"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან "ფიორენტინას" ახალი კაპიტანი ეყოლება
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან "ფიორენტინას" ახალი კაპიტანი ეყოლება.

2008 წლიდან მოყოლებული "ვიოლას" რიკარდო მონტოლივო მოუძღვება მოუდანზე, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ამ საპატიო მისიას ალესანდრო გამბერინი იტვირთავს. გარკვეულ მიზეზებში კი ის იგულისხმება, რომ მონტოლივომ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, რაც იმის მომასწავებელია, რომ მომავალ ზაფხულს "ფიორენტინას' თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გახსოვთ ალბათ, ზუსტად ანალოგიური საქციელის გამო, "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გუნდიდან სამი ფეხბურთელი მოკვეთა და დუბლშემადგენლობაში გადაისროლა.

"ვიოლას" მესვეურები ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებენ, მაგრამ სადამსჯელო ზომები მაინც მიიღეს და 26 წლის ნახევარმცველს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. რიკარდო ამ ამბავს გაგებით მოეკიდა:

"ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე იმად არ მითქვამს უარი, რომ აუცილებლად სხვაგან ვაპირებ წასვლას - დიდია შანსი, მომდევნო ზაფხულს "ფიორენტინაში" დარჩენის გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ თუ სხვაგან წასვლა დავაპირე, მირჩევნია ეს მშვიდად და ჩემ გემოზე გავაკეთო. "ვიოლასთვის" იმდენი კი მაქვს გაკეთებული, რომ ამას კლუბის მესვეურები გაგებით მოეკიდონ. ჩემის მხრივ, გაგებით ვეკიდები კაპიტნის სამკლაურის გამბერინისთვის გადაცემას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა