნიან ეპოქას. თორე დიდი ფეხბურთელი ბევრი იყო. თუ ასაკოვანი ხარ ადვილად აგიხსნი, მაგრები იყვნენ გუცაევიც, დარასელიაც, ჩივაძეც - ყველანაირად, მაგრამ ყიფიანი იყო ის აუცილებელი ტვინი, ხელოვანი, შემოქმედი ურომლისოდაც ის ეპოქა ვერ შეიქმნებოდა.
ვერგავიგე
რა შუაშია ფანატიკოსობა? ეპოქის შექმნას რას ეძახით? როცა მარტო მესი და რონალდო იყვნენ? აი მარადონამ მართლა შექმნა ეპოქა, მარადონას ეპოქა. პელეს ეპოქას ეძახიან ბრაზილიის სამჯერ გაჩემპიონებას. კრუიფის ეპოქას ჰოლანდიის ამოსვლას ჭაობიდან და აიაქსის წარმატებებს. მესის ეპოქას რას ეძახიან? გინდა თუ არა მას რომ აძლევდნენ ოქროს ბუცს? პელეს, კრუიფის და მარადონას დროს ბევრად მეტი ვარსკვლავი თამაშობდა მსოფლიოში. გაითვალიისწინე და თან სიტყვა ფანატიზმის მნიშვნელობა წაიკითხე. მე სამი მაინც ჩამოვთვალე და თქვენ ერთ კაცზე ხართ გაჭედილი და სხვას ვერ ხედავთ. ვინ გამოდის ფანატიკოსი?
jjj-s
ეს სიტყვა "დაბერება" ვერა და ვერ ამოაგდეთ არა? დაბერება, იცი რას ნიშნავს? როცა ჯოხით დადიან მოკუზულები, თვალებიდან, რომ ვეღარ იხედებიან და ასე შემდეგ. მესის რა ეტყობა დაბერების? ვერა ხედავს ( ჯერ ისეთ პასებს აწვდის თანაგუნდელებს, რომ შედევრი) თუ რა? გოლები ვერ გააქვს თავისი მარცხენა ფეხით თუ ვერა? როცა რამეს წერთ სიტყვები შეარჩიეთ და ისე წერეთ და იკითხეთ.
jjj
მოეშვით ამ ფანატიკოსობას, კრუიფმა შექმნა თურმე ეპოქა და მესიმ ვერა... 20 წელია საუკეთესოა რონისთან ერთად, დაბერდნენ მაგრამ მაჩვენეთ ახალი ვარსკვლავი ხვიჩას გარდა. მბაპე? ანრის დონისაც არაა... ვინ შეძლო 20 წელი უმაღლეს დონეზე თამაში? მბაპეს ასაკში ამ ორ ლეგენდას ვერავინ აჩერებდა, ყველას მიწასთან ასწორებდნენ...
არჩი
ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. მაინც, მესი და კრიშტიანუ მარადონას შემდგომი ეპოქაა და შეიძლება ითქვას, რომ მაინც მესია ამ ეპოქაში მთავარი, თუმცა მე კრიშტიანოს ვგულშემატკივრობ. ისე, ჩემთვის ფეხბურთის ჯადოქარი რონალდინიოა.
ვერგავიგე
ეპოქა შექმნეს, პელემ, კრუიფმა და მარადონამ. არც გარინჩას, არც ბეკენბაერს და არც მესის ეპოქა არ შეუქმნიათ.
ბიძინა თაბაგარის ფანები
ავტორს სალამი. ესპანეთმა წააგო და მესის დაუჭერთ მხარს. დიდი პატივისცემით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს
"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია
მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში - საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე
განაცხადი აღარ შევა - 2030 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება გამოირიცხა
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
"ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?" - მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა