რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზმა ძალიან საინტერესო მატჩს უმასპინძლა. რეგიონულ დერბიში "რუსთავმა" "ქუთაისს" უმასპინძლა და დრამატულ ფინალში 83:85 დამარცხდა. ქუთაისელებს მიმდინარე სეზონში არ ულხინთ. მოქმედმა ჩემპიონმა სუპერლიგაში უკვე 4 მარცხი განიცადა და გუნდის ხელმძღვანელობამ როტაციას მიმართა. გუნდიდან 2 ამერიკელი ლეგიონერი – სტენლი დევისი და კარტერ სკაგსი გაუშვა. სანაცვლოდ ჩამოყვანილ ჩედ ფრეიზერს "რუსთავთან" დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ქუთაისელთა გამარჯვება გუნდის ქართველ გამთამაშებელს – ეროვნული ნაკრების კანდიდატ ლუკა მაზიაშვილს უკავშირდება.

ახალგაზრდა გამთამაშებელმა გამორჩეულად შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. თანაბრად მიმდინარე მატჩში თავდაპირველად წინ მასპინძლები იყვნენ, თუმცა ანგარიშში სხვაობა დიდი არ იყო. პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლები 23:19 იგებდნენ, ხოლო მეორე ათწუთეული 4 ქულით სტუმრებმა მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა – 41:41. მესამე პერიოდში რუსთაველებმა ისევ 4 ქულით იმარჯვეს და დაიწყო ბოლო პერიოდი, სადაც ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა.

ლუკა ბულაშვილის 3-ქულიანით რუსთაველები დასრულებამდე 70 წამით ადრე 81:80 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა გიორგი ბარბაქაძის საჯარიმოებით უპასუხეს და ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, თანაბარი ანგარიში რომ დაფიქსირდა. რევაზ როგავამ რუსთაველთა შეტევა გააცუდა, აცილებული ლუკა მაზიაშვილმა მოხსნა, რომელმაც საპასუხო შეტევაში, დასრულებამდე 7 წამით ადრე, უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და "ქუთაისი" 85:83 დააწინაურა.

მასპინძლებმა დარჩენილ დროში მოახერხეს სროლა, თუმცა ზურა ვაშაკიძის მომგებიანი სამქულიანი სტუმართა კალათში არ ჩაეშვა. ქუთაისელთა ლიდერ მაზიაშვილის ანგარიშზე 33 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. გიორგი ბარბაქაძემ 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ჯარვის რეის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. დებიუტანტმა ფრეიზერმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. "რუსთავში" 21 ქულითა და 14 მოხსნით ეივერი დიგსი გამოირჩა. ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა