ერთ დროს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უსუსტესი ნაკრები - ვენესუელა, ფავორიტ ჩილეს ძლევით, ისტორიაში პირველად, კოპა ამერიკას ნახევარფინალში გავიდა
ჩილე-ვენესუელა 1:2

ჩილე: ბრავო - კონტრერასი, პონსე, ხარა (60. პარედესი) - ისლა, მედელი, კარმონა (46. ვალდივია), ვიდალი - ხიმენესი (83. მუნიოსი) - სანჩესი, სუასო.

ვენესუელა: ვეგა - როსალესი, პეროსო, ვისკარონდო, ჩიჩერო - გონსალესი (89. მორენო), ლუსენა, რინკონი, არანგო - მიკუ (59. რონდონი), მალდონადო (63. სეხიასი).

გოლები: 0:1 ვისკარონდო (34), 1:1 სუასო (69), 1:2 ჩიჩერო (80)

გაძევება: რინკონი (45), მედელი (82)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოსვალდო ვისკარონდო (ვენესუელა)

ერთ დროს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უსუსტესი ნაკრები - ვენესუელა - ისტორიაში პირველად გავიდა კოპა ამერიკას ნახევარფინალში. ამასთან, ვენესუელის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც საამისოდ ძირითადი დრო იმყოფინა. არადა, მისი მეტოქე კოპას ერთ-ერთი ფავორიტი ჩილე იყო, ერთობ რეკლამირებული ალექსის სანჩესით.

ჩილეს ნაკრები, ისევე როგორც წინა მატჩებში, თავს საკუთარ სახლში გრძნობდა, ტრიბუნები სან ხუანში ათიათასობით ჩილელმა გადააწითლა (ნაკრების მაისურის ფერებში). მოკლედ, ყველა ელოდა მათ წინსვლას, მაგრამ ვენესუელა კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. პირველმა ტაიმმა ვერ გაამართლა, ორივე გუნდმა კარისკენ სულ 2-ჯერ დაარტყა, ჯერ არანგომ საჯარიმო დარტყმით სცადა ბედი, შემდეგ ვენესუელელმა მცველმა ოსკარ ვისკარონდომ თავით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში ვალდივია გამოჩნდა ჩილელთა რიგებში, "ათიანმა" მათი შეტევები დაალაგა, რამაც შედეგი გამოიღო - უმბერტო სუასოს დარტყმული ძელს მოხვდა და ისე შევარდა ვენესუელელთა კარში. მანამდე ჩილელებმა რამდენჯერმე მოარტყეს ბურთი მეტოქის კარის ძელებს.

მაყურებელთა შეძახილებით გამხნევებულმა ჩილელებმა გადაწყვიტეს, ყველაფრის ძირითად დროში მომთავრება და ვენესუელელთა შეტევა გაეპარათ - კლაუდიო ბრავომ უხეში შეცდომა დაუშვა ბურთი ხელიდან გაუვარდა და გაბრიელ ჩიჩერომ ვენესუელური ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - 1:2.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მცველი ოსკარ ვისკარონდო გახდა, რომელსაც უკვე მეორედ ასახელებენ საუკეთესოებში. ამჯერად, მან ხმების 24,1% მიიღო.

სესარ ფარიასი (ვენესუელას მწვრთნელი): "ჩვენ ამაზე გაჩერება არ გვსურს, ბიჭებს ველაპარაკე და ისინი მიღწეულით არ დაკმაყოფილებულან, მეტის მიღწევა სურთ, როგორც მე. თამაშამდეც ვიძახდით, რომ მოვუგებდით ჩილეს, რადგან ჩვენ საამისოდ მზად ვიყავით. ვფიქრობ, სკეპტიკოსები ჩვენივე თამაშით გავაჩუმეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otar
უყურე შენ უგო ჩავესის ბიჭებს! :)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა