მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ, 2014 წლის შემდეგ კი პირველად გავიდა ფინალში.

როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ტემპი მაღალი არ იყო. თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, არგენტინელებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ფერნანდესის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია. შემდეგ მასთან პირისპირ გასული ალვარესი გოლკიპერმა წააქცია და მესიმ პენალტი უზადოდ შეასრულა. 39-ე წუთზე ალვარესმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და ბურთიანად შევიდა კარში. ამას სამხრეთამერიკელთა კუთხური მოჰყვა და მაკალისტერის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა ძლივს მოიგერია.

შესვენების შემდეგ სლავების მწვრთნელმა დალიჩმა ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, შეუტიეს, რითაც მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მიეცა და შანსი მესიმ ვერ გამოიყენა. მერე მესი გვარდიოლს გაექცა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა, რომელიც მწვრთნელმა სკალონიმ შეცვალა, საფინალოდ დაასვენა და მოედანზე დიბალა შეუშვა. ეგ იყო და ეგ, "ალბისელესტემ" კლასით დაჯაბნა ვიზავი და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შორეულ კატარში არგენტინიდან დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთა დიდ ნაწილს ფინანსურად სულაც არ ულხინს, ამისათვის ფულს, შესაძლოა, მთელი წელი აგროვებდნენ, მაგრამ ეს ამად უღირთ, რამეთუ მიზანი დიადია - თავიანთ მესამე ტიტულს მიუახლოვდნენ. ხორვატია შესანიშნავი გუნდია, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ფინალში ღირსეული გავიდა. ალბათ, ასე ჯობია სანახაობისთვის, ასე ჯობია მისი უდიდებულესობა ფეხბურთისთვის. ზეიმი გრძელდება.

რაც შეეხება მესის, ეს უკვე სულ სხვა ლეოა, საკუთარ თავს არ ჰგავს, ხშირად აღარაა მოედანზე ჩვეულად მშვიდი (დღევანდელი შეხვედრა არ იგულისხმება), ხანდახან მარადონასავით გაცხარებულია, ისეთი კერპია, როგორიც გუნდს სჭირდება და რომელიც წინ მიუძღვის, მიუძღვის თავისი კარიერის მწვერვალისკენ, რამეთუ ეს მისი ბოლო შანსია - ახლა ან არასოდეს.

. მესიმ მუნდიალებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მე-11 გოლი გაიტანა, ბატისტუტას გაასწრო და არგენტინის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.

. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთივე ნახევარფინალი მოიგო.

. ხორვატია მუნდიალებზე პირველად დამარცხდა 2+ გოლით.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი

არგენტინა - ხორვატია 3:0

გოლები: 1:0 მესი (37, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)

პასუხის პასუხი
წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემაა და სწორედაც,რომ ამ საკითხზე ვწერდი. საერთოდ არაფერი აქვს არგენტინას შესაშური,არც მესის მშურს რაიმე :) ღმერთმა დამიფაროს. მე ვარ ქართველი,იმ ერის შვილი,რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.გვაქვს ჩვენი იდენტობა,ენა და ტრადიციები. უამრავი მტერი შეოესია საქართველოს და ვერ გვათქმევინეს უარი ვერც ენაზე,ვერც სარწმუნოებაზე და ვერს მამულზე.თუ ფეხბურთს აწვებით,ყიფიანის ქვეყნიდან ვარ,ქინქლაძის და ეხლა კვარაცხელიას. ეხლა არგენტინაზეც ვთქვათ,არგენტინის ოფიციალური ენა არის ესპანური,მათ მიიღეს კოლონიზატორის ენა და სარწმუნოება. რა არის სალაპარაკო,როცა არგენტინა ნეკა თითის ფრჩხილადაც არ ღირს. თან პატრიოტიზმზე საუბრობ,რაც სასაცილოა. რახან მესი ყავთ ან მარადონა ყავდათ აპრიორ სიმაგრეს არ ნიშნავს. თან ეს ფეხბურთი უბრალოდ თამაშია და სხვა არაფერი,უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები არსებობს ცხოვრებაში. ზოგადად,როცა ადამიანს კომენტარით შეუვარდები,არგუმენტები უნდა მოიყვანო და გაუბათილო ნათქვამი. რა დავწერე ტყუილი? ყატარმა არ იყიდა მასპინძლობა? თუ გუშინ ევროპარლამენტარები არ დაიჭირეს? თუ მიზეზი ის არ იყო,რომ ყატარიდან მიიღეს ქრთამი? ორსატოზე და იტალიაზე ტყუილი დავწერე? თუ პსჟ მფლობელი არ არის ყატარელი და ამ მსოფლიოს ორგანიზატორი? წარმოდგენა მაინც გაქვთ,რამხელა ორგანიზაციაა ევროპარლამენტი და რა ძალაუფლებას ფლობს? თუ ვიღაცას აქვს იმის გაქანება რო ამ ორგანიზაციის ადამიანის და შრომის უსაფრთხოების კომიტეტი მოისყიდოს,მაშინ ორსატო ან ინფანტინოს ვერ მოისყიდიან? თან იქვე ვწერ,რომ არ ვიცი ეს ესე არის თუ არათქო და ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსთქო. რა იყო გაუგებარი აქ და რა იყო ბოღმის მაგვარი? ურუგვაიზეც გეტყვი თუ გინდა,ძალად გაგადეს და იმასაც გეტყვი როგორ,პორტუგალიას რო პენალტი დაუდეს,დასადები იყო? სწორედ მაგ ერთი ბურთით გავარდა ურუგვაი. შემახსენეთ,ურუგვაი არგენტინის ბადეში ხომ არ იყო? სიგიჟეში ხართ ეს მესის 10 წლის ფანები და გგონიათ რამეს ამტკიცებთ,მარა ექიმს ეჩვენოთ ჯობია. ჩემთვის რატო უნდა ქონდეს მნიშვნელი,მაროკო წაიღებს თასს,არგენტინა თუ საფრანგეთი? უბრალოდ,ფეხბურთში სამართლიანობა უნდა იყოს და უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა. თუ ესე შეცდომას ვუწოდებთ ყველაფერს,მაშინ აბსურდის თეატრი იქნება. 4 მსაჯი არის მინდორზე,5 ვარის ოთახში და რანაირად უნდა დაუშვან შეცდომა? ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა და ეს ფეხბურთს არ უხდება.

ეჰ... მძიმე დღეში ყოფილხარ ჩემო ძმაო. გიშველოს ღმერთმა
D
ეგ მოხდება მშვიდად და აუღელვებლად
შადიმან
ეგ კოსოვო იყო. 98ში დაბომბეს ბელგრადი. ხორალვატებმა თაცისი ხდლით დაიცვეს თავი სერბებისგან.
ზაკო
თავი ძალიან დიდი ლოგიკის პატრონად მოგაქვს და დანარჩენ საზოგადოებას აკნინებ. შენ აზრი კარგი ზღაპრის სიუჟეტია და მანდ თუ საფრანგეთმა მოიგ9 მერე მბაპე ჩასვი
კიეზა
აი მონდომება..თავად მესი ამბობდა ბრაზილიის სიძლიერეს და რა..როგორ დარბოდა 35 წლის კაცი თითოეულ მონაკვეთზე. დიადი და ღირსია თასის..რა ნეიმარი..რა რონალდო..კლასია..
ჯუბა
საფრანგეთმა ჯერ მაროკოს მოუგოს , ისე ფინალი დამახინჯდება მაროკო რომ გავიდეს
ქიტესა
ჩვენნაირი ქვეყანა როგორ არის, შუაგულ ევროპაშია. გამარჯვებული კიდევ იმიტომ არის, რომ ნატომ ბელგრადი დაბომბა. ჩვენს შემთხვევაში კი შეშფოთება-აღშფოთება შეგვრჩა.
ვპასუხობ: ხორვატია ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანაას.
წავიკითხე შენი კომენტარი და ერთადერთი დასკვნა გამოვიტანე! უბრალოდ ლეო მესის ბოღმა გახრჩობთ და აღარ იცით რეები როშოთ. შენს ლოგიკას თუ გავყვებით, რა გამოდის? ხორვატიამ ფული აიღო და წააგო? ეთამაშა ბატონო და ებრძოლა და მოეგო ვინმემ დაუშალათ? არგენტინის გუნდი არის ერთ მუშტად შეკრული, მებრძოლი და თავისი სამშობლოს პატროოტები, აი აქედან მოდის მაგათი მისვლა ფინალამდე, რაც თქვენ ნერვებს გიშლით და უკვე კონტროლსაც კი ვეღარ უწევთ საკუთარ თავებს, თუ რა შინაარსის ბოდვებს წერთ კომენტარებში! იმან ქრთამი აიღო, ამან ქრთამი აიღო,სუფთა ჭორიკანა კაცუნები ხართ! პირდაპირ კაცურად მაინც სთქვით, რომ ვერ ეგუებით ლეო მესი, რომ კარგად თამაშობს, ყველას უყვარს და ამის გამო შუაზე იხევით!
ზურა
ვინმე დაგვრჩა ქვეყანაში? რაის საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა..30 წელია სახელმწიფო ვერ აგვიშენებია ხორვატიას როგორ ედრები? არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფოებრივი აზროვნება და უნარები..ქვეყანა რო გარუსდა ეს უფრო მესირცხვილება მე ვიდრე მუნდიალზე რომელიმე სხვა გუნდის გულშემატკივრობა..პრიორიტეტები გვაქვს არეული..რაც შეეხება ბულინგს ეს ინტერნეტ სივრცეში ჩვეულებრივი ამბავია სამწუხაროდ არა მხოლოდ ფეხბურთის გამო და ამის აღმოფხვრა შეუძლებელია.. დამერწმუნე ქუჩაში სხვა ქვეყნის ნაკრების ფორმით სიარულის დროს ვერავინ გაბედავს რამის თქმას ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს..მადლობა..ნახვამდის.
321
კვარა მწყობრში გვყავდს, ოპტიმალური ფორმა და სანიოლის საქართველო გადავხსნით და გადმოვხსნით ნებისმიერ დროს ამ ხორვატიას.
ზურა
მაგაზე ბევრი დაიწერა უკვე და თუ არგენტინის გულშემატკივარი ხარ გეცოდინება რომ აზრები გაიყო იქეთ ყოფილი მსაჯი ამბობს რო პენალტი იყოო აქეთ ლინეკერი გაიძახის არაო..ნებისმიერ შემთხვევაში აქ დაიდებოდა თუ არა არგენტინა ძალიანჯობდა ხორვატიას და ეს შედეგი ეჭვს საერთოდ არ იწვევს..
იკა
ისე მართლა გჯერათ, არგენტინას მესის გამო ეხმარებიანო? განსაკუთრებით საუდის არაბეთთან გამოჩნდა როგორ ეხმარებიან. მესი კონკრეტულად ვინ არის რო დაეხმარნონ? რატო რონალდოს ან ნეიმარს არ ეხმარებიან?
123
არგენტინას აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს 2-0 მერე. მაგაზე არ ლაპარაკობენ. 4-0 უნდა მო123რჩენილიყო
ზაქრო
მეკარის მარჯვენა ფეხის მოძრაობას ყურაადღებით დააკვირდით, თავდამსხმელის შესაჩერებლად დგამს.
ხორვატია,ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანა
ზოგადად,საქართველოს ნაკრების გარდა სხვა ნაკრებს არ ვქომაგობ,არ ვარ იმ კატეგორიის,არგენტინის ან ბრაზილიის გამო ქართველი რო ერთმანეთს აბულინგებს და ეს ჩემი აზრით,არის დიდი სირცხვილი ერის.გამომდინარე იქედან,რომ ჩვენი ნაკრები არ არის მსოფლიოზე,ჩვენაირ პატარა ქვეყნებს ვქომაგობ ხოლმე და მინდა წარმატებას მიაღწიონ,რათა ჩვენ,ქართველბმაც დავიჯეროთ რო შეგვიძლია ამის გაკეთება. ხორვატია არის ჩვენაირი ქვეყანა,იდენტური მოსახლეობის რაოდენობა,ომგამოვლილი და ეხლა ევროკავშირის წევრი,რაც იდეაში ჩვენც უნდა შევძლოთ. უყურებ ამ ქვეყანას და მებრძოლ ბიჭებს ხედავ,ნამდვილად ვიამაყებდი ხორვატი რო ვიყო. ასეთი ქვეყანა დაჩაგრული იქნა საფეხბურთო ბიუროკრატების მხრიდან. პენალტი ეპიზოდს უნდა შევეხო,პენალტი დასანიშნი არ იყო,შემტევმა დაარტყა და წინ გამოსულ მეკარეს წამოეკიდა. საჯარიმოში მეკარე ხელშეუხელებელია,ეს იყო ჯარიმა და მეკარეზე თავდასხმა. ადამიანები იძახიან რო არ სჯერათ ჩაწყობების,მარა ეს მსოფლიო ჩაწყობით შეიქმნა,გუშინ კატარელების მოსყიდული ევროპარლამენტარები დაიჭირეს და ორსატოს მოსყიდვა ვერ მოხერხდებოდა? რატო? მოსყიდული იტალიელი გიკვირთი თუ კრიმინალი იტალიელი? 6 თამაში ითამაშა არგენტინამ და 4 ერთ სტადიონზე,ეს რანაირად შეიძლება? ასევე,პსჟს მფლობელი არის კატარელი,ვინ ორგანიზება გაუწია კატარში ტურნირს და რამდენად არის იმის შანსი რო მესის პსჟში გადასვლა ამასთან იყოს კავშირში? არ ვიცი,მარა ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. როგორც მოგახსენეთ,საქართველოს ნაკრების გარდა არავის ვქომაგობ,საკლუბო დონეზე ლივერპულის ქომაგი ვარ ანუ არანაირი დაინტერეესება არ მაქვს,რომ მესის წინააღმდეგ წავიდე,რადგან მისი ბარსა ორჯერ შეგხვდა და ორივეჯერ ლივერპულმა იმარჯვა. მე,როგორც ლივერპულის ფანს არანაირი მიზეზი არ მაქვს არ მომწონდეს მესი. უბრალოდ,დრო გავა და ეს ჩანაწერები იარსებებს,მომავალი თაობები ნახავენ და ყველაფერს გაარკვევენ,როგორ გადასცეს მსოფლიო თასი კონკრეტულ ფეხბურთელს,ხოლო ამაზე არავის რეაქცია არ ქონდა. რას იფიქრებენ თქვენი აზრით? ჩემი აზრით,იტყვიან რო ასეთი ბოგანო საზოგადოება რანაირად იყო იმ დროშიო და ადამიანი ღმერთად რანაირად გამოაცხადესო. სირცხვილია,ფეხბურთის სირსცხვილია ეს მსოფლიო ჩემპიონატი. არ ვიცი,ამისთანა კარიერის პატრონ მესის,რად უნდა მსგავსად მოგებული ტიტული. კომებოლმა ყოველ წელს უტარა კოპა ამერიკა,სანამ არ მოაგებინეს და ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ საფეხბურთო სამყარო შეშლილია. ხორვატებს კი მალადეც,იმედი მაქვს რო საქართველოსთვის კარგი მაგალითი იქნება და ჩვენც გავალთ დიდ ტურნირზე. პ.ს. იმედია,რომ არ დაიბლოკება ეს კომენტარი. კომეტარებით არ შემომივარდეთ მესის და არგენტინის ფანები,რადგან თავს შეირცხვენთ. რასაც მესის და არგენტინის გამო ენერგიას ხარჯავთ,ჩვენ ქვეყანას რო მოახმაროთ არ გინდათ? თქვენაირი ხალხი ხართ ამ ქვეყნის სირცხვილი. აი,ისეთი ხალხი ხართ,გერმანიასთან რო გადახტა ვიღაცა და კროოს ფეხების ლოკვა დაუწყო დინამოზე. თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა
zura222
ისე მე არგინტინისკენ ვარ მაგრამ პენალი არ უნდადანიშნულიყო ! მეკარეს ფეხი ედგა და არც გაწია სპეციალურად და ალვარესი იმ გაწეულ ფეხს თვითონ წაქმოეგო ! ანუ მსაჯის ლოგიკით მეკარეს ის ფეხი უნდა მოერიდებინა რომ ალვარესი არ დაჯახებოდა ?? თანაც ვერც მოარიდებდა ძალიანაც რომ მოენდომებინა--ჯერ ერთი წამის მეასედების ამბავი იყო იქ და თანაც საყრდენი ფეხი იყო და ვერ გაწევდა !
zura222
ხორვატიამ ამდენს იმიტომ მიაღწია რომ მთელი ქვეყანა და ხალხი გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელია ! ეს 30 წელი რაც ომები და კონფლიქტები გამოიარეს ყველგან გაიმარჯვეს და აგრესორ სერბებსაც ხომ ყოფა უტირეს ! სულ თვალწინ მიდგას ის ვიდეო--სერბი პოლიციელები სტადიონზე ხორვატ ბიჭს დუბინკებს რომ ურტყამდნენ და ბობანი რომ შეიჭრა იმ პოლიციელების ჯგუფში და სულ წიხლებით რომ მიმოფანტა ის არაკაცები ! დაახლოევით იგივე გააკეთა შუკერნაც და ამის მერე არც მიკვირს ხორვატების ასეთი წარმატებები ! მარტო ფეხბურთში კი არა ლამის ყველა სახეობაში ასე არიან (ერთადერთი რაგბი ვერ აითვისეს) და ჩვენ კი პირიქით დამარცხებულის ტვირთი გვაწევს ამ 30 წელს რა ომები და კონფლიქტებიც გამოვიარეთ ყველგან დავმარცხდით როგორც საომარ მოქმედებებში ისე პოლიტიკურადაც და ეს 30 წელი ასე მოვდივართ დაჩაჩანაკებულები @ ყველა ვისაც არ ეზარება ჩვენ გვეუფროსება და და თავში გვირტყამს @ სანჭოეთიდან გუშინ გამომძვრალი ბალტისპირელებიც კი @
kaxa
ჯერ საქართველომ მაგის მეოთხედი შეძლოს რაც ხორვატიამ და მერე ყარეთ ჩლიქები, ხორვატიას უდისესი პატივისცემა, 3,9 მილიონიანი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა, არავის დასაცინი ხორვატები არ არიან.
დავით 67
ადამიანი-ს! შენნაირი ნაცისტი ხალხი სულ აპელირებს რომ საფრანგეთში, ვითომ ფრანგები არ არიან და არაბებმა და ზანგებმა მიისაკუთრეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საფრანგეთში გაზრდილი კაცი ( ქალი) უკვე ფრანგია. ეგეც რომ არ იყოს პრეზიდენტიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა თანამდებობაზე მყოფი ფრანგია და არც ყოფილა სხვა. გუნდიც რომ ავიღოთ გრიზმანი ჟირუ ლორისი რაბიო,ვერეტუ ვარანი ეგენი სუფთა ფრანგები არიან,მაგრამ თქვენ მბაპეს კანის ფერი არ მოგწონთ, რომელიც არგენტინას დაამხობს და საუკეთესო ფეხბურთელის სახელსაც მოიპოვებს! ეგ თქვენი ამოჩემება ვითომ არაფრანგებზე 0- ის ტოლია
დავით 67
ეგრეა
ადამიანი
რა საფრანგეთი,რის საფრანგეთი??? საფრანგეთი პლატინის დროს იყო,დღევანდელი სხვა რაღაცაა,მეორე მაროკო ,ან მეორე ალჟირი. ჰო,მაროკო ერთი და მაროკო ორს ვშორის გამარჯვებული შეხვდება არგენტინას. ;) პ.ს. ვიდრე ვინმე რაღაც ზეჰუმანურ-ლიბერასტურით რაიმე არატოლერანტურს დამწამებს,გვარები ჩამომითვალის, აი ძირითადი გუნდის ,,ფრანგების" ..ჰმ პ.ს. არგენტინა !!!
mamulo
რა ვქნა,მეც მინდა არგენტინა და მესი მსოფლიო ჩემპიონები რომ გახდნენ ,მაგრამ რა ვქნა--ჩემპიონი საფრანგეთი გახდება.ეს ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდი და ბოლო 10 დღეს მეოთხეჯერ ვწერ. ფრანგებს მესი და არგენტინა მირჩევნია,მაგრამ ჩემპიონი ს ა ფ რ ა ნ გ ე თ ი ა.
L.J .
3e golma 10 wlis winandeli mesi gamaxsena ra advilad "atria"ioshko es ra iyo
შადიმან
და მაინც. ნეტა ჩვენ ვიყოთ მაგათ ადგილას და მაგათი ჟილკა გვქონდეს. ჩვენხელა ქვეყანა რომელიც იმდენივე ხანია რაც დამოუკიდებელია რაც ჩვენ მაგრამ სამჯერ გავიდნენ მსოფლიოს ნახევარფინალში. ეგ გამართლება არაა 1994ის ბულგარეთივით ან 2002ის კორეასავით. ეგ ჟილკაა
Qatar
გახდებიან ჩემპიონები აბა რა,მსაჯები ყველა თამაშში პენალტს უდებენ:))
ქართველი
დედას ვფიცავარ ადამიანი თუ იყოს მესი. არარსებობს სიტყვები რითაც აღვწერ ამ მოვლენას. ფეხბურთი არის მესი. შეგვიძლია ოფიციალურად მესი დავარქვათ ამ სპორტს. არ მჯერა ისეთ რაღაცეებს აკეთებს. ერთი თამაშიც და ყველანაირი კითხვა გაქრება. უკვე ყვეკაფერი ცხადია მესიმ ფეხბურთი დახურა ყველანაირი მნიშვნელობით. მადლობა ღმერთო რომ მას ვუყურებ.
მალხაზ ჯობავა
მიგიჩინეს თქვენი ადგილი კონდუქტორის სკამზე, თქვე ავტობუსის მძღოლებო თქვენი ნახევარფინალში გასვლა არ გეიშვა, ხუთ თამაშში რო ექვსჯერ დაარტყამ კარისკენ, ფუი მაგსთანა გუნდს.
მესი
მესი რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელია აქამდეც ცხადი მარტო იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ქონდა წაგებული და ამჯერად ალბათ მოიგებს მარადონასთან ბევრი პარალელია მაგრამ მაშინდელი ფეხბურთი უფრო შემოქმედებითი იყო
კაკო
მარტო არგენტინამ და მესიმ კი არ გაიმარჯვეს,დღეს გაიმარჯვა ფეხბურთმა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მთლად რო ვერ მოიგოს ფინალი. 2 ჯერ მანდ ნამყოფია უკვე. პენალდუ7-ს ფანები ის კატეგორია ვინც ფეხბურთის გაგებაში არაა როგორც იქნა 14 დეკემბერს 2022 წელს ოთხშაბათს 01:00 საათზე გაიგეს რომ მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.
Gia
Argentina chempionia da mesi kide peles mefobis memkvidre oficialurad!!!
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]