ტურ დე ფრანსზე მეორე დასვენებას ველომრბოლები ალპური ეტაპის წინ საბოლოო შეტევის მოსამზადებლად გამოიყენებენ
ტურ დე ფრანსზე მეორე დასვენებას ველომრბოლები ალპური ეტაპის წინ საბოლოო შეტევის მოსამზადებლად გამოიყენებენ. მათ რიცხვშია ტურის სამგზის ჩემპიონი, ესპანელი ალბერტო კონტადორი, რომელსაც სერიოზული ჩამორჩენა აქვს ფრანგ ლიდერ ტომას ვიოკლერთან.

"ჩემი სტილი - იერიშია. თუ ფეხები წესრიგში მექნება, აუცილებლად შევუტევ. ალპებში სამი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურ დე ფრანსზე", - აცხადებს ფრანგული ველომარათონის მოქმედი ჩემპიონი.

წლევანდელი ტურის პირველივე დღეს კონტადორი ავარიაში მოხვდა და მუხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო 1,14-წუთიანი ჩამორჩენა მიიღო. "რომ არა ეს ტრავმა და ავარია, არ მომიწევდა გრენბოლში ბოლოსწინა ეტაპამდე ლოდინი ტურ დე ფრანსის მოსაგებად. ეს ბოლო 16 დღე ყველაზე რთული იყო ჩემს კარიერაში", - აგრძელებს "საქსო-ბანკის" ლიდერი, რომელიც ამჟამად ვიოკლერთან ზუსტად ოთხ წუთს აგებს, ფრანკ შლეკთან კი ორ წუთზე მეტს.

დანიური ველოსაჯინიბოს მენეჯერი ბიარნე რიისე ჯერაც დარწმუნებულია თავისი კაპიტნის მომავალ ტრიუმფში, რადგან მას ალბერტო უნიჭიერეს და უძლიერეს სპორტსმენად მიაჩნია. სიმშვიდე - ეს არის რიისის მთავარი დევიზი. ეს ეხება არა მხოლოდ წლევანდელ ტურში გამარჯვებას, არამედ სასამართლო გარჩევას, რომელიც შარშანდელ დოპინგსკანდალს შეეხება.

"ჩვენ არ ვიცით რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ალბერტოს გაამართლებენ", - აღნიშნა დანიელმა.

რიისი უარყოფს იმას, რომ კონტადორის გამტყუნების შემთხვევაში, მას თავისი გუნდის განვითარების სათადარიგო გეგმა აქვს შემუშავებული. "სხვა არაფერი დაგვიგეგმავს", - ამბობს ტურის ყოფილი ჩემპიონი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონტადორის დასჯის შემთხვევაში "საქსო-ბანკი" მთავარი ლიდერის გარეშე დარჩება.

"ამ ცხოვრებაში რისკი გამართლებულია. სხვანაირად ყოველთვის წაგებული დარჩებით", - თავისი ფილოსოფიური აზრი გამოთქვა ბიარნე რიისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის