ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ვოლგამ" გოგიტა გოგუა ტრანსფერზე დააყენა

"ვოლგამ" გოგიტა გოგუა ტრანსფერზე დააყენა

ნიჟნინოვგოროდულ კლუბში ქართველ ფეხბურთელთა მიმოსვლა ისევ დაიწყო
გოგიტა გოგუა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" აღარ ითამაშებს - 27 წლის ქართველი ნახევარმცველი კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე დააყენა.

"ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ გოგუა გუნდში დარჩენილიყო და ისევე ათამაშებულიყო, როგორც გასულ სეზონში ნალჩიკის "სპარტაკში". მაგრამ, გულახდილად გეტყვით, მწვრთნელთა შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა გოგუასთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებდით. ამიტომ ორმხრივი შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, დროულად დავშორებოდით ერთმანეთს.

მის თაობაზე სხვა კლუბებიდან წინადადებები უკვე მივიღეთ. ასე რომ, გოგუა ან გაიყიდება, ან ერთწლიანი იჯარით გავუშვებთ", - განაცხადა "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში.

ამავე დროს, მისი სიტყვებიდან ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ "ვოლგას" ქართველ თავდამსხმელ მათე ვაწაძეს, რომელიც გოიხმანს ინტერვიუში არ უხსენებია, ძირითადში მოხვედრის შანსი არ მიეცემა.

"მარცვალაძის წასვლით შემდეგ თავდასხმაში პრობლემა შეგვექმნა. მოვიყვანეთ ჯავადოვი, მაგრამ ტრანსფერზე გოგუას დაყენების შემდეგ, შესაძლოა, ის მარცხენა ფლანგზე გავამწესოთ და არა თავდასხმაში, ამიტომ კიდევ ერთი ფორვადის შეძენას ვაპირებთ", - ამბობს გოიხმანი იმ დროს, როდესაც ვაწაძე საუკეთესო ფორმაში შევიდა და ძირითადში მოხვედრას იმედოვნებდა. ჩვენთვის უსიამოვნო მინიშნებაა, თუმცა, იმედია, ვცდებით.

გეხსომებათ, ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთარ მარცვალაძის კვალად "კრასნოდარში" გოგუაც მიდიოდა. მას შემდეგ 27 წლის ნახევარმცველი ნიჟნინოვგოროდელებს ავსტრიულ შეკრებაზე გაჰყვა და თემაც თითქოს მიჩუმათდა, მაგრამ აკი თავად რუსების ნათქვამია - კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ამ ვარაუდებს ამყარებს გოიხმანისვე სიტყვები - გოგუას თაობაზე წინადადებები უკვე მივიღეთო. თუ გოგიტა წასვლას არ აპირებდა და ეს ყველამ იცოდა, რა წინადადებები მიიღო?

ასეა თუ ისე, გოგუა უგუნდოდ ნამდვილად არ დარჩება, მისი დონის მოთამაშეებს რუსეთის პრემიერლიგაში უსაქმოდ არ დატოვებენ. ჩვენი ინფორმაციით, კლუბსა და გოგუას შორის წარმოქმნილი უთანხმოება სწორედ ქართველი ნახევარმცველის სურვილს უკავშირდებოდა - მას სურდა წასვლა იქ, სადაც უკეთეს ხელფასს სთავაზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარში" ოთარ მარცვალაძის გადასვლამდე იქ ჩაირიცხა და გუნდის კაპიტნად დანიშნეს ალექსანდრე ამისულაშვილი.

სხვათა შორის, "კრასნოდარს" რუსები კავკასიელების გუნდს უწოდებენ - გენერალური დირექტორი აფხაზი ვლადიმერ ხაშიგია, კომერციული დირექტორი - არამ ფუნდუკიანი. მათგან კი, რა დასამალია, მოულოდნელი და სასიამოვნოა, ქართველებს რომ აფასებენ, რადგან ზამთარში კლუბში გასინჯვაზე მყოფი ირაკლი კლიმიაშვილი "კრასნოდარის" მწვრთნელს არ დაუწუნებია, ის იმიტომ გამოუშვეს, რომ სომხის კონკურენტი იყო, რაც მისი ლობისტის ინტერესში არ ეწერებოდა.

დაბოლოს: გოიხმანის ინტერვიუდან ისიც შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველის, ზურაბ არზიანის გასინჯვა წარმატებით დასრულდა და 23 წლის ჩვენებური კარიერას ნიჟნინოვგოროდულ კლუბში განაგრძობს.

"ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ახალწვეულებმა. პლეშჩანის ტრავმის გამო მოედნის ცენტრში პრობლემები გვქონდა, მაგრამ არზიანისა და მალიაროვის დამატებით ეს ზონა საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეებით შევავსეთ", - ამბობს გოიხმანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zaza sigu

ეს სუპერ ვარსკვლავიი არაა? თავის ჭკუაზე რომ უნდა თამაში ? "ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა