მართლაც ღვთაებრივი სამართალი

მსოფლიოს ჩემპიონატის განუმეორებელ ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ გახდა ჩემპიონი.

ამ მატჩს მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყაროც კი მოუთმენლად ელოდა, თუ ვინ გახდებოდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და რაც მთავარია, აღმართავდა თუ არა მესი ასე ნანატრ თასს. როგორც არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვალდანომ შეხვედრის წინ განაცხადა, ეს იქნებოდა ღვთაებრივი სამართალი. რა დასამალია და გულშემატკივართა დიდ უმრავლესობას ამის სურვილი ჰქონდა. აკი ბრძანა საფრანგეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა დეშამმა, რომ მათ ზოგიერთ თანამემამულეს მესის გამარჯვება უნდოდა. თვით საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის თქმით, რომ შეეძლოს ოქროს მედალს მბაპესაც გადასცემდა და მესისაც.

დებიუტში სამხრეთამერიკელები ინიციატივას დაეუფლენ, მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, აქტიური დი მარია მარცხენა ფრთიდან აკეთებდა საჯარიმოში გადაცემებს. 23-ე წუთზე სწორედ ის წააქცია საკუთარ საჯარიმოში დემბელემ და მესიმ პენალტით არგენტინა დააწინაურა. ისევე როგორც სხვა კომპონენტებში, სკალონის შეგირდების უპირატესობა ტექნიკაშიც საგრძნობი იყო და ანხელმა მაკალისტერის პასით ლორისის კარი დალაშქრა. ფრანგები ვერაფერს ვერ ახერხებდნენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და დეშამი იძულებული შეიქნა უკვე პირველ ტაიმში გაეკეთებინა ორმაგი ცვლილება - ჟირუსა და დემბელეს ნაცვლად მოედანზე ტიურამი და კოლო მუანი შეუშვა.

კოშმარული პირველი ტაიმის შემდეგ გალებმა თავიდან თამაშის სურათის შეცვლა ვერ შეძლეს. სიტუაციიდან გამომდინარე „ალბისელესტე“ მაღალ ტემპში აღარ უტევდა, სკალონიმ დი მარია აკუნიათი შეცვალა, დაცვა გააძლიერა და ალბათ, შეცდომაც დაუშვა. 79-ე წუთზე კოლო მუანი საჯარიმოში წააქციეს, მბაპემ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლაზე შესულ ლაუტაროს ორჯერ გატანა უპამეკანომ არ დაანება, 108-ე წუთზე მესიმ არგენტინა ისევ წინ გაიყვანა, შემდეგ საჯარიმოში ბურთი ხელზე მონტოიას მოხვდა, მბაპემ თერთმეტმეტრიანი ისევ ზუსტად შეასრულა, ბოლოს პირისპირ გასული კოლო მუანის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია, 3:3, პენალტების სერიაში კი არგენტინამ იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

. საუკეთესო ფეხბურთელად მესი აღიარეს.

. 8 გოლით ბომბარდირი მბაპე გახდა.

. საუკეთესო მეკარედ მარტინესი აღიარეს.

. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად არგენტინელი ფერნანდესი დაასახელეს.

. მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი დაამხო. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე 21 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი დ 9 საგოლე გადაცემა).

. დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები მუნდიალზე, ოლიმპიადაზე და კონტინენტურ პირველობაზე გაიტანა.

. ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა, ნოიერს გაასწრო და ამ მაჩვენებლით რეკორდსენი გახდა.

ლუსაილი. „აიკონიკი“. 88 966 მაყურებელი

არგენტინა - საფრანგეთი 3:3 (ძირ. დრო 2:2. პენ 4:2)

გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 2:0 დი მარია (36), 2:1 მბაპე (79, პენ), 2:2 მბაპე (82), 3:2 მესი (108), 3:3 მბაპე (118, პენ)

სტალინი
ცოცხალი რომ ვიყო, სად გაგაგდებდი მაგასაც ნახავდი შე მართლა გაგდებულო შენა
100%
მაგას ვამბობ მეც, მეგობარო. ვიგულისხმე, ბოლოს ფეხით აღებული დარტყმა, მარტინესისგან. არ მგონია ეს, სპექტაკლი.
კახაბერი
სტტიის ავტორის ტვინში ჩამახედა ))) როდის აქეთ გადნენ გალები შავკანიანები ?
ბილ შენკლის
ხოო აბა რაა )) როგორ მეცოდებით რომ არ შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ ფეხბურთით სულ რომ ჩაწყობები და შეთქმულებები გელანდებათ ))) აბა შეიხებმა თავის გუნდს არ მოაგებიეს ერთი თამაში და სულ არგენტინის გამარჯვებაზე ოცნებობდნენ)))გაანებეთ თავი ფეხბურთის ყურებას ნუ იტანჯებით შეიცოდეთ თავი)))
Beqas
გაანებე ბიძიკო ფეხბურთის ყურებას თავი, რატო იტანჯავ თავს? რაც არ გესმის გაანებო უნდა თავი.
gochas
თქვენ წარმოიდგინეთ ჟირუ ფრანგია
Georgian
რა მერევა? 2023 ვინ აიღებს ოქროს ბურთს? ბენზემა? მბაპე? თუ მოდრიჩი?)))) როცა რაღაცას ვერ ხვდები არ უნდა დააბრეხვო))

იმიტომ, რომ ფანატიზმი და უაზრო ემოცია სჭარბობს
ზურა
გაჩელდით ბიჭო გაჩელდით…არგენტინას 3 ვარსკვლავი ექნება თუ 50 მაინც იგივენაირად ვუგულშემატკივრებ როგორც ახლა.. საქართველო არც კი გასულა მუნდიალზე მარა ყველას და ყველაფერს მირჩევნია ეს თქვენ გახრჩობთ ბოღმა 3 ვარსკვალი ექნება თუ 50..მარა რა მიკვირს თქვენ ის ხალხი ხართ ჩასაფრებული კვარას წარუმატებლობას რო ელოდებით მერე რო აგინოთ..ამიტო მოიშორეთ ბიძიკო ეგ ბოღმა თორე ისევ თქვენ დაგახღჩობთ..თორე მე და მთელ არგენტინის გულშემატკივრებს მაგრად გვახატია თქვენი მოსაზრებები ))))
buxrika
მესი თუ კრიშტიანო, აქ უბრალოდ გემოვნების საკითხია ვის რომელი მოსწონს, ჩემი აზრით ორივე 21 საუკუნეში საუკეთესოები იყვნენ.
მიშა
არგენტინამ მოუგო საფრანგეთს და ქართველები რატომ ვტკენთ გულს ერთმანეთს და ვაყენებთ შეურაცხყოფას კომენტარებში, შეუძლია ახსნას ვინმემ?
აქამდე დიეგოს და ეხლა უკვე დამწყები მესის ფანი
ფინალმა საოცრად ჩაიარა არანაირი წუნი, ზოგადად მთელი მსოფლიო ჩემპიონატი იყო საოცრება, სულ მცირედი წუნიც არ ჰქონდა, მსაჯები? ვარის ოთახი? ორგანიზატორები? მე თუ მკითხავთ მესის ნებისმიერი მოძრაობა უნდა შეფასებულიყო პენალტად, როცა ლეო ბურთს ეხება სამყარო უნდა გაჩერდეს.
დავით 67
გოჩა-ს. რადგან მასე მსჯელობ ერთი არგენტილი მაინც დამისახელე, ორს არ გთხოვ, მარტო ერთი. 46 500 000-იან ქვეყანაში. თუ ვინმეს გამოიგონებ არ ვიცი
ჯუგაევს
წაუცეკვე ოსური ქართული ისტორიის მყრალო არსებავ!
სტალინს
რა ნიკნეიმიც დაირქვი ზუსტად ასახავს შენს მენტალობას, მსოფლმხედველობას და ზოგადად ყველაფერს, სად დაინახე ლიბერალობა? ან მეგრელებთან რა გინდა შე ელვაში გაგდებულო, ლიბერალობა და ტუჩებში კოცნა ძია სოსოს მოგონილია და გაიმეორე გეყოლება სანაცნობო წრე. რაც შეეხება ნაჩუქარ 11 მეტრიანს ნამდვილად შეტენეს.

ბოღმა შენ გახრჩობს აშკარად. ბრაზილიას სულაც 5 ვარსკვლავი აქვს, იტალიას და გერმანიას 4 და მესი რომ წავა, არგენტინას კიდევ 30 წელს მოუწევს წვალება
დ
როგორ მახსოვს, საფრანგეთს ცენტრალური მცველი ჰყავდა, ტრეზორი და ხალხი, ვინც გვარს ვერ იმახსოვრებდა, ის ზანგი მაგარიაო იძახდნენ, ახლა რა ხდება? გადაშავებულია მთელი საფრანგეთის ნაკრები, რასისტი არ გეგონოთ, უბრალოდ ვამბობ, რა პონტია ამდენი შავკანიანი ევროპულ ნაკრებში, მალის ან კამერუნის ნაკრებში ამდენი თეთრი რომ თამაშობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ პუბლიკას ეს არ მოეწონებოდა.
Gocha
მბაპე-კამერუნი; ჩუამენი-კამერუნი; კომანი-გვადელუპე; ტურამი-გვადელუპე; დემბელე-მალი; კონატე-მალი; ფოფანა -მალი; დისასი-კონგო; მუანი-კონგო; კამავინგა - ანგოლა; კუნდე- ბენინი; ვარანი-მარტინიკა; ჟირუ-იტალია; გრიზმანი-გერმანია; ლორისი-ესპანეთი; ერნანდესი-ესპანეთი;
რრრ
კაით რა ხალხო მბაპეს სიძლიერეს არავინ უარყოფს, მარა მესის, როგორ ადარებთ მარტო არგენტინის მეორე გოლისას მესის ერთი მოძრაობა ღირს მბაპეს მთელ კარიერად.D
Gia
Santushs utqvia mesi ro myoloda msoflio chempioni mec gavxvdebodio:) :)
ქ. გ.
რონალდისტებო! არ გესმით ფეხბურთი.
სტალინი
არც მე ვარ ახალგაზრდა, მალე 150 წლის გავხდები, ყველა ჩემპიონატი მინახავს თუ რადიოში მომისმენია, მაგრამ არასოდეს გამიგია სკიაფინოს, პელეს, გარინჩას ან მარადონას სპექტაკლებს უდგამდნენ, ასეა ახლაც.
მბაპეს ფონზე მესი მართლაც არაფერი იყო, მითუმეტეს მეორე გოლი მესის ბურთის დაკარგვის მერე გავიდა და მიუხედავად ამისა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს :):):) ეგეთი მესი გყავდეთ მესის ფანებს ზურა
ზურა!!! ბოღმამ არ დაგახრჩოს, მესი ამ თამაშის საუკეთესო კი არა ჩემპიონატის საუკეთესო გახდა, ისევე როგორც 2014-ში. ან ფეხბურთის წესები წაიკითხე ან კომენტატორს მაინც მოუსმინე, ბოღმას რო ანთხევ იმ დროს.
სტალინი
კარგია რომ მარადონას მაინც არ ამადლი, ის ხომ ფიდელ კასტროს მეგობარი იყო
სტალინი
იმედია არც მომდევნო იქნება ცუდი ჩრდილოეთ ამერიკაში ბრაზილიის ჩემპიონობით
სტალინი
ლიბერალებო, სულ ევროპულმა ნაკრებებმა გინდათ რომ იჩემპიონონ?
ზურა
აი ძალიან მიხარია ამდენი ბოღმის ბუკეტი კაცმაცუნები რომ აკომენტარებთ.. დაე ასე გაგრძელდეს თქვენი ტანჯვა წამება სამარადისოდ..აკომენტარეთ ეხლა სხვა რა დაგრჩენიათ და იყავით.. ხო არგენტინის 3 ვარსკვლავი არ დაგავიწყდეთ ))))))
H
კაცურად მითხარი რომელ მომენტში არ დაუდეს არგენტინას პენალტი?))) მე რაც ვუყურე საეჭვო პენალტი დაუდეს არგენტინას და საფრანგეთს არ დაუდეს როდესაც ტურამი წააქციეს.
aburjga
ძალიან მომეწონა კატარის მიერ ორგანიზებული ეს ჩემპიონატი! ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. სტადიონები შესანიშნავი, კლიმატი საუკეთესო, უმაღლესი საფეხბურთო! არც კოკისპირული წვიმები, არც გუბეები და ტალახი მოენებზე! ტრიბუნებიდან ხილვადობა უმაღლესი. წესრიგი. სტადიონები ერთმანეთთან ახლო, ისე რომ პრობკებს არავინ შეუწუხებია! დასწრება ალბათ რეკორდული. ჩემი აზრით, აქედან დაწყებული მინიმუმ 40 წელი ჩემპიონატები სულ კატარში უნდა გაიმართოს!
beqa.
არა, მესის ფული არ გადაუხდია. ეგ ჟმოტი რას გადაიხდის, გადასახადებს მალავს. მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთი ბენეფიტი იყო, პსჟ ში ტრანსფერისთვის.

არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ მესის და მბაპეს მსოფლიოზე ერთნაირი შედეგი აქვთ - ორი ფინალი და თითო ოქრო-ვერცხლი. მბაპეს უპირატესობა ის არის, რომ ჯერ 23 წლის არის და მთელი კარიერა წინა აქვს. კიდევ სამ მსოფლიომდე თუ მიაღწია და გოლებიც გაიტანა (რაც სულაც არ არის გამორიცხული), კლოზესაც თავისუფლად გადაასწრებს, საფრანგეთის ნაკრებმა თუ პროგრესს არ მოუკლო, კიდევ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ისტორიაშიც შევიდა - მსოფლიოს ფინალში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა
სტალინი
ლიბერალო მეგრელო სულ ევროპულმა ნაკრებებმა გინდა იჩემპიონონ?
არგენტინამ და მისმა საუკეთესო კაპიტანმა, დამსახურებულად მოიგეს, მს. თასი!
ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა! გაიმარჯვა ერთ მუშტად შეკრულმა, მეგობრულმა არგენტინის ნაკრებმმა!ვულოცავთ შესანიშნავ ფინალს და განსაკუთრებით ლეგენდას ლეო მესის, რომელმაც აღმართა სანუკვარი თასი!!!!!!!!!!!! ანტი მესისტების მდგომარეობაში შევდივარ, ვიცი რა მდგომარეობაშიც ხართ, მაგრამ რას ვიზავთ, სამართალმა პური ჭამა! ეხლა რაც არ უნდა ამტკიცოთ "ზღაპრები" მს. თასი აჩუქეს, შეიხები მოისყიდეს, (ჯერ ესეთი შეიხებს რას სჭირთ ვინმეს მოსასყიდი? მესიმ უამრავი ფული გადაიხადა ( სასაცილოდაც არ ღირს რა?)რომ თასი აეწია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანტი მესისტებო! მორჩით როშვას და შეეგუეთ, რომ მესი არის უდიდესი ტალანტის ფეხბურთელი, რომელიც ლამის მთელ მსოფლიოს უყვარს (ნუ თქვენნაირი მეზღაპრეების გამოკლებით) და რომლის გამარჯვება დიდიან პატარიანად ყველას უნდოდა! მაგრამ თქვენნაირი ბოღმისტები, ხომ ყველაფერს უკუღმა ხედავთ?
მეგრული აჯიკა
პირველი 11 მეტრიანი საჩუქარი ლეო მესის, აჰა შენ მარტივი უპირატესობა და იქნებ 90 წუთში დაასრულო თამაში.
ჰაჰაჰა
საფრანგეთს და ჰოლანდიას როლანდამ მოუგო არა :))) არ გასკდეთ ბიჯო არ გასკდეთ:)))))
:D :D
და ბრაზილიის? ბრაზილია გავარდა, მაგრამ ჩვენ მესი გვყავსო
papai
რა შუაშია მე-8 ოქროს ბურთი? ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და წლის საუკეთესო ნუ გერევა ერთმანეთში..წელს ბენზემამ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
გულშემატკივარი
რახან იკითხე გეტყვი, რონალდოა საუკეთესო და ფინალში დაჟე მბაპემაც აჯობა
ზურა
მბაპეს ფონზე მესი მართლაც არაფერი იყო, მითუმეტეს მეორე გოლი მესის ბურთის დაკარგვის მერე გავიდა და მიუხედავად ამისა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს :):):) ეგეთი მესი გყავდეთ მესის ფანებს

დამიჯერე, ნამდვილად არ ვგულშემატკივრობდი არგენტინის ნაკრებს და ძალიან ბევრივით მარტო მესის და არც იმას ვიტყვი, რომ რახან მესის ეკუთვნოდა, იმიტომ უნდა მოეგო არგენტინას. ჰქონდა ჩემპიონატს ლაფსულები, ზოგიერთი პენალტი არ იყო დასანიშნი და ზოგიც პირიქით, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. იყო დაძაბული თამაშებიც, ვნახეთ ბევრი გოლიც და ბოლოს შესანიშნავი ფინალიც. ამ არგენტინის ნაკრებში ნამდვილად იგრძნობოდა, რომ ბოლომდე იხარჯებოდნენ ფეხბურთელები, ეს განსაკუთრებით დამატებით დროში იგრძნობოდა. კი, არ ეკადრებოდა არგენტინას საუდის არაბეთთან წვალება და გასაგებია, რომ ავსტრალიაც არ იყო ძლიერი, მაგრამ გუნდი აშკარად ცოტას უშვებდა და ბევრი გაჰქონდა, არც თამაშს მალავდა და ამით ნეიტრალური გულშემატკივრის სიმპატია დაიმსახურა. ავსტრალიის და ხორვატიის შენდეგ ნიდერლანდების და საფრანგეთის დამარცხება, (ბოლო ორი თამაში სულაც პენალტების სერიამდე მივიდა) ნამდვილად ზღვა ენერგიას მოითხოვს, ყველას არ შეუძლია და ამდენად ძალიან დიდი საქმეა
saso
რა ჩემპიონატიც იყო, ისეთი გამარჯვებული ყავს.
ჯუანშერი
ესეთი სამარცხვინო მსოფლიო ჩემპიონი ისტორიას არ ახსოვს. ავსტრალიას და ხორვატიას მოუგეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
rene-ს
ბოღმამ დაგაბრმავა?
ბილ შენკლი
ქართველმა 10 წლის ფანებმა უკვე შეაფასეს ფინალი,როგორც საუკეთესო ისტორიაში,რაც ფეხბურთის არ ცოდნა არის. ფინალში სამი პენალტი დაინიშნა,ვერავინ იტყვის,რომელიმე ნამდვილად პენალტი იყო. საუკეთესო თამაში უწოდო იმას,სადაც ერთი გუნდი სიხისტის და ჩეხვის მაგალითია,ხოლო მეორეს კარისკენ დარტყმა არ ქონდა 70 წუთის მანძილზე. ეს იყო კარგად დადგმული და შეფუთული სპეკტაკლი. როგორც მოსალოდნელი იყო არგენტინამ მოიგო. თუ ოდესმე გკითხავენ,რანაირად შეიძლება ემილიანო მარტინესი გამხდარიყო საუკეთესო მეკარე,ხოლო ოტამენდი და რომერო კედელი დაცვა,როგორ აუხსნით? ან იმას რანაირად ახსნით,გუნდი პირველი კარში დარტყმა ქონდა პენალტის გატანის დროს და 2 წუთში თამაშში დაბრუნდა? ეს იყო შეკოწიწებული თამაში,რასაც ბომბას ეძახიან და სასწაულს,რაც არაფერში წერია და სრული იდიოტობაა. მოდით შევაჯამოთ,არგენტინა 7 თამაშიდან 5 ატარებს ერთ სტადიონზე,თითქმის ყველა თამაშში უნიშნავენ საეჭვო და საკამათო პენალტს,ეს პენალტი არის ანგარიშის გამხსნელი და ყველაზე ადვილად გადასამოწმებელი,ბილეთები გადანაწილების საკითხი. როგორც ცნობილია,ფინალში მონაწილე გუნდებს თანაბრად უნდა გადაეცეთ ბილეთები,ხოდა ეტყობოდა რამე თანაბარი გადანაწილების? არ მითხრათ,რომ არგენტინა ისეთი განვითარებული ქვეყანაა რო ბილეთები გადაყიდვით იყიდეს ორმაგ და სამაგგ ფასად. თუ ამ ერთი თვის განმავლობაში არ დაგრჩათ განცდა რო რაღაც ისე არ არის,მაშინ არაადეკვატური ბრძანდებით. 6 მსოფლიო ჩემპიონატის მიდევნებია თვალი და ეს იყო ყველაზე მოსაწყენი,არასამართლიანი ჩემპიონატი. აი,წინასწარ რო ხვდები ვინ მოიგებს და რა მეთოდებით გააკეთებენ ამას. მსაჯობა იყო საზიზღარი,ერთი თამაში არ იყო ისეთი,სადაც საკამათო სიტუაცია არ იყო და სრული შოკი არის იმ დროს,როცა 9 მსაჯი და 100 კამერა აკვირდება ამას. და ბოლოს,ლეგენდარული ბილ შენკლის სიტყვებით დავამთავრებ "მსაჯებმა იციან წესები,მაგრამ მათ არ იციან ფეხბურთის თამაში" ამიტომაც დაიდო უაზრო პენალტების სერია. ასევე,შენკლიმ თქვა,"ერთმა მითხრა,რომ ფეხბურთი არ არის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი,რასაც ვეთანმხები და ფეხბურთი ნამდვილად არ არის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი,ის უფრო მეტია". ხოდა ეს ამბავი,თვალსა და ხელს შუა ფეხქვეშ გაიფინა ფიფამ და კატარმა. ეხლა ვერ ხვდებით და ვერ იაზრებთ,მაგრამ მოვა დრო,გაიზარებთ და გვიანი იქნება. ასე იყო 100 წლის წინ,როცა გერმანელმა კონსერვატორებმა და ზოგიერთმა ლიბერალმა ზარზეიმით მოიყვანეს ჰიტლერი,სასწაულებრივი ეგონათ,მარა ცოტა ხანში დედა ეტირათ. ასე იქნება ახლაც,ზარზეიმით შემოვუშვით შეიხები ფეხბურთში და დედა აღარ ყავს ფეხბურთს. არგენტინის ფანებს გილოცავთ,მართალია ვერ ვხდები,რას ან რატო გილოცავთ,არც ესპანურად ვწერ,მარა მაინც გილოცავთ.
rene
მარადონას ჩრდილში მდგომი მესი რომელიც მბაპემ უბრალოდ გააქრო :) დამადლებული ჩემპიონობა---მსაჯების გადაწყვეტილებები რომლითაც წესით მარტივად უნდა მოეგოთ მაგრამ არ გამოუვიდათ და ლამის წააგეს კიდეც...ფეხბურთი შოუა რომელსაც მლრდ ჩინოვნიკები ქმნიან.
nn
დადგმულია ყველაფერი აჩუქეს თასი .ვისაც არ უნდა ნუ დაინახავს .
დავით 2101(ynwa)
გვახსოვს ოფსაიდები ბაიერნთან მეგობარო ვინ იგებდა უსამართლოდ ტიტულება ვიცით ყველამ და ახლა დაწყნარდი.
100%
ეტყობა სიბერემ დამძლია და თავიდან მეც რაღაც მეგონა, ჯერ ,,შავების ნაკრები,, იდგა, მერე მომეჩვენა, რომ არგენტინა დადგა. ბოლოს რაც მოხდა, ეგ თუ დადგმული იყო და მაგის ....-ც ვატირე.
100%
არგენტინა, ვის ეთამაშა ფინალში, იცის ვინმემ?
Georgian
ვულოცავ მესის 8-ე ოქროს ბურთს. ბევრია დიდი ფეხბურთელი, მაგრამ აქედან 3 უდიდესი - პელე, მარადონა, მესი. ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ აქედან ერთს მაინც ცოცხლად ვუყურეთ, დატკბით, ეს ალბათ ჩვენს სიცოცხლეში აღარ მოხდება!
Terrorist
ჯერ ერთი მესის ნურავის ნუ ადარებთ!!! და მბაპემ უკვე მოიგო მადლობა თქვას
Isidore
მაინც რა აგეწვა ამისთანა პროფესორობა კი არა პარაზიტობაა ეხლა რაც დაწერე. ეხლა რასაც აკეთებ. შუაში კი არა თავშია, ძია. რა პრეტენზიები გაქვს? მესიზე რეებს წერენ ესეიგი ეხლა ეგ ნორმალურია, და შენც ნორმალური ხარ ხომ არ გგონია?? ეგ იმას ნიშნავს რომ ანგელოზიც რომ იყო არ დაგინდობენ, ტალახს გესვრიან ტ-ს არ გააჩერებენ რაღაცას მოიგონებენ მაინც ცილს დაგწამებენ გაგლანძღავენ არ გაჩერდებიან . თვით ქრისტე აცვეს ჯვარს რაზეა ლაპარაკი საერთოდ. სხვას ვის დაინდობენ. ქრისტიანულ არსში თუ ვერ ერკვევი ელემენტარულს თუ ვერ ხვდები და საერთოდ ცხოვრების აზზრზე თუ არა ხარ, მაშინ ნუ ტლიკინებ ბევრს ნუ ღლიცინებ. T --- დააყენეთ
დავით 67
შორს ვარ იმ აზრისგან რომ მესის და მის გუნდს ჩემპიონობა შეტენეს, მაგრამ ზოგი აქ ისე წერს თითქოს არგენტინამ გაანადგურა საფრანგეთი. ბოლო წუთზე რომ არ ეხსნა კარი იმ გამოსირებულ უზრდელ მეკარეს, მერე რას იტყოდით? შემდეგ სტატიაში მარტინესის უხამსი ფოტოა და კომენტარებს და ლაიქებს რომ გადავხედე, მივხვდი თუ რამდენი იდიოტია საქართველოში, მხედველობაში მაქვს ვისაც ეს საქციელი მოეწონა. რა ხალხიც არიან არგენტინელები წინა კომენტარებში დავწერე აღარ განვმეორდები, მაგრამ ამათ ვისაც ეს მოეწონა ან უბრალოდ თქვა მერე რა, ვინ დაგაბრალათ ევროპელობა. რაც არის არის არ ვთვლი რომ არგენტინა ძლიერი გუნდია, მათ უბრალოდ გაუმართლათ. ასე იყო 1978შიც როდესაც 1-1 დროს ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რენსემბრიკმა ასევე ბოლო წუთებზე ძელს მოარტყა ბურთი ახლო მანძილიდან. მაშინ ხომ საერთოდ სამარცხვინოდ გახდნენ ჩემპიონები, პერუს მაგალითი ემახსოვრებათ სტაჟიან გულშემატკივრებს. 86 შიც რომ არა ფეხბურთის ღმერთი მარადონა, იმ ჩემპიონატს ვერ მოიგებდნენ. მარადონასნაირი ფეხბურთელი არც არსებობდა და ვერც დაიბადება მომავალში, მესი ყოველთვის მეორე იქნება .
Soso
როგორი მომენტი იყო ლიგის ფინალში შევჩენკოს რომ აუღო დუდეკმა ბოლო დამატებით წუთზე ისე აუღო მარტინესმა ის სასწაული ბურთი ფორტუნა რომ შენსკენ არი არ წააგებ ის დღე შენია ეგეთი დღე იყო არგენტინისთვის
მადრიდისტს
ას პროცენტიანი ხარ!უბრალოდ გაოგნებული ვარ უმრავლესობა ამას რომ ვერ ხედავს
სოსო
მაკრონიმ მართალი თქვა.მესისაც და მბაპესაც ეკუთვნოდათ ოქროს მედალი.ჩემპიონატში ვარსკვლავების ნაკლებობა იგრძნობოდა,მაგრამ ფინალმა ყველაფერი გადაფარა.მართლაც ბრწყინვალე თამაში გამოვიდა.არგენტინა ყოველ თამაშში უმატებდა და ბოლო ორი თამაში,უკვე უმაღლეს დონეზე გავიდა,მბაპეს ჰეთთრიკმა კი,ფინალს ეს აუწერელი დაძაბულობა და ბრწყინვალება შესძინა.ვულოცავ არგენტინელებს ჩემპიონობას.თავიდან თუ მესი მიათრევდათ,ბოლოსაკენ, ეს უკვე მაგარი გუნდი თამაშობდა,მესის წინამძღოლობით.მესიზე აღარაფერია სალაპარაკო,საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა და დიადების სიაში გადავიდა.
დათო
კაი ხანიაა ასეთი სიამოვნება არ მიმიღია, არგენტინა-საფრანგეთი კარში დარტყმები 10-5 კარისკენ 20-10, გაიმარჯვა ძლიერმა, არგენტინას კიდევ ერთი 100%იანი პენალტი არ დაუდეს, არგენტინამ ყველაფრით აჯობა... ახლა რაღას იტყვიან, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო? მესიმ რაც გააკეთა თავის კარიერის მანძილზე არავის გაუკეთებია. 7 ოქროს ბურთი(მერვესაც აიღებს) და რა ნაკრებით მოიგო მსოფლიო, ყველა თამმაშში ულიდერა გუნდს, მბაპემ ერთი გოლით აჯობა მაგრამ მესი ყველა შეტევას იწყებს, ნამდვილი გენიოსი, თან რა ასაკში, ვისაც გგონიათ რომ არ იმსახურებდა მესი მსოფლიოს მოგებას ფეხბურთს აღარ უყუროთ. კომენტარებს გადავხედე და რა საცოდაობაა ამდენი ბოღმა და უვიცი...
სიმართლე ესაა
მესი რა თქმა უნდა უდიდესი ფეხბურთელია და რაც ამ მსოფლიოზე ითამაშა ნაკრებში ასე კარგად ნაკრებში არასდროს უთამაშია მაგრამ ეს თასი მესის რო მოეგო ყველა და ყველაფერი ჩართული იყო და მიზანს მაინც მიაღწიეს. ვისაც ამის დანახვა არ უნდა ეგაც გასაგებია და მათი პრობლემაა
ტუუ ტუუ ტუ
გასულია მომსახურების ზონიდან
ზურიკელას
კაი ზურიკო, როგორც შენ იტყვი ისეა, შენ დაუკარ… როგორც დაგპირდი, არ გედავები :)))))) ჭირი იქა, ლხინი აქა…
იმ პონტში
რომ,მესი,მარადონა,ბატისტუტა და სხვა მრავალი არგენტინელი,ეთნიკური იტალიელები არიან.
rigiti
პოლიქრონიოოოონ!!!!!!!!!!
სტალინი
მესი რა თქმა უნდა ღირსი იყო და ზოგადად, მისნაირი წესიერი სულის ადამიანი, ყველაფერი საუკეთესოს ღირსია, განსხვავებით ზოგიერთი ამპარტავნისა..........
ალო და დაკიდე ყურმილი
კარგად შეფუთული ფინალი...ის მხარდაჭერა რაც მესის ფინალში მიღწევას და მერე მის გამარჯვებას ახლდა უბრალოდ სირცხვილია..
Gia
Msoflios girseuli chempioni yavs da peles taxtis memkvidre. 35wlis asakshi ese itamasho turniri da moigo fantastikaa. Loris umadlodes mbape ro mesi ar gaxda bombardiri.
ზურა
შენთან დავას მართლა რა აზრი აქვს, გაუბერავ მალე :)
rodolfo
აუ შენც რა იპროფესორე ეხლა ))). რა შუაშია აქ ქრისტეს ჯვარცმა და ეს ფინალი. დამსახურებულმა მოიგო მაგრამ ორივე იმსახურებდა.
მეიცა
ეს იტალიის ფანობა არგენტინას რა პონტში ბალეშიკობდა მაინც ვერ გავიგე...სემპრეეე
baba
ვისაც გგონიათ რო მესის მსოფლიო ჩემპიონობა შეტენეს ყველას ტელევიზორები ჩემგან საახალწლო საჩუქრად!!! იქნებ მერე მაინც უყუროთ მესის თამაშს და თავი აღარ შეირცხვინოთ უაზრო კომენტარებით.
ABCABC
მბაპე ყოჩაღ შემეცოდა ცოტა არ იყოს მიუხედავად იმისა რომ პიროვნულად საერთოდ არ მომწონს ძაან მაგრად ითამაშა და ძაან მაგარი ფეხბურთელია, ნუ მეტი რა უნდა გააკეთო. თუმცა მესი იმსახურებდა ამ მსოფლიოს და რაღაც ლამაზი ზღაპარივით დამთავრდა მისი სანაკრებო კარიერა და ალბათ გაეცა კითხვას პასუხი ვინაა GOAT, მინიმუმ რონალდოსთან მიმართებაში და მარადონასთან თუ არ გაასწრო მინიმუმ გაუთანაბრდა მაინც სიდიადით, და პელე და რაღაც ტყავ გადაკრული ბურთის ეპოქები კიდე ძალიან შორსაა. ალბათ საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო რაც მინახავს ამაზე მაგარი თამაში არ ვიცი. მარტინეზი კაცი ლეგენდა იმ ბურთის აღებისთვის ბოლო წამზე რავი რა ესეთი თამაში და ასეთი მუნდიალი დიდი ხანია არ მინახავს და ვეჭვობ აღარც იქნება კაი ხანი. ასეთი სიამოვნება არ ვიცი, ყატარსაც ყოჩაღ მშვენიერი მუნდიალი იყო. 10/10
სლე პაული
დი მარიას თავის ფეხზე ედება ფეხი და ისე იქცევა. მაგრამ ვარიც რო არ ამოწმებს...
Kaka
ზური პატარა ბიჭი,ბოლომდე წაიკითხე,ხომ გითხარი ემოციები გჭარბობს მეთქი.
Isidore.
რამდენი ავადმყოფია ამ პლანეტაზე ჩანს ეხლა ამ კომენტარებშიც. ქრისტე რომ ჯვარს აცვეს არაა გასაკვირი
ალოოოოოო.....
პენალტების სერიაშიც ფიფა, მსაჯები, ორგანიზატორები, ვარი და ა.შ - ესეც ჩააწყვეს? აქაც მოეხმარენ არგენტინას?
მორჩა დებატი
ბოლო არგუმენტიც გამოეცალათ მესის მოძულეებს! მორჩა კინო, დამთავრდა დებატი! ფეხბურთული გადმოსახედიდან, მადლობა ვთქვათ, რომ მესის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. დავტკბეთ იმ “ცოტათი” რაც კიდევ დაგვრჩა სანახავი. მათთან კიდევ, ვინც საფრანგეთს უქომაგა მხოლოდ იმის გამო, რომ მესის მსოფლიო თასი არ აეწია, რაიმე დავას აზრი არ აქვს. მაინც ვერაფერს გაიგებენ. 10 წელიწადში, ლეგენდად რომ გადაიქცევა, იტყვიან მესი არასოდეს არსებობდა მითიაო. არადა მასეა: ლეგენდაა კაცი ცოცხალი!
მისია შესრულებულია, თანხა მალე ჩარიცხეთ.
როგორც იქნა აუხდა ოცნება აიღო თასი, პირველი პენალტი? უბრალოდ სირცხვილი უაზრო...რამაც მისცა ბიძგი არგენტინას მოეგო რასაც მოჰყვა მეორე ბურთიც მაგრამ ფრანგების ბრძოლამ ორივე გაქვითა, მესამე ბურთი? ისიც გაიქვითა...მესის გაჩემპიონობა კარგად დაგეგმილი იყო..მსაჯები, ორგანიზატორები ყველა ვისაც სიტყვა ეთქმით ვარის ოთახში გამოკეტილ მსაჯების ჩათვლით.
მადრიდისტი
ფიფადან დაწყებული ყველაფერი გააკეთეს რო აეწია, ხალათიც გაუმზადეს, მეზიზღება ფეხბურთი უკვე..ხელოვნურია ეგ ყველაფერი
ოპტიმუს
ტილკარას წყევლა მოხსნილია, გიხაროდენ სრულიად ალბისელესტე! დიედბა მესის!!!
barca
რამოდენიმე კომენტარს გადავხედე და ისეთებია ანეგდოტების წიგნში რო უნდა მოხვდეს.დ.დ. და თუ ვინმე ფიქრობს რო მესის მსოფლიოს ჩემპიონობა შეტენეს მაგასაც დამსახურება უნდა. ვის გაახსენდება თქვენი ნაბოდვარი კომენტარები თუნდა ხვალ? არავის. და უკვე ოფიციალურად ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია!!! წადით და მიჩივლეთ ვისაც არ გსიამოვნებთ.დ.დ.
fff
შენადა ვინმესთან ერთად არ დაწვე ამაღამ, შეიძლება ბოღმისგან გასკდე და ვინმე არ დააზიანო.DდD
რა მნიშვნელობა აქვს
ლენინი არგენტინელი ყოფილა :)
ზურა
ეს შენთვის დასრულდა ალბად და შეინახე შენთვის, რონალდო უკეთესია!
რა მაფიაა?
ამდენი პენალტით რო გავიდა სულ წამოაძახებენ არგენტინას მარა მამენტ იყო ყველა პენალტიც,, ძაან საკამათოე ირ არ იყო არცერთი...
Kaka
პირველი რაც მინდა ვთქვა. ვარ 1990 წლიდან ბრაზილიის გულშემატკივარი! კლუბებში მილანის! ძალიან დიდი ბოდოში რონალდუს ფანებთან. ძალიან ძალიან მაგარი ფეხბურთელია,მაგრამ დღეს დასრულდა კითხვები ვინ უფრო მაგარი გეხბურთელია მესი თუ რონალდუ. და ხო კიდევ,ეს ახლად დაბადებულო ფეხბურთის გულშემატკივრებო თქვენი რაღაც შეთქმულების თეორიებით,არ გინდათ რა.პატარები ხართ ჯერ რომ ხვდებოდეთ რაღაცააებს.ემოციებიიიიი გჭარბობთ.
სომხების პასუხი
ფინალში 2 პენალტი აზერებს დაუდეს?:))))))))) ასეთი კომენტარი ასეთი ფინის შემდეგ რა ვიცი ………..
ვალადიმერ ილიჩ ულიანოვი (ლენინი)
კარლ/ფროდრიხ, ვარდის წყალი ან წყალბადის ზეჟანგი მაინც გამოივლე პირში!
G.LA
აფრიკელებმა წააგეს, როგორც იქნა არგენტინამ მოიგო. მესი ძალიან ცოდო იქნებოდა ისე წასულიყო ჩემპიონი რომ არ გამხადრიყო. მან ეს დაიმსახურა.
არგენტიელებს
შოუ მორჩა,ყოველ თამაშში არგენტინისთვის პენალტის დადება მორჩა, სამარცხვინო ჩემპიონატი დამთავრდა! ახლაუკვე ხვიჩას ვგულშემატკივრობთ
კაკო
ვულოცავ არგენტინას ჩემპიონობას!
ზაკო
ეხლა რას იტყვიან უნიჭო ბავშვები გაყიდულ და შეტენილ თეორიებზე.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
არგენტინამ რა უნდა იჯავროს? საჯავრებელი ჩვენ გვაქვს ჭაობად რო გვაქცია ხიხომ. ფეხბურთზე არაფერს ვამბობ არ ადრე ვბრწყინავდით...
რა მნიშვნელობა აქვს
ძლივს მოიგო მსოფლიო კარიერის ბოლოს (მთელს ფიფას და გრიშას უნდოდა რომ მოეგო), ძლივს გაითავისა ტიპმა რომ ნაკრებში უნდა ითამაშოს და ჰიმნი იმღეროს, კარგი ფეხბურთელია ორი აზრი არაა მაგრამ პატრიოტი არაა და ჩვენ რა გვენაღვლება არგენტინელებმა იჯავრონ :)
Gio
ეს იყო სამარცხვინო.
იჰ 1
აჰა არც იგუანი არ იყო არც ნიგერია დახვდათ ჯგუფში და ჩემპიონატი მოიგეს
გივი
თამაში 2-0 რომ დასრულებულიყო, ხომ დაიწყებდნენ აქ შეთქმულების თეორიების მოყვარულები იმის მტკიცებას, რომ ძალით ქაჩავენ არგენტინის ნაკრებს, რომ მესი გახდეს მსოფლიოს ჩემპიონიო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
პენალდუმ თავი არ ჩამოიკიდოს. მიხედონ მისმა დებმა.
ვახო
კრიშტიანოს ფანი ვარ მაგრამ ვულოცავ არგენტინის და მესის ფანებს მათ ეს დაიმსახურეს უნდა შეგეძლოს ღირსეულად მოგება და წაგება და აღარ დაიწყოთ დ ეხლა დაიმსახურა არ დაიმსახურა და რაღაც ეგეთები ჩემპიონებს არ განსჯიან მით უმეტეს არგენტინამ ეს დაიმსახურა და მესიმ ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ვიყოთ ობიექტურები გილოცავთ გულწრფელად
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]