საქართველოს ნაკრების თავკაცი ევროთასებზე მოასპარეზე ქართული გუნდების მატჩებს ზესტაფონსა და რუსთავში დაესწრო
თემურ ქეცბაია ევროთასებზე მოასპარეზე ქართული გუნდების მატჩებს ზესტაფონშიც დაესწრო და რუსთავშიც. ცხადია, დავინტერესდით, როგორია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შთაბეჭდილება "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" თამაშზე.

"ვერ ვიტყვით, რომ გულშემატკივარი ორივე შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. მაგალითად, "მეტალურგს" მოსაგები თამაში ჰქონდა, მაგრამ დასანანი გოლი გაუშვა და საქმე გაირთულა. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მეორე მატჩში რუსთაველები უფრო წარმატებით ითამაშებენ.

"ზესტაფონმა" კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოლოდველებს ერთი ამოსუნთქვით მოუგო. აშკარაა, გუნდი პროგრესირებს. იმედია, შემდეგ ეტაპზე გავა და უფრო მეტსაც მიაღწევს", - ამბობს ქეცბაია.

ეროვნული ნაკრების თავკაცს ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზეც დავეკითხეთ:

"ზესტაფონელები საკმაოდ კარგად მომზადებულები ჩანდნენ, მაგრამ რუსთაველებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ხელოვნურსაფრიან მოედაზე ასეთ სიცხეში თამაში არც შეიძლებოდა".

ბოლოს კი ქეცბაიას პასუხი კითხვაზე: თუ აღმოაჩინეთ ისეთი მოთამაშე, რომელზეც იტყოდით, ეს როგორ გამომრჩა?

"მე ყველა მოთამაშეს მეტ-ნაკლებად ვიცნობ და ვერ ვიტყვი, რომ ვინმე აღმოვაჩინე. მაგრამ არიან საინტერესო ფეხბურთელები, რომლებმაც კარგად ითამაშეს, ანუ მოუმატეს. თუმცა საერთო შეფასებისთვის განმეორებით შეხვედრებს უნდა დაველოდოთ. შემდეგ ეტაპებზე უფრო გამოჩნდება, რა შეუძლიათ ჩვენს გუნდებს და ფეხბურთელებს", - გვითხრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა