მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მაროკო საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა და ხორვატიას შეხვდება, რათა საუკეთესო მესამე გუნდის ვინაობა დადგინდეს.

აფრიკული ნაკრების ოცნება დასრულდა, თუმცა მოწყენისა და გულის გატეხის უფლება არავის აქვს, მხოლოდ და მხოლოდ სიამაყე. ვალიდ რეგრაგის თაოსნობით, ნაკრებმა შეძლო და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში ითამაშა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მათთვის პრობლემები შეგვექმნა. ესეც მიღწევაა. ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებსა და ქვეყანას კარგი იმიჯი შეუქმნეს. რთულია ამას დასჯერდე, რადგან ისტორიების წიგნაკში კიდევ ერთი ახალი თავის დაწერა გვსურდა. მუნდიალს სასწაულით ვერ მოიგებ, უნდა იმუშაო შენს თავზე, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ" - განაცხადა მაროკოს ნაკრების თავკაცმა.

მაროკოს გულშემატკივრები - ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ნაკრების შეხვედრებზე ფანტასტიკური განწყობა შექმნეს

კატარის დედაქალაქ დოჰაში მაროკოელი ქომაგების ნაკადი არ წყდებოდა. Royal Air Maroc-მა (RAM) ფრენებიც კი დაამატა, რათა გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობა ჩასულიყო საკუთარი ქვეყნის მხარდასაჭერად. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, აღმაფრთოვანებელი გულშემატკივრობა, რომელიც საკუთარი ნაკრებისგან გამოწვეული სიამაყით მოდის. ტეო ერნანდესის მიერ მატჩის დებიუტშივე გატანილი გოლის შემდეგ განწყობა არც კი შეცვლილა, ქომაგები Dima Maghreb-ის სიმღერას ("სამუდამოდ მაროკო") განაგრძობდნენ და მხოლოდ მაშინ გაჩუმდნენ, როდესაც მატჩი დასრულდა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიკა რიჩარდსმა BBC One-თან ინტერვიუში თამაშზე ისაუბრა:

"ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. მაროკოსა და საფრანგეთის დაპირისპირება ჩემთვის ამ მუნდიალზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გულშემატკივრებმა შესანიშნავი გარემო შექმნეს".

თავისი სიტყვა თქვა "სამი ლომის" ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმაც:

"მაროკოელებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ამაყები იყვნენ იმით, რასაც მიაღწიეს. ჩადეს მთელი ძალისხმევა არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ტურნირის მსვლელობისას. მათმა გულშემატკივრებმა შესანიშნავი გარემო შექმნეს და კარგი დროც გაატარეს".

ხშირად ამბობენ, რომ მესამე ადგილისთვის თამაში არავის სურს, თუმცა შეხედეთ მაროკოს. აფრიკულმა ნაკრებმა გადალახა ბელგიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ბარიერი. თუ ხორვატიასაც დაამარცხებენ, მაშინ მესამე ადგილს დაისაკუთრებენ, რაც ჩინებული მიღწევა იქნება.

"შაბათს ჩვენი ნაკრები მონაწილეობას იმ შეხვედრაში მიიღებს, რომელსაც სხვების აზრით, ნაკლები დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ასე არაა, მესამე ადგილი ჩემპიონობას ნიშნავს. ემოციები ორმხრივია, ვტირით, რადგან გვინდოდა ფინალში თამაში, თუმცა უფლება არ გვაქვს, დასაძრახი რამე ვთქვათ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველანი გვასახელეს... ქვეყანა, ხალხი..." - განაცხადა მაროკოს ნაკრების ერთ-ერთმა ქომაგმა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების დედებთან გულთბილი ჩახუტება ხომ ცალკე სტატიად შეიძლება გამოვყოთ... გამოჰყავდათ მოედანზე, ცეკვავდნენ, იცინოდნენ... ფეხბურთი ხომ მეტია, ვიდრე სპორტი...

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ნაპოლი" მაროკოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენას გეგმავს
მოზეიმე მაროკოელები მაიმუნებს შეადარა - დანიური ტელეარხის ჟურნალისტის უღირსი საქციელი
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა