მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას დამაჯერებლად, 3:0 სძლია, თუმცა დამარცხებული ქვეყნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ კარში მსაჯმა დანიელე ორსატომ პენალტი არასამართლიანად დანიშნა.

32-ე წუთზე ხულიან ალვარესი მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ბურთი გადაუგდო და შეჯახების შედეგად გაზონზე აღმოჩნდა. ამ მომენტში გოლკიპერმა მეტოქეს ფეხით "შლაგბაუმი" წინასწარ გაუშალა და წააქცია. მათ შორის მოკლე მანძილი იყო და ალვარესმა ვერ შეძლო მოძრაობის გაგრძელება. მეკარეს ბურთზე არ უთამაშია, ხოლო თავდამსხმელი განზრახ არ წაიქცა და გვერდის ავლა არ შეეძლო. აქ ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, სადაც დომინიკმა ბრძოლა წააგო და დაისაჯა.

ხორვატმა მსაჯმა ბრუნო მარიჩმა Jutarnji-სთან ეპიზოდი გაარჩია და განაცხადა, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო: "მე იმათ რიგებს არ განვეკუთვნები, ვისაც შეთქმულების თეორიებისა სჯერა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ პეპეს ნათქვამს აზრი ჰქონდა. არგენტინა მართლაც პრივილეგირებულია.

არბიტრის გადაწყვეტილება ასე ფიქრს გაიძულებს. პენალტი არ იყო. ლივაკოვიჩის მხრიდან ფოლი არ იყო. აქ მხოლოდ მეკარეზე წესების დარღვევა შეიძლებოდა დაფიქსირებულიყო.

სამწუხაროა, რომ ორსატომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა შედეგზე. უსამართლო და დაუშვებელია!"

ხორვატების ნახევარმცველმა ლავრო მაერმა აღნიშნა, რომ სისულელეა რამეზე წუწუნი, მაგრამ პენალტი არ იყო, რომელმაც ისინი მოკლა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "მეტ-ნაკლებად სამართლიანი პენალტი".

ლინეკერს არ დაეთანხმა ყოფილი თანანაკრებელი გარი ნევილი: "პენალტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ლივაკოვიჩმა უბრალოდ მარჯვნივ გადააბიჯა, ალვარესის დარტყმისას გაჩერდა და მერე კი არგენტინელმა ფეხი წამოსდო. რა უნდა გააკეთოს მეკარემ ასეთ სიტუაციაში? ალვარესის მიმართულებით მოძრაობა რომ გაეგრძელებინა, პენალტი სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ის გაჩერდა".

საქართველო
100% პენალტი რომ ყოფილიყო ასეთ განხილვის თემად არ იქცეოდა, მე მესის გულშემატკივარი ვარ იმის შემდეგ რაც პირველად გამოვიდა ცვლილებაზე ბარსელონაში, ჩემი აზრით ძალიან საეჭვო პენალტი იყო და ამას აღნიშნავს არაერთი მსოფლიო დონის საფეხბურთო ექსპერტი, ლივაკოვიჩი გამოვიდა,გაჩერდა და ბოლოს თავის არიდებაც სცადა,კალათბურთში ეს შეჯახება 100% ფოლია შეტევაში.ეს ისეთი მომენტია რომლის ალბათ დანიშვნასაც და არდანიშვნასაც გამართლებას რომ მოუძებნის მსაჯი და სწორედ ამიტომაც 0-0-ზე ნახევარფინალში ესეთი პენალტი არ უნდა ინიშნებოდეს, მოდი ეხლა არგენტინის გულშემატკივრებს გკითხავთ,ჰოლანდიასთან იყო თუ არა პარედესი გასაგდები? ჩემი აზრით ამაზე დავაც არ შეიძლება,ეს იყო 100% წითელი ბარათი
დავით 67
პროფესორებო-ს! მეთანხმები იმაში, რომ არა მესი არგენტინა ვერ მოიგებდა!
მოსეხონელი
100 ანს წერ. ხორვატიაზე გუნდმა ერთი აზრიანად ვერ შეუტია და პენალით წააგეს?კაცმა დასწრო მეკარეს ბურთზე და მერე გააჩერა მეკარემ და აბა პენალტი რაა?
ელგუჯა
პენალტი რომ არ დაენიშნა, მაშინ თუ ატყდებოდა, ასეთი აჟიოტაჟი.
მასონების მხილელი
დარწმუნებული ვარ ამ დადებითი კომენტარების უმეტესობა აცრილია კოვიდ ვაკცინით 90 % დანარჩენიც აცრილია უბრალოდ შეხვდათ ფიზიოლოგიური ხსნარი !!! დასკვნა გამოტანილია
ზესტა
ვერ გამიგია, რას მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი? არც მთავარი არბიტრი და არც ვიდეო რეფერის არბიტრები დაეჭვებულან დარღვევის არსებობაში და ვინც მომენტს რამდენჯერმე ნახავს, ამაში აუცილებლად დარწმუნდება. მე, საერთოდ, ევროპის გუნდებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ მომენტზე შემიძლია ვთქვა: მსაჯის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართალი. ზოგიერთებივით (სუბიექტურად მოაზროვნეებივით) უაზრო საუბარი რომ არ გამომივიდეს მივმართოთ ფაქტებს: დარღვევის დაფიქსირებისას უნდა მივმართოთ საფეხბურთო წესებს და არა ვიღაცამ მსგავს სიტუაციაში დანიშნა თუ არა 11 მ-იანი. რას გვეუბნება ფეხბურთის წესები? "თუ მოთამაშე ჩაიდენს ქვემოზთ მოყვანილი დარღვევებიდან რომელიმეს, დაინიშნება საჯარიმო დარტყმა (საჯარიმო მოედნის ფარგლებში-11 მ-იანი დარტყმა): 3) აფერხებს მეტოქის მოძრაობას ფიზიკური კონტაქტით (ხორვატების მეკარემ ფეხის კონტაქტით არ მისცა თავდამსხმელს მოძრაობის გაგრძელების საშუალება)-თამაშის წესები, პარაგრაფი-12.რაც შეეხება პოლონეთთან დანიშნულ 11მ-იანს: მის შესახებ წესებში სწერია: "თუ მოთამაშე დაარტყამს ხელს ან შეეცდება დაარტყას ხელი მოწინააღმდეგეს (შესნიმ ხელი დაარტყა მესის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შემთხვევით იყო თუ განზრახ. განზრახ რომ დაერტყა, მას გააძევებდნენ), ის დაისჯება საჯარიმო ან 11 მ-იანი დარტყმით." მე მგონი, ყველაფერი გასაგებია.
ეჭვიანი
ამ პენალტმა გუნდი გატეხა . ამით არგენტინამ გარკვეული ფოლი მიიღო.
ეეე
მცველმა რომ ბურთი გამიტანა, იმ ბურთზე თამაშის საშუალება არ მიეცა, ეს იგულისხმება და არა პირველი დარტყმა.
ნოდარი
პენალტი უსამართლოდ დაინიშნა,რატომ არ ურჩიეს ვარ-ს ოთახიდან მსაჯს ეპიზოდი ენახა, ალბატ იმიტომ რომ არ გადაეთქვა. აი აქ მარხია ძაღლის თავი არგენტინის სასარგებლოდ
ქიტესა
სხვა გუნდების გულშემატკივრების მესმის მაგრამ ფეხბურთის სპეციალისტებისაც არ გჯერათ?იმსჯელეთ ობიექტურად ესე როგორ შეიძლება ევროპული გრანდები გააგდეს ბრაზილია გააგდეს არგენტინის სასარგებლოთ?მაიცდამაინც მახრჩობელა ილეთი უნდა გაუკეთოს პენალტი რომ დაუნიშნოს?
ზურა
აი რაზე მედებატები ვერ გავიგე.. 2014 ეკუთვნოდა არგენტინას წაგება და წააგო ხო მაგას გაიძახი? გუშინაც წაგება ეკუთვნოდა ანუ ხორვატიამ დაჩაგრა თამაშით და მაინც გაათრიეს მსაჯებმა მაგას მეუბნები? მაგ პენალტზე აზრი გაიყო ნაწილი ამბობს დასანიშნი იყოო ნაწილი არა. შესაბამისად გადაჭრით ვერავინ იტყვის არ იყოო და ეგეც რო არ იყოს მაგის შემდეგაც ხორვატიას არაფერი გაუკეთებია ამ თამაშის მოსაგებად და რავიცი…ნამუსიც კაი საქონელია )))
მიშა
ვკითხულობ კომენტარებს და მიხარია, ამდენი ნოსტრადამუსი რომ გვყავს. ყველაფერი წინასწარ რომ იციან. :) ერთი ეგაა, თუ ასე ბევრი ყველაფრის მცოდნე ადამიანია საქართველოში, ასე ცუდად რატომ ცხოვრობს ქვეყანა.

ვის რა უნდა დაუღეჭო? უყურე კარგად მაგ თამაშს და დააკვირდი გერმანიამ რამდენი მომენტი შექმნა. მეორეც, ეგ არის ფეხბურთი - მომენტი გაქვს და თუ ვერ გამოიყენებ, წააგებ. პალასიო, გარაი და როხო ჯობდა იმ გუნდს? გიოტცე კი არ გამოხტა, პასი მიიღო მკერდზე და გამიზნულად დაარტყა კარში. უბრალოდ არ გინდათ მაგის აღიარება და ჰა! 2010-შიც მშვენიერი ბიჭები ჰყავდათ მაგრამ 4-0 წააგეს იგივე გერმანიასთან. მანდაც ოთხჯერ გამოხტა ვიღაცა ? ეგრე იქნება ფინალშიც, ვერ გამოიყენებენ და წააგებენ. იძახეთ მერე უამრავი მომენტი გაანიავაო. მოიგებენ და ღმერთმა გაუმარჯოთ
ზურა
წესით ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს მაგრამ მაინც დავწერ..რომ არა იმ თამაშში არგენტინელების უაზროდ განიავებული მომენტები აუცილებლად მოიგებდა იმ მუნდიალს..შემდეგ არსაიდან გამოხტა გიოტცე და გაიტანა..ვერ გაიტან გაგიტანენ პრინციპი ამოქმედდა. ამიტომ ვახსენე განგებას აქვს არგენტინის ვალითქო.იმ დრეს არ იყო არგენტინის მხარეს და ახლა დრო მოვიდა განგებამაც გადმოხედოს არგენტინას. რავიცი მეტი როგორ დაგიღეჭოთ ეს თემა რომ გაიგოთ. ან გაგება არ გინდათ ალბათ ))
მოქალაქე
მაგ პენალტის შემდეგ საათნახევარი გქონდათ რამის საჩვენებლად.
w
ალბათ ფინალშიც აჩუქებენ ერთ-ორ პენალტს.არგენტინამ პირველი თამაშის წაგებით გასაცემი გასცა ეხლა კი იმკის.
გია
მესის და არგენტინის მოძულეებს გეკითხებით-აბა ხორვატიას რა უნდოდა ფინალში? ბრაზილიასთან 1-11 დარტყმები, ანტიფეხბურთი, გუშინაც გადაუარა არგენტინამ და მაგათთვის ნახ.ფინალიც უკვე ზედმეტი იყო.სამწუხაროა რომ ლამაზ ფეხბურთს, მესის,ნეიმარს ამდენი მოძულე ჰყავს პატარა საქართველოში და თურმე პრაგმატული, ანტიფეხბურთის მოთამაშე ხორვატია იმსახურებდა ფინალს. გულით მეცოდება ესეთი ხალხი.
მსაჯუკებს
ბარემ ჩემპიონატის დაწყებამდე წინასწარ მიეცათ არგენტინისთვის მსოფლიო თასი. ასე კი გახდებიან ჩემპიონები,ყოველ თამაშში პენალტს ჩუქნიან,უკვე ვეღარ ვითვლი,მესის მგონი ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაარტყმევინეს.ასეთი არაფერი მინახავს,ნეტავი ფინალშიც დაუდებენ??
123-s
Ra burtze tamashis sashualeba ar mica?sad erekle da sad chemi.....ai egre ikvnen alvaresi da burti roca mekares sheaskda...alvaresma ver daartka kargad da goli ar gavidoda arafrit rom ara penalti!!! magram aqve davamateb: imas ar vuarkof rom argentina mainc moigebda am tamashs.
ჟორა ხვედელიძე
რაც შეეხება იმას, რომ ხორვატია ამ პენალტმა მოკლა, სასაცილოა. არცერთ შეხვედრაში ხორვატებს პირველი ბურთი არ გაუტანიათ, მაგრამ მშვენივრად მოიგეს მატჩები. მიდი მესი!!!

2014-ში არ ეკუთვნოდა და იმიტომაც ვერ მოიგო. მაგ ლოგიკით სულ კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ვერ იგებენ. როგორც გუნდი არც ეხლაა საჩემპიონო და თუ გახდნენ, 99% მესის დამსახურება იქნება
Gio
სანამ შეიხები არიან ფეხბურთში მანამ არ იარსებებს ფეხბურთი გამგები გაიგებს ამ სიტყვებს და ასეთი პენალტის დადება მესამე ლიგაშიც არ ხდება ნუ იბრმავებთ თვალებს.
ქიტესა
გეთანხმებით, მესის მიუდგნენ, თორემ მესამე გოლს ვერ შექმნიდა. მსაჯი ეძახდა, მიდი ლეო, მიდი !
ბბ
ბურთზე გარბოდა ხო შეძლებდა დამატებას,მეკარემ ხელი შეუშალა წააქცია აბა სხვა რაა პენალტი
mmm
მეკარე დარტყმას ელოდებოდა და ფეხი გაუწია კარის ჩასაკეტად, რაც ადვილად იკითხება თავდამსხმელის, ბურთის, მისი მდებარეობებით და მოძრაობის ტრაექტორიით. ბევრმა მათ შორის მამარდაშვილმა არაერთხელ მოიგერია ასეთი გაშლილი ფეხით ბურთი. თან ფეხის მდგომარეობას თუ დააკვირდებით შეჯახების შემთხვევაში ტრავმის რისკი ძალიან მაღალია. ვფიქრობ ეს პენალტი მეკარეებისთვის ცუდი სიგნალია. რაც შეეხება მესის მართლაც უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ადამიანობის, შეგნების და ზრდილობის საკმაო დეფიციტით.
ბს
ესენი რომ უსამართლობაზე და პრივილეგირებულებაზე ილაპარაკებენ რაა. და არ მინდა და ზღაპრები რომ თავისით მიაღწიეს ყველაფერს გინდა სპორტში და გინდა პოლიტიკაში
H
ვინც პირველი შეეხება პრინტის შეჯიბრი კი არაა? კარგი თქვათ შეეხო პირველი ამ დროს რა უნდა ქნას მეკარემ აორთქლეს ადგილიდან ? ჩემი აზრით პირიქით ჯარიმა იყო თავდამსხელი შეასკდა სახიფათოდ.
რრრ
როგორ არ იყო პენალტი, რომ არ წაექცია მეკარეს მცველის მიერ გამოტანილ ბურთს დაამატებდა და გაიტანდა.
დ
მიუხედავად ჩემი სიმპათიისა ხორვატების მიმართ, პენალტი იყო. ბურთს პირველი თავდამსხმელი შეეხო და მერე მოხდა შეტაკება, უამრავი ასეთი სიტუაცია გვინახავს, როცა დასწრებაზეა თამაში მეკარესა და ფორვარდს შორის, ვინც პირველი ეხება ბურთს, იმის მხარესაა გადაწყვეტილება. გამეორებების დროს ყველა მაგას უყურებს, ვინ შეეხო პირველი ბურთს, მეკარე თუ ფორვარდი, თუ მეკარე ეხება პირველი ბურთს, პენალტი არ ინიშნება, თუ ფორვარდი, მაშინ პენალტია, თუნდაც არ ემუქრებოდეს კარებს მოთამაშე. აქ კიდევ ჯერ ფორვარდი შეეხო ბურთს და მერე შეეჯახა მეკარე. პენალტია აბა რა არის.
antistepleri
2014 ში რატო ეკუთვნოდა?:) ვისაც ეკუთვნოდა იმან მიიღო თასი :)
პროფესორებო
სტასტიკას მაინც ჩარედეთ ხორვატიას კარში სამი განწირული დარტყმა ჰქონდა და ისიც თამაშია ბოლოსკენ საჯარიმოს გარედან
ჯუანშერი
ამიტომ არ უნდა თამაშობდეს მაროკო და ხორვატია ნახევარფინალში. გაშვებული პენალტის შემდეგ ცხადი იყო რომ ხორვატია ვეღარ დაბრუნდებოდა თამაშში. ალბათ დღესაც ესე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები სადაც ინტრიგა პირველივე წუთებზე კვდება. პენალტების სერია გასაუქმებელია და რაღაც სხვა გამოსავალია მოსაფიქრებელი. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები: ორი თამაში, ბევრად უფრო სამართლიანი სისტემაა. მსოფლიოჩემპიონატი გადაიქცა ტურნირად სადაც ძლიერი და ღირსეული კი არ იმარჯვებს, არამედ ის ნაკრები, რომელსაც უფრო გაუმართლებს.
ტტტ
პენალტი იყო ასპროცენტიანი. მეკარე გამოვარდა კარიდან , ვერ ითამაშა ბურთზე და წააქცია მოთამაშე, რომელმაც ბურთი გადაუგდო და იმავე ბურთზე თამაშის შანსი ქონდა. სწორედ ამიტომ აღარ მოთხოვა ვარმა გადამოწმება. არ არის აუცილებელი შემტევს ბურთი მაინცადამაინც ფეხებში ქონდეს რომ პენალტი დაინიშნოს. უმრავლეს შემთხვევაში როცა პენალტი ინიშნება ასე არც არის. ხორვატებმა ამ გოლის შემდეგ ზუსტად ისევე გააგრძელეს თამაში როგორც გოლამდე თამაშობდნენ, და მომენტის მაგვარი ვერ შექმნეს მოწინააღმდეგის კარებთან თამაშის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით , როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და რაღაც მომენტის მაგვარი ქონდათ. არგენტინას ქონდა სრული დომინაცია.
L.J .
Is ar ipiqre ro argentinam burti dautmo da kontrsheteva itamasha??
შოთა
არგენტინა პრივილეგირებული??!!! 1990 ფინალში მოგონილი პენალტით წააგეს, თუმცა გერმანია ობიექტურად მაშინ უფრო ძლიერი იყო! 1994 მარადონა გააგდეს ტურნირიდან მოგონილი მიზეზით და დაუნგრიეს კარიერა საბოლოოდ! რატომ არ უნდა გახდეს არგენტინა ფინალისტი? დასახურებულად გავიდა ფინალში! პენალტი იყო თუ არა ამას წყვეტს მსაჯი და var საერთო ჯამში სადღაც 8 ადამიანია თუ არ ვცდები! დატკბით ფეხბურთით ხალხნო, რა დაგემართათ!!!

ჰოლანდიასთან მსაჯს ქაჯურად გაექცა ხელიდან სადავეები. არგენტინელებმა იმით ისარგებლეს, რომ ესპანელი იყო და ზეწოლა გაზარდეს. ჰოლანდიის მარცხი მხოლოდ მათი ბრალია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მესის და პარედესის შემთხვევაში მსაჯის შეცდომა ასპროცენტიანია. მე მანდ ძალიან არ მომეწონა მესის ყოყლოჩინობა და მგონია, რომ მაგისთვის მოუწევს სამაგიეროს გადახდა
123
აქ კომენტარების დამწერები, რომ ფეხბურთის წესებში არ ერკვეოდნენ ბოლომდე არ მიკვირს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ თურმე ვერც ფეხბურთელები ერკვევიან. წესებში გარკვევით წერია, რომ პენალტი ინიშნება თუ ფეხბურთელი წააქციეს ბურთზე თამაშის გარეშე ან მას არ მისცეს ბურთზე თამაშის საშუალება. ლივაკოვიჩმა ალვარესს ბურთზე თამაშის საშუალება არ მისცა. ეს იყო 1000%-იანი პენალტი მათთვის ვინც წესები იცის. ვინც წესები არ იცის...
ზურა
ნუ იბოღმებით ბიჭოო..არგენტინას ჯერ კიდევ 2014ში ეკუთვნოდა თასი..ასე რომ ვალი აქვს განგებას დასაბრუნებელი..პენალტის გარეშეც ეჭვგარეშე იქნებოდა ეს შედეგი სრული დომინირება იყო არგენტინისა და და მომენტი არ ჰქონია ხორვატებს..მიუხედავად ამისა ხორვატია ღირსეული ქვეყანა და ღირსეული ხალხია რაც ამ თამაშში გამოჩნდა განსხვავებით პროვოკატორი ჰოლანდიელებისგან რომლებმაც რაც დაიმდახურეს ის მიიღეს. ესეთი ბინძური ქვეყანა და ერი მე არ მინახავს თუმცა რა ერიც ეგენი არიან..თვით პეპესაც კი გადაუჯოკრეს ბინძური სულით…
ABCABC
მესისტი ვარ თუმცა პენალი მგონი რომ არ იყო, მაგრამ მაინც აჯობეს თამაშით ამიტომ ეგ არაფერი.
კოტე
ფინალში ასე ვეღარ მიუდგებიან. დარწმუნებული ვარ საფრანგეთი უკეთესი გუნდია.
ლუკა
არგენტინის კარში დადებდნენ ასეთ პენალტს? არავითარ შემთხვევაში. გარდა მაგისა, პარედესი გასაგდები არ იყო ჰოლანდიასთან? 1000% წითელი იყო. მეტი პრივილეგია რა გინდა, ყველა თამაშში მსაჯი გადამწყვეტ მომენტში შენს სასარგებლოდ რომ შეცდება
გიორგი
მარადონამ მაშინ ბურთი ხელით შეაგდო, მესიმ კი მოგონილი პენალტით.
ჯერონიმო
ჩვენ ყველანი ვართ ხალიფას იაფასიანი დადგმული სცენარის მაყურებლები....ფული ჯოჯოხეთს ანათებს! ჰოლანდიასთან ლამის გრუპა გრუპაზე რომ ატყდა ჩხუბი მსოფლიოზე კიარა ისე ეროვნულ ლიგის თამაშზე ვინმემ მასე ქნას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მიმართ ბურთი დაურტყას არ გააგდებენ იმ ფეხბურთელს?მსოფლიოზე მალე დაშოშმინდნენ აქ მეორე მსოფლიო ომი მონაგონი იქნებოდა. ნუ კრიშავენ არგენტინის უსუსტეს ნაკრებს
ლევან
ამ მსოფლიოზე არგენტინას და მესის ვგულშემატკოვრობ.ამ თამაშს თავიდანვე ეტყობოდა, რომ არგენტინა მოიგებდა მსაჯების მიკერძოების გარეშეც,მაგრამ ჩემი აზრით პენალი არ იყო.ლივაკოვიჩი ბოლო მომენტში გაჩერდა,შეჩახება მისი მხრიდან არ იყო.ასეა თუ ისეა მესის ეკუთვნის მსოფლიო ტიტული
კახა
რა მაგრად ერკვევით ფეხბურთში და *ობიექტური* ბრძანდებით !))))
Givi
Penalti at iko ukve dartkmuli qonda da sxva mimartulebit garboda,mekares ra unda eqna xom ar gaqreboda? sheaskda pirdapir...mesim unda moigos amazea gadamdgari sukvela...me manamde ar minaxavs amdeni penalti erti gundis sasargeblod,rac argentinam daartka am mundialze faqtiurad kvela tamashze... mesis ratqmaunda ekutvnis da gmertmac sheargos chempionoba!!!
დავით 67
78ში რა კარგი გუნდი ჰყაცდა? იქ რა მამაძაღლობას არ ჰქონდა ადგილი როცა პერუსთან ჩააწყვეს და ბრაზილია ჩატოვეს? არ მითხრას ვინმემ რომ კემპესი თუნდაც საშუალო დონისაა. არასოდეს არ იყო არგენტინა გუნდი. 86 ში ერთმა კაცმა მოიგო მუნდიალი. ფეხბურთის ჯადოქარმა, რომელის მსგავსი არასდროს დაიბადება. მესი კიდევ მარადონა არაა
დათიკო48
ეს პენალტი იყო მოგონილი მსაჯის მიერ,არავითარი პენალტი არ იყო,მაგ ნაძირალა მსაჯს უნდა აეკრძალოს მსაჯობა.
zura222
რა უაზრობებს წერ იქეთა სტატიაშიც გადმოაფრქვიე შენი "ბრძნული" აზრები D ანუ არგენტინა მთელი ნახევარი საათი დაბნეული დაბორიალობდა და ხორვატია კი მომენტს მომენტზე ქმნიდა ხო ? DDD
zura222
რატომაა პრივილეგირებული არგენტინა იქნება ახსნან ამ სისულელის მთქმელებმა ?
zura222
მე წინა სტატიაზე თითქმის იგივე დავწერე რაც ნევილმა თქვა D ალბათ მაგან ჩემი ნაწერი წაიკითხა და მერე ჟურნალისტებთან გაიმეორა PP
ზაკო
ვინმე ამ მსოფლიოზე ვინმეს ფეხბურთის თამაში აუკრძალა?! რატომ აზროვნებს ეს ხალხი სულ შეთქმულების თეორიებით?! იქ ბელგია როგორც არ იყო დალაგებული გუნდი ზუსტად ეგრე არ იყო პორტუგალიის შიდა სამზარეულო დალაგებული. აბა გაიხსენეთ ცნობილი ინტერვიუს მერე როგორ შეხვდნენ რონის ნაკრების წევრები ბრუნო,კანსელო, ფელიში. ასე რომ რონის ფანები თავს ნუ მოიტყუებენ და საერთოდ ფეხბურთი თუ გიყვარს რონიც გიყვარს , მესიც, ნეიც და მბაპეც. უბრალოდ მესივით მოტივირებული და ანთებული თვალებით ამ ჩემპ. არცერთი ფეხბურთელი არ ჩანს. ისე კი ყველაზე სიმპატიური გუნდი და დაბალანსებული დრანგები არიან მაგრამ ფინალს მაინც სხვა წონა აქვს და არავინ იცის რა მოხდება და ამის მაგალითი მაროკოა.
დავით 67
რატომღაც ორსატო ყველაზე სამართლიანი მსაჯი მეგონა! რა თქმა უნდა აქ პენალტი არ იყო. არც varძე გადაამოწმა, არც იქიდან უკარნახეს. ეგ უკვე გასაგებია,რომ არგენტინა პრივილიგირებულია!ხორვატები პენალტამდე 72% ფლობდნენ ბურთს.არგენტინა დაბნეული დაბორიალობდა, უამრავ შეცდომებს უშვებდა. რომ არა მესი, დღეს ეგენი ვერ მოიგებდნენ! თუმცა ფინალში ფრანგებთან მესი ვეღარ უშველის!
vvv
100% პენალტი იყო, მსაჯმა დაინდო მაგაზე პირდაპირ წითელია. კომენტატორებმა წესები როდის უნდა ისწავლონ ნეტავ... მსაჯი თერთმეტმეტრიან ნიშნულთან იდგა და ელოდებოდა თუ გოლი გავიდოდა ხო კაი, არ გავიდა და ეგრევე ჩასტვინა. არგენტინამ ხორვატია გააქრო, აბა არ ჯობდა ბრაზილია ყოფილიყო ხორვატიის ნაცვლად?!... იმედია საფრანგეთიც გავა და სუპერფინალს ვიხილავთ.
სანდრო
:)))))))საგოლ
მამუკა
ამ ხორვატიის გასვლას ბრაზილია გასულიყო სჯობდა, მაგრამ რაღაც შენიღბულ მამაძაღლობას აქვს ადგილი, 1978 წლიდან ვქომაგობ არგენტინას და ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს არ ჰყოლია, მესი რომ არ ჩავთვალოთ, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული გუნდი, სულაც არ გამიკვირდება რომ ხვალ საფრანგეთმაც წააგოს
გივი
მე კი ასე აღვიქვი ეგ ეპიოდი: თავდამსხმელმა სცადა ბურთი თავზე გადაეგდო მეკარისთვის და შემდეგ ახლოდან გაეტანა გოლი. არ იყო ისე ძლიერი ბურთთან შეხება, რომ აპრიორი კარში დარტყმად ჩათვლილიყო. სწორედ საგოლე დარტყმამდე აღარ მიუშვა მეკარემ.
x
მესის ეხმარებიან დრიბლინგებში და გენიალური პასების გაკეთებაში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]