გელზენკირხენელები აქცენტს ჩიპრიან მარიკაზე გადაიტანენ

„ლელოს“ მკითხველები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ „შალკე“ ახალ თავდამსხმელს ეძებს. სიახლე ის არის, რომ სასურველ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ფორვარდი ნოლან რუ ლევან ყენიას კლუბში არ გადავა.

გელზენკირხენული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა, რომ „ბრესტისგან“ უარი მიიღო. „თავიდანვე უარი გვითხრეს, მაგრამ მერე გაცილებით უკეთესი წინადადებით მივმართეთ და მაინც უარი შემოგვითვალეს. ერთი სიტყვით, ნოლან რუ ჩვენთან არ გადმოვა,“ - უთხრა ჰელდტმა „ბილდს“.

შესაბამისად, „შალკემ“ აქცენტი ახლა მთლიანად ჩიპრიან მარიკაზე უნდა გადაიტანოს - ფორვარდზე, რომელიც ერთი კვირის წინ „შტუტგარტიდან“ გააგდეს და უფასოა. შესაბამისად, წესით „შალკეს“ რუმინელის დათანხმება არ უნდა გაუჭირდეს. ჰელდტი აღიარებს, რომ მარიკას აყვანა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან მან „შტუტგარტში“ იმედები ვერ გაამართლა, მაგრამ სჯერა, რომ რუმინელი „შალკეში“ გაიხსნება. ბრაზილიელი თავდამსხმელი ედუ კი გელზენკირხენულ კლუბს სავარაუდოდ დატოვებს. ჰელდტის თქმით, მას იაპონიიდან აქვს შეთავაზებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა