23 წლის ლევან გორგაძემ ნაგოიას ბაშოზე მე-2 მაეგაშირა კიოკუტენჰოს გაუფორმა უარყოფითი ბალანსი, რომელსაც იორიკირით აჯობა
23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაგოიას ბაშოზე პირველად შეხვდა მასზე დაბალი რანგის სუმოისტსა და მოიგო. აქამდე მას მოწინავე ათეულის 9 წევრიდან (მე-10 თავადაა) 8 შეხვდა (ქართველს არ უჭიდავია მხოლოდ ოძეკი კაიოსთან) და მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვიდა ჩვენებური გამარჯვებული.

მოკლედ, კომუსუბის ტიტული საფრთხეშია, ტოჩინოშინს მხოლოდ ერთი წაგების უფლებაღა აქვს. გუშინ მან მე-2 მაეგაშირა კიოკუტენჰოს გაუფორმა უარყოფითი ბალანსი, რომელსაც იორიკირით აჯობა. დღევანდელი მეტოქე პირველი მაეგაშირა იოშიკაძეა, ვისაც წაგების უფლება აღარ აქვს.

კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე ყველაძე მძიმე სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) - მან წაგებების ლიმიტი უკვე ამოწურა, დღეს ბრაზილიელ კაისეისთან დამარცხდა. ახლა დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს, თუკი რეიტინგში დაწინაურება სურს. სხვათა შორის, გაგამარუს ახასიათებს ტურნირის დასკვნით ეტაპზე ძალების მოკრებვა, თუმცა მისი ამოცანა ძალზე რთულია. დღეს გაგამარუს მეტოქე ტაკეკაძეა.

ძურიოს დივიზიონში დადებითი ბალანსი დაიბრუნა ლევან ცაგურიამ (კოკაი), რაც მას ელიტაში დაბრუნების საშუალებას მისცემს. კოკაის 5-4 ბალანსი აქვს, მას მერე, რაც კანბაიაში დაამარცხა.

ნაგოიას ბაშოზე მხოლოდ ორი დაუმარცხებელია, ორივე მონღოლი - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი ჰარუმაფუჯი.

IX დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ბარუტო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ვაკაკოიუ-კაიო (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), იოშიკაძე-გოეიდო (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-ოკინოუმი (ცუკიოტოში), ტოკიტენკუ-ტაკეკაძე (იორიკირი), კაისეი-გაგამარუ (იორიკირი), ვაკანოსატო-ჰომაშო (იორიკირი), მიაბიამა-ტამავაში (ჰიკიოტოში), არანი-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (იორიკირი), საგაცუკასა-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკარაფუჯი-ფუჯიაზუმა (უვატედაშინაგე), დაიდო-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), კიმურაიამა -ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ტოჩინონადა-შოტენრო (იორიკირი), მასუნოიამა-ტაკამისაკარი (იორიკირი). ძურიო: კოკაი-კანბაიაში (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).

8-1: ბარუტო (ოძეკი).

7-2: კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), ჰომაშო (მ 9), ტაკაიასუ (მ 11), ფუჯიაზუმა (მ 15)... 3-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 2-7: გაგამარუ (მ 7).

X დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-ვაკაკოიუ, კოტოოშუ-კაიო, ბარუტო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გოეიდო-კიოკუტენჰო, კაისეი-ამინიშიკი, ტაკეკაძე-გაგამარუ, ოკინოუმი-არანი, ვაკანოსატო-მიაბიამა, ასასეკირიუ-ტამავაში, ტოკიტენკუ-შოტენრო, ტოჩიოძანი-ტოიოჰიბიკი, ჰომაშო-ტოჩინოვაკა, ტაკარაფუჯი-საგაცუკასა, კიტატაიკი-კიმურაიამა, ტაკაიასუ-ფუჯიაზუმა, დაიდო-ტაკამისაკარი, ტოჩინონადა-იოშიაზუმა. ძურიო: კოკაი-ჩიონოკუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს