"შავმა ლომმა", რომელიც 17 დეკემბერს "ავჭალაზე" გასამართი რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრისთვის ემზადება, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ჩვენი გუნდი ტიტულს ისრაელის "თელავ-ივ ჰითთან" დაიცავს, რომელიც ძირითადად სამხრეთაფრიკელი და კუნძულელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა მომავალი თამაშის და მეტოქის შესახებ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: "წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა, რის შემდეგაც 2 დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე შევედით. გავიარეთ ის კომპონენტები, რომლებიც ფინალური შეხვედრისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ.

გვაქვს ტრავმები, გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა. დაშავებულია სოსო მათიაშვილი და მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელსაც ტრავმა ვარჯიშზე გაუმიზეზდა. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმებიც.

წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა – ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი დავთმეთ. ამიტომ "ჰითთან" პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, რომ ქომაგი "ავჭალას" გაავსებს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

ლაშა ხმალაძე: "მეტოქე კარგი გუნდია, აქტიურობს შეჯგუფებებში და ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ფინალია და დაძაბული შეხვედრა იქნება. ვეცდებით, ინტერვალებში მეტი შევუტიოთ და "ჰითი" წნეხში ვამყოფოთ. კონცენტრირებული ვართ სათამაშო სიტუაციებზე და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ".

ოთარ ლაშხი: "ვეცდებით სისტემური, გუნდური თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად. მნიშვნელოვანი იქნება ქომაგის მხარდაჭერა, რადგან მათგან დიდ მუხტს და ენერგიას ვიღებთ. ჩვენი მხრივ, ბოლომდე დავიხარჯებით და მაყურებელს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ".

Rugby.ge

რამაზ
უკეთესი ჩემპიონატი ყველას გვინდა ფრანჩაიზისთვის, თუმცა იქ სადაც ვთამაშობდით ძალიან ადვილი თამაშები არ გვქონდა. ყველაზე მარტივად (აფრიკის ტურნეს ჩათვლით) ფაქტია რომ ბათუმის ბათუმი დავამარცხეთ. აქამდე ქართული კლუბების (თბილისის ლოკომოტივი და ბათუმის ბათუმი) წარუმატებელი მცდელობებიც ნუ დაგვავიწყდება. ფრანჩაიზმა ჯერჯერობით თავისი საქმე გააკეთა რაც ნაკრების თამაშის დონეზე აისახა - მადლობა ყველა ბორჯღალოსანს (მწვრთნელები + ბიჭები + ფედერაცია). ძალიან კარგია რომ ფედერაცია სწორედ აფასებს ფრანჩაიზის მნიშვნელობას და ცდილობენ უფრო ძლიერი ტურნირის მოძიებას.
რეზო
როდესაც ხალხი არ დადის, პრობლემა თავში უნდა ეძებოთ. ეს აქსიომაა და ყველა სპორტში ასეა. მოტივაცია ჭირდება მოთამაშესაც და მაყურებელსაც. არა აქვს მნიშვნელობა, ყველას უგებ თუ ყველა გიგებს, ორივე უინტერესოა. ამიტომაა რაგბი ევროპაც უინტერესო დიდი ხანია. გარდა ამისა, არც რეკლამა უვარგა ფედერაციას და პიარი- ნული. საერთოდ არ ხდება თქვენგან გულშემატკივართან კომინიკაცია. მაშით უნდა ამოგაძროთ კაცმა პირიდან ინფორმაცია. ეგრე სად არის? დამტავრდა სამოყვარულო რაგბის ეპოქა დიდი ხანია. ახლა არ გამოდის " განსაკუტრებულობა". უნდა გველაპარაკებოდეთ, გვიხსნიდეთ. მაგალითად, რატომ არ გამოიძახეთ ესა ტუ ის ვარსკვლალი. თუ ის ტავად ამბობს უარს, ეგეც უნდა ითქვას და არც ის არის გასალანძღი. პროფესიულ ურთიერთობებს ასევე უნდა მივუდგეთ. ბოდისი, მაგრამ ტურნირზე, რომელიც საერთოდ არ შუქდება( ტოტალიზატორშიც კი არ არის, სადაც ყველაფერია) ნუ გვთხოვთ სიარულს, თანაც ავჭალაში. ერთი წესიეტი სტადიონის აშენება შეიძლება ქალაქში. ახლა კიდევ ლაყინური ამერიკის თასში ჩართვას რა პლუსი აქვს, იქნებ ვინმემ დეტალურად აგვიხსნას? რატომ არ ხერხდება თუნდაც ჩელენჯში ცართვა, რომელიც დიდ ქვეყნებს თიტქმის საერთოდ არ აინტერრსებთ და მეორე შემადგენლობით თამაშობებ? შეუტანა ვონმემ კარგი პროექტი ბიძინას და უარი თქვა დაფინანსებაზე? ეწვი მეპარება
რეზო
რანაირად? აბულაძე კი, მაგრამ ქუნთელია ლა როშელშია
123
2 წელია გაურკვეველი წარმოშიბის ჩემპიონატში თამაშობს გუნდი და გიკვირთ გულშემატკივარი არ მოდისო. ითამაშეთ ნორმალურ ჩემპიონატში და ხვეწნა არ დაგჭირდებათ მოვა მაყურებელი.
თორნიკეს
აბსოლუტურად გეთანხმები,თბილისელიც კი უფრო მეტი წავიდოდა მატჩის სანახავად, რეგიონში რომ ჩაეტერებინათ. თბილისელი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ.
გიორგი 50
ლევან, ვიცი ჭკუის დამრიგებლები და მრჩევლები არ გაკლიათ, მაგრამ უელსთან შერკინებაში ვინც გყავდათ ბოლოს, ოღონდ მამუკაშვილის გარდა(ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ ასაკშია), ის ბიჭები დააყენენეთ ძირითადში.... გთხოვთ, განიხილოთ ეს ვარიანტი... ,,ჰითი'' ისრაელის სახელით გამოდის, თორემ მაგენი 90 % ოკეანელები არიან... და სისწრაფეში და არეული თამაშით მაგენს ვერ მოვუგებთ... უნდა ჯანით და თავიდანვე ფსიქოლოგიურად მივჯირყვნოთ....
თორნიკე
წინა ინტერვიუდან: "სამწუხაროდ, ნახევარფინალურ შეხვედრაზე მაყურებლის დასწრება კრიტიკას ვერ უძლებდა". ახლა იძახის რომ იმედოვნებს მაყურებელი ავჭალას გაავსებს - არ გაავსებს სამწუხაროდ, სანახევროდაც არ გაავსებს მილიონიანი ქალაქი 4000იან ტრიბუნებს. ვინ გიშლით ხელს, რო ასეთი თამაშები თბილისს არ შეტენოთ? არ აინტერესებს დედაქალაქს არც შავი ლომი, არც ნაკრები, მანდ "ტუსოვკებზე" მიეჩქარება ხალხს. გასასამართლებელი საბუთიც სულ აქვთ, ზაფხულში ცხელა, ზამთარში ცივა. რა გიშლით ხელს რომ შავი ლომის თამაშები სრულად რეგიონებში გაიტანოთ. მშვენიერი ბაზები გვაქვს: ფოთში, ასპინძაში, გორში, თელავში, იქ ხალხს ნაკრების ბიჭების ნახვა უხარია და გაივსებოდა სტადიონები. დასწრება უკეთესი იქნებოდა ქუთაისში, ბათუმში და რუსთავშიც. რამდენი წელია ეს პრობლემაა და არაფერი გაკეთებულა მის მოსაგვარებლად!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"