შვედეთის ბაშტადსა და გერმანიის შტუტგარტში გამართულ გრუნტის შეჯიბრებებში რობინ სიოდერლინგმა და ხუან-კარლოს ფერერომ იმარჯვეს
ივლისში მამაკაცთა ტურის ჩოგბურთელები ორ ნაწილად იყოფიან: ერთნი ევროპაში გრუნტის მცირე ტურნირებს თამაშობენ, მეორენი კი პირდაპირ ამერიკაში მიემგზავრებიან და იქ US Open Series-ის შეჯიბრებებისთვის მზადებას იწყებენ.

გასულ კვირას აშშ-ში ტურნირი არ ჩატარებულა, შვედეთის ბაშტადსა და გერმანიის შტუტგარტში კი გრუნტის ორი შეჯიბრი გაიმართა.

შტუტგარტის ტურნირი 1949 წლიდან ტარდება. თავის დროზე აქ ისეთ დიდ ჩოგბურთელებს გაუმარჯვიათ, როგორებიც არიან: ბიორნ ბორგი, ივან ლენდლი, ანდრე აგასი, ტომას მუსტერი, რაფაელ ნადალი...

გერმანიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერთ დროს რუსების ლიდერის ნიკოლაი დავიდენკოს კრიზისი. საუკეთესო ხუთეულის ყოფილმა წევრმა მსოფლიოს 197-ე ნომერთან სედრიკ-მარსელ შტებესთან წააგო, რაც მისი მეხუთე მარცხი გახლდათ ბოლო ექვს შეხვედრაში.

შტუტგარტში მეოთხედფინალამდე ვერც ერთმა განთესილმა ვერ გააღწია. პირველი წრე წააგეს განთესვის ლიდერმა გაელ მონფილსმა, იურგენ მელცერმა, ფლორიან მაიერმა და ჟილ სიმონმა. მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას ტურნირის ყოფილი ჩემპიონი მიხაილ იუჟნი - მას ვეტერანმა ხუან-კარლოს ფერერომ მოიგო, რომელმაც შტუტგარტში ახალგაზრდობა გაიხსენა.

ტურნირის ნამდვილი სენსაცია გახდა ფრედერიკო დელ ბონისი, ვინც კარიერაში პირველად მიაღწია ნახევარფინალს. იქ კი ფერეროს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა. ფინალში ხუან-კარლოსს თანამემამულე პაბლო ანდუხარი გადაეყარა. თუმცა გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა, რადგან ფერეროს გამოცდილებამ თავისი გაიტანა - 6:4, 6:0. ფერეროსთვის ეს იყო მე-16 ტიტული კარიერაში. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ეს მეცხრე შედეგია.

გაცილებით ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა ბაშტადში - რობინ სიოდერლინგი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი და ნიკოლას ალმაგრო. აქ მოულოდნელობები თითქმის არ ყოფილა და ლიდერები დამაჯერებლად მივიდნენ ნახევარფინალამდე. წელს ATP-ში მესამედ საუკეთესო ოთხეული პირველ ოთხ ნომრად განთესილებმა დააკომპლექტეს.

ნახევარფინალური ეტაპი კი საკმაოდ მოსაწყენი იყო, რადგან ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. დავიდ ფერერმა ნიკოლას ალმაგროსთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 8:0-მდე აიყვანა. მაგრამ თუ ადრე მათ მატჩებში გარკვეული დაძაბულობა შეინიშნებოდა, ამჯერად ნიკოლასმა მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო. კიდევ უფრო მეტი სირცხვილი ელოდა მეორე ნახევარფინალში ტომაშ ბერდიხს - მან რობინ სიოდერლინგთან 1:6, 0:6 წააგო. ჩეხს ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით ათწლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში არ წაუგია. ტომაშმა წინა პირადი ანტირეკორდი ასევე შვედთან მატჩში დაამყარა - 1:6, 1:6 ერთ-ერთი ჩელენჯერის ფინალში.

გადამწყვეტ მატჩში სიოდერლინგმა ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და საკმაოდ იოლად მოუგო ფერერს - 6:2, 6:2. დავიდი გასულ კვირას ამერიკასთან დევისის თასის მეოთხედფინალის გმირი გახდა, სიოდერლინგმა კი საერთოდ გამოტოვა ეს ეტაპი და უფრო დასვენებული ჩანდა. რობინისთვის წელს ეს მეოთხე და კარიერაში მეცხრე ტიტულია.

აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში სიოდერლინგმა სულ რაღაც 13 გეიმი წააგო.

ATP

Swedish Open

ბაშტადი (შვედეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 2) 6:2, 6:2.

Mercedes Cup

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

ხუან-კარლოს ფერერო (ესპ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე