მარკ კევენდიშმა მწვანე მაისურისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები - ფილიპ ჟილბერი და ხოსე როხას ჰილი დაამარცხა
წინა დღეს მშვიდობიანად ჩატარებული სამთო ეტაპის შემდეგ ტურ დე ფრანსის პირენეული ნაწილი დამთავრდა. მისი მთავარი დასკვნა შემდეგში მდგომარეობს: გამარჯვების ექვს-შვიდ მაძიებელს სულაც არ აქვს ულაპარაკო ლიდერობა კონკურენტებზე.

ლეგენდარულმა ლენს არმსტრონგმა ფავორიტთა რიცხვში შეიყვანა ყვითელი მაისურის მფლობელი ტომას ვიოკლერიც, რომელმაც პირენეის მთებში არანაორმალური ამტანობა გამოავლინა.

ამჯერად ფავორიტებმა პაუზა აიღეს და ეტაპზე ურთიერთობის გარკვევა სპრინტერებს დაუთმეს. მთებში მოგზაურობით დაღლილი მარკ კევენდიში მაინც აქტიური იყო. მისი სერიოზული განწყობა დაადასტურა საშუალედო ფინიშმა, რომელშიც მან მწვანე მაისურისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები - ფილიპ ჟილბერი და ხოსე როხას ჰილი დაამარცხა.

რა თქმა უნდა, იყო გაქცევა, რომელსაც შედეგი არ მოუტანია - პელოტონი დაწინაურებულ ჰოლანდიელ ტერპსტრას ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე დაეწია. ამის შემდეგ, ტრადიციულად შეტევაში წავიდა ჟილბერი, მაგრამ რბოლის ტემპი იმდენად მაღალი იყო, რომ ბელგიელმა ასეთ ნაკადს ვერ გაუძლო და დანებდა.

"ჰაიროუდმა" კვლავ ოსტატურად გაითამაშა თავისი კოზირი. მთავარი დამხმარეს მაიკ რენშოუს დახმარებით კევენდიშმა შიდა რადიუსი დაიკავა და წინ აღარავინ გაუშვა. ტაილერ ფარარი ვერაფრით გადავიდა შეტევაზე და მეორეზე დარჩა, მესამეთი დაკმაყოფილდა ალესანდრო პეტაკი.

ახლა ველომრბოლებს ერთდღიანი დასვენება აქვთ, რის შემდეგაც ალპური ნაწილი დაიწყება, რომელიც შაბათის განცალკევებით რბოლასთან ერთად საბოლოო სიცხადეს შეიტანს ტურის მთავარ ინტრიგაში, რასაც გენერალური კლასიფიკაცია ჰქვია.

ამასობაში, ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ ცნობილმა ყაზახმა ველომრბოლმა ალექსანდრ ვინოკუროვმა.

"თუ ბედი რაიმეზე მიგანიშნებს, მას ოდნავ მაინც უნდა დაუგდო ყური. ვფიქრობ, უკვე საკმარისზე მეტი გავაკეთე ყაზახური და მსოფლიო ველოსპორტისთვის. ჩემს ცხოვრებაში ახალი კარიერის დაწყებას ვაპირებ", - განაცხადა "ასტანას" 37 წლის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი ეტაპზე ვინოკუროვი ტრასაზე დაეცა და ბარძაყის ძვალი გაიტეხა.

XV ეტაპი

1. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - 4.20,24; 2. ტაილერ ფარარი (აშშ, GRM) - იგივე დრო; 3. ალესანდრო პეტაკი (იტა, LAM) - იგივე დრო; 4. დანიელ ოსი (იტა, LIQ) - იგივე დრო... 5. ხოსე როხას ხილი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 6. ბენ სვიფტი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 65.24,34; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,06; 4. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,15; 5. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,16; 6. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +3,44; 7. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,00; 8. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +4,01... 25. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +16,48...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა