"ინჰულეცის" მფლობელმა ოლეკსანდრ პოვოროზნიუკმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხალისეთა ბატალიონი ჩამოაყალიბა, აგრეთვე, საქველმოქმედო ფონდი შექმნა და ჯარისკაცებს ეხმარება. მან საფეხბურთო კლუბ "რუხის" საპატიო პრეზიდენტ გრიგორი კოზლოვსკიზე, რომელიც ლვოვის თამბაქოს ფაბრიკის თანამფლობელია, თქვა, რომ გადასახადებს არ იხდის, თაგვი კი არა, არამედ დიდი ვირთხაა, ვინაიდან ხალხს ქურდავს. ამის გამო პოვოროზნიუკს სასამართლოში უჩივლეს.

შემდეგ ის ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს მისდგა და "პოლიტეკას" "იუთუბის" არხზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აგენტი უწოდა. მისი თქმით, გორდონს მოსკოვში სიდედრის სახელზე გაფორმებული ბინა აქვს. გორდონმა მისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ნათქვამის უარყოფა ან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გორდონი ამბობს, რომ პოვოროზნიუკი საფრთხობელა, სასაცილო ფიგურაა, მსუქანი ღორი, თუმცა არასწორად თქვა, რამეთუ ამით ღორებს შეურაცხყოფა მიაყენა; უფრო ბაყაყია, რომელიც პოპულარული ადამიანების გალანძღვით იმიჯის შექმნას ცდილობს.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რუსმა პროპაგანდისტმა ანდრეი კარაულოვმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მოსკოვის ცენტრში, ელიტურ კომპლექს Four Season-ში ბინა აქვს, საიდანაც კრემლი მოჩანს, რომელსაც აქირავებს და ბლაგვთავა პოვოროზნიუკმა ნათქვამი გაიმეორა.

"შენ ხომ ოთხჯერ წარდექი სასამართლოს წინაშე და იჯექი. ე.ი. სადაც იმყოფებოდი, მაგ კანონებით "ბაზარზე" პასუხი უნდა აგო. უნდა დაასაბუთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიში მოიხადო. თუ ამას არ გააკეთებ, დროს დაგითმობ, რეპუტაციას გაგიფუჭებ, ცხოვრებას გაგიმწარებ", - განაცხადა გორდონმა.

2020 წელს გორდონმა ორი სკანდალური ინტერვიუ აიღო: ანექსირებული ყირიმის პროკურორ და გოსდუმის დეპუტატ ნატალია პოკლონსკაიასთან და რუს ტერორისტ იგორ გირკინთან. ამის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე ის ამ ინტერვიუების ჩაწერას ვერ შეძლებდა. თავად გორდონი ამბობს, რომ ეს ამ პიროვნებების სახის წარმოსაჩენად და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გასამჟღავნებლად გააკეთა და საკითხი უკრაინაში წინასწარ შეუთანხმა კომპეტენტურ ორგანოებს.

მომზადებულია ua-football-ის მიხედვით

მოქალაქე
გორდონს ზოგადად ვერ იტანენ უკრაინელები და ფულისთვის ყველაფერზე წამსვლელს და ყველაფრის მკადრებელს ეძახიან.
ჯელა
"მოისმინეს,დაადგინეს,კრება იყო მხიარული" . ერთი ღორბაყაყა ყოფილა,მეორე ვირთხკოდალა.
ადამიანი
100%-იანი უთქვამს,რას ერჩიან?!
zura222
ვაუუ არახალია ? სად ისწავლე ეს სიტყვა ? რუსეთში ? რუსულად რომ გიწერია სახელი ? არახალია თუ არახამია ? PPPP
777
ფრანგებს და მაკრონს უკბინა ალბათ, იმათ უყვართ ბაყაყები და ეწყინებათ.
zura222
რას ქვია "ცნობილ ჟურნალისტს მისდგა" ? ყველამ იცის ვინცაა გორდონი ფულზეც გაყიდული ვირთხა @ ვინც მეტს გადაუხდის იმას აქებს თავის იდიოტურ გადაცემებში @ ასევე ყველამ იცის მაგის კავშირები რუსეთთან @ უკრაინის მთავარ მტრებთან პაკლონსკაიასთან და გირკინთან რომ ინტერვიუს აიღებ და და მაგარ პოლიტიკოსს და სამართლიანობისთვის მებრძოლს რომ უწოდებ კიდევ უკრაინაში იცხოვრებ რა არაკაცი უნდა იყო @ საინტერესოა მაგას რატომ არ იჭერს ზელენსკის მთავრობა ? იმიტომ ხომ არა რომ თვითონაც აქვთ კავშირები რუსეთთან ? @@
პელე
ეს ხო არ უბერავს, ბაყაყმა რაღა დაუშავა :((((
ирина
მსგავსი ბრალდებები არახალია.
Street Phentom
ეს მარჯვენა ნამდვილად გავს საშობაო ბურვაკს, აი მეორე კი ნაბრძოლ ნორჩ წეროს დდ:
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დმიტრი გორდონი: იაროსლავ რაკიცკი მეზიზღება - სულში ჩაგვაფურთხა, იმათ საფლავებს ჩააფურთხა, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა
დმიტრი გორდონი: ამერიკის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა
რუსებს ტანკი წაართვა - უკრაინული კლუბის პრეზიდენტის ტროფეი
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი თბილისის რესტორანში მოჭიდავეთა ნაკრების ჩხუბმა გააოგნა [VIDEO]
გორდონი: მეზიზღება ფიფა, რუსულ ფულზე დამოკიდებული ნაძირალების მაფიოზური ორგანიზაცია [VIDEO]
"რუხის" პრეზიდენტმა უკრაინისა და პოლონეთის ჩემპიონატების გაერთიანების იდეა წამოაყენა