ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

36-წლიანი წყევლის მოსახსნელად - რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

36-წლიანი წყევლის მოსახსნელად - რა არის ტილკარას წყევლა, რომლის გამოც ითვლება, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს 1986 წლის შემდეგ ვერ იგებს

არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ლეო მესი და მისი კომპანინოები თუ დღეს საფრანგეთის ძლევას მოახერხებენ, წყევლას მოიხხსნიან.

მოგიყვებით ტილკარას წყევლის შესახებ, რომელიც "ალბისელესტეს" თან გასდევს.

არგენტინის ნაკრები კარლოს ბილარდოს თავკაცობით 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც მექსიკაში უნდა გამართულიყო. 1986 წლის იანვარში გუნდმა გამართა ათდღიანი მინი საწვრთნელი ბანაკი პატარა ქალაქ ტილკარაში, არგენტინის პროვინცია ჯუჯუში, ქვეყნის ჩრდილოეთით. მიზეზი არის მაღალმთიანეთი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს მექსიკის რელიეფს (ტილკარა ზღვის დონიდან 2460 მეტრზეა, მეხიკო 2240 მეტრზე), ეს ყველაფერი ეროვნული ნაკრების უფრო სწრაფი აკლიმატიზაციისთვის იყო საჭირო.

კლუბებმა მოსამზადებელ შეკრებაზე დიეგო მარადონა და დანიელ პასარელა არ გაუშვეს, თუმცა მათთან ერთად "ალბისელესტეს" რიგებში სხვა ფეხბურთელების არ გახლდნენ და ბილარდო მხოლოდ 14 მოთამაშეს ავარჯიშებდა.

ქალაქ ტილკარაში 4000 ადამიანი ცხოვრობს და იქ მდებარობს ნეტარი სენორა როსარიოს ეკლესია, სადაც არგენტინის ნაკრების ზოგიერთი მორწმუნე ფეხბურთელი გაემგზავრა ტურნირზე მოგზაურობის წინა დღეს.

იქ ისინი დაჰპირდნენ კოპაკაბანას ღვთისმშობელს, რომ თუ არგენტინა მოიგებდა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, მთელი გუნდი იმავე წელს მოვიდოდა ტილკარაში და მადლობას გადაუხდიდა ღვთისმშობელს და ადგილობრივ მოსახლეობას მასპინძლობისთვის.

1986 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თანაც ტურნირი წაუგებლად დაასრულა, თუმცა ისინი ტილკარაში 1 წლის განმავლობაში არ დაბრუნებულან.

ითვლება, რომ ამის შემდეგ გუნდს წყევლა ჰკიდია, რომლის მიხედვითაც, ტილკარაში დაბრუნებამდე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს

მას შემდეგ "ალბისელესტემ" ორჯერ ითამაშა მუნდიალის ფინალში და ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ამბავმა უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ ოცი წლის შემდეგ გაიხსენეს: ყველაფერი დაიწყო არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თასის ასლი გაუგზავნა ტილკარას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელზედაც ეწერა:

"არგენტინული ფეხბურთიდან კოპაკაბანას ღვმთისშობლის მარადიული მადლიერებით იმ კურთხევისთვის, რომელიც დაეხმარა არგენტინას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში."

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიქმნა ვებგვერდი, რომელმაც შეაგროვა ათასობით ხელმოწერა, რათა წაახალისოს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონები ტილკარაში ჩასვლაზე. პასუხი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოვიდა: ამ თასის მფლობელებმა, სერხიო ბატისტამ და ხოსე ლუის ბრაუნმა შესთავაზეს პეტიციის ავტორებს ეროვნული ნაკრების მაისურის გაგზავნა ტილკარას ღვთისმშობელისთვის.

2011 წელს ბატისტა და ბრაუნი ინკოგნიტოდ გაემგზავრნენ ტილკარაში და ეწვივნენ იმავე ნეტარი სენორა როსარიოს ეკლესიას და ღვთისმშობლის მუზეუმს წყევლის დასრულების იმედით. ამასთან, მათ ღვთისმშობელს არგენტინის დაპირებული მაისური გადასცეს. თუმცა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა ფინალში დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამ თემაზე რაიმე კონკრეტული ქმედებებით არ გამოირჩეოდა, ხოლო არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩებზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ტრიბუნაზე გამოჩნდა ბანერი წარწერით:

"1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებო!, შეასრულეთ პირობა - დაბრუნდით". ტილკარაში".

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 1986 წლის ზოგიერთი ჩემპიონი მაინც წავიდა ტილკარაში. მათ გამართეს ერთობლივი აქცია Coca-Cola-სთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტურის საერთაშორისო ეტაპის ფარგლებში. რუსეთში ტურნირის დაწყებამდე თასი 51 ქვეყნის 91 ქალაქს ეწვია და მან ტილკარამდეც მიაღწია.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ, ქალაქში საგამოფენო მატჩი ითამაშეს, მას ესწრებოდნენ ხოსე ლუის ბრაუნი, ოსკარ გარე, ნერი პუმპიდო, კარლოს ტაპია, ჰექტორ ენრიკე, სერხიო ბატისტა, ხულიო ოლარტიკოეჩეა და რიკარდო ჯუსტი.

დიდი ხნის ნანატრი ვიზიტის შემდეგ, არგენტინელებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში წარმატების იმედი ჰქონდათ, თუმცა ამანაც ვერ უშველათ.

"აბისელესტე" საფრანფეთთან 1/8-ფინალში დამარცხდა...

მესის და კამპანიას დღეს წყევლის მოხსნის საშუალება ეძლევათ... საინტერესოა, 36 წლის შემდეგ მოიხსნიანი ტილკარას წყევლას არგენტინელები? - ამას ყველა ერთად ვნახავთ...

• ეს რა დაგვემართააა ))

მაკრონიც წილში ყოლიათო, თავის წაგებაზე დააწერინეს პირდაპირო და ბოლოს მაგიტომ ვეღარ უსწორებდნენ თვალსო

• კინგი

მეიცას მივმართავ.შენ ბიძიკო აჯობებს სერიალებს და მულტფილმებს უყურო.შენი აზროვნება ფეხბურთს ვერ წვდება ხომ ხვდები

• ლევან

შენი ფანტაზიორი ... ბოლომდე მაგ აზზრზე დარჩი რომ აჩუქეს?

• mkitxveli

მადლობა რომ შეასწორეთ სტატია.

• ავთო

თურქეთის ნაკრებს მანამ შევხვდებით დიდგორის წმ.გიორგის ყოჩი დაუკლათ ნაკრებს

• შადიმან

ჩვენ პატრიარქი გავაღმერთეთ და ღმერთზე ხშირად ვადიდებთ. ეგ ნაკლებია?

• მეიცა

შემზღიზღდა ფეხბურთი, ყველაფერი წინასწარ გათვლილია,ხელოვნურია ყველაფერი, ყატარში ჩატარებული ჩემპიონატიდან დაწყებული, საფრანგეთი კარში არ ურტყავს, ემანდ შემთხვევით არ შევარდესო.. ყველამ წინასწარ ვიცოდით რო ჩუქნიდნენ.. რა არა?

• გიო

ტილკარა კი არა გერმანიის წყევლაა იმის მერე ორჯერ წააგეს გერმანიასთან ფინალი და სხვა შემთხვევაშიც გერმანიამ გამოაგდო ორი გამონაკლისის გარდა

• ვოოტს

ის ვინც მარადონას ღმერთად აცხადებს, რამდენიმე ასეული კაცია და არა მთელი არგენტინა, მასეთი სექტანტები ვინც ადამიანს აღმერთებს სამწუხაროდ ყველა ერშია, მათ შორის ჩვენშიც, ვიღაცეები სტალინს აღმერთებს, ვიღაცეები კიდევ ვის ვინ იცის, ასე, რომ მარტო არგენტინაში არაა ესეთები.მიცემული სიტყვა კი ბატონო ყველამ უნდა შეასრულოს, მაგრამ უფლის წინაშე და ადამიანის წინაშე მიცემულ სიტყვას ერთ სიმაღლეზე ნუ დავაყენებთ.

• გივი

აი, ეგ არის. ,,ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო". :) დროულად ერთი კოლექტიური ასვლა რა გაუხდათ. :))

• მესის ფანები

ჩვენი მზე ბიჭი დღეს მიიღებს კუთვნილ მედალს! ვერცხლის მედალს

• მცირედმორწმუნე

არგენტინელები როგორმე მიხედავენ საკუთარ ქვეყანას, ფეხბურთს და სავარაუდოდ ღმერთებსაც. მე ის უფრო მაინტერესებს, საქართველოში რამდენს სჯერა, რომ ღვთისმშობელი, თუნდაც ესპანური აქცენტით, ნამდვილად იწყევლენა???

• ვოოტ

დათქმულ პირობას ყველას სჭირდება შესრულება. იმისდა მიუხედავად, ვის ჰპირდები... უფალი ჩვენგან არანაირ აღთქმებს მოითხოვს. ათ მცნებაში ყველაფერი გარკვევით წერია და თუ მათ ასრულებ, ამას უფლისათვის კი არა, საკუთარი თავისთვის და საკუთარი სულის საცხოვნებლად აკეთებ... შესაბამისად, სასჯელი აღთქმის შეუსრულებლობისთვის კი არა, საკუთარი ცოდვებისა და უშჯულოებისთვის გვეკისრება... არგენტინელთა ღვთისმოსაობა კი ყველაზე უკეთ მარადონას პირდაპირი მნიშვნელობით გაღმერთებაში გამოიხატება და საინტერესოა, კოპაკაბანას ღვთისმშობელს რაღას ემდურიან?!... დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი "ღმერთის ხელით" გატანილი გოლი რომ ვიხილოთ, იქვე ახალი ღმერთის აღიარების მომსწრენიც გავხდებით...

• ჰაჰა

მახსოვს 90-ან წლებში, რომელიღაც ქართულმა გუნდებმა ცხვარი დაკლეს, იქნებ გვეშველოსო. რაღაცით ვგავართ არგენტინელებს, უბრალოდ მესი და სხვანნი გვაკლია.)))

• ეეე

დიდება უფალს! ზოგ ურწმუნოს ალბათ სასაცილოდ არ ეყოფა ეს ყველაფერი, მაგრამ სიტყვას, რომელსაც უფალს ვალევთ უნდა შევასრულოთ, ან სანამ გავცემთ სიტყვას კარგად უნდა დავფიქრდეთ შეგვიძლია თუ არა მისი შესრულება.

• დდდ

ჩვენც ყველაფერს წყევლას ვაბრალებთ - ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც და პირადულშიც... მაგრამ არგენტინელებისგან განსხვავებით, არ ვიცით, სად და როგორ გამოვილოცოთ...

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია

[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს